x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
დავსახლდებით თუ არა მთვარეზე

image

დღევანდელი მონაცემებით მთვარეზე 12 ადამიანს აქვს ფეხი დადგმული. დედამიწის თანამგზავრზე 1972 წლის მერე აღარ ვყოფილვართ. ბოლოს, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა ”აპოლო 17”-ის ეკიპაჟი იყო. მას შემდეგ, ჩვენს უახლოეს თანამგზავრზე გაფრენები დავიწყებას მიეცა. მაშინ, პროგრამა ”აპოლოს” შეყვეტას იმით ამართლებდნენ, რომ იქ აღარაფერი გვესაქმებოდა, რა ხდება დღეს? - დღეს ამ მხრივ სურათი შეიცვალა. შორეული კოსმოსის ასათვისებლად, მეტადრე კი მარსისკენ გასაკვალ გზაზე, მთვარე ახალ სიცოცხლეს იძენს.

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფის თანახმად, სავსებით შესაძლებელია, რომ დღეს კაცობრიობამ მთვარეზე მუდმივი ბაზა ააგოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დედამიწის თანამგზავრზე ადამიანების დაბრუნება (პილოტირებული მისიების ამოქმედება) მოსალოდნელზე 90 პროცენტით ნაკლები ანუ 100 მილიარდის ნაცვლად 10 მილიარდი დოლარი დაჯდება.

იგივე მეცნიერთა ჯგუფი კოსმოსური კვლევებისთვის კერძო კომპანიების აქტიურად ამოქმედების, მთვარის რესურსების გამოყენებისა და ასევე მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებისა თუ ხომალდების ტექნოლოგიათა განვითარების წინადადებით გამოდის.

გარდა ამის, ნასას ხარჯები შემცირება შესაძლებელია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის ძალისხმევით. ამ მხრივ, უმთავრეს პარტნიორად მოიაზრება ევროპის კოსმოსური სააგენტო, რომლის გენერალური დირექტორმაც მთვარეზე ქალაქის გაშენების სურვილი გამოთქვა. ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს ისეთი აეროკოსმოსური კომპანიების მოზიდვა, როგორიცაა Boeing და SpaceX.

დღესდღეობით აღნიშნულ კომპანიები უკვე თანამშრომლობენ ნასასთან.

SpaceX-ის განკარგულებაშია რაკეტა-მატარებელი Falcon 9 და ერთგვარი მტვირთმზიდი Dragon. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ეტაპზე SpaceX მძიმე რაკეტა Falcon Heavy-ზე და Dragon-ის პილოტირებულ ვერსიაზე მუშაობს. კომპანია Boeing კი ნასასთვის ზემძიმე რაკეტა-მატარებელ SLS-ს (Space Launch System) ქმნის.

მეცნიერთა გამოკვლევის თანახმად, მისიათა ფარგლებში დედამიწიდან მთვარეზე გაგზავნილი ტვირთის მასის შემცირება შესაძლებელი იქნება, თანამგზავრზე წყალბადის მოპოვების წყალობით, რომელიც თავის მხრივ რაკეტის ძრავის სასწვავად გამოიყენება. ამ შემთხვევაში დედამიწიდან დედამიწაზე უკან დასაბრუნებელი საწვავის ტრანსპორტირების აუცილებლობა საჭირო აღარ იქნება, მაგრამ საამისოდ მთვარეზე საწვავის და ასევე სასარგებლო ნედლეულის მოსაპოვებლად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გახდება საჭირო.

მეცნიერები წყალბადის მოპოვებას წყლის ყინულისგან გვთავაზობენ, რომლის მარაგიც მთვარის პოლუსებზეა აღმოჩენილი. მეცნიერთა აზრით, მისი მოპოვება შორეულ კოსმოსში მომავალ მისიებს (მარსზე მისიას) გაამარტივებს. ამ მიზნით მთვარის ორბიტაზე კომპლექსის განთავსებაზეა საუბარი, სადაც წითელი პლანეტისკენ მიმავალ რაკეტას თანამგ-ზავრზე მოპოვებული საწვავით შეავსებენ.

იმისთვის, რომ ზუსტად განისაზღვროს მთვარეზე წყლის შემცვლელობა, მეცნიერები რობოტის გაგზავნის წინადადებით გამოდიან, რომელიც ბურღვით სამუშაოებს ჩაატარებს და მთვარის რეგოლითის ნიმუშებს (ფხვიერი მასა, რომლითაც დაფარულია მთვარის ზედაპირი) შეისწავლის.

ექსპერტთა გათვლებით, მთვარის სადგურის მომსახურებისთვის საკმარისი იქნება ოთხი ასტრონავტი, რომლებიც 12 წლის განმავლობაში 40 მილიარდი დოლარის ღირებულების 200 მეგატონა სარაკეტო საწვავს მოიპოვებენ. image

0
209
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0