x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი გარდაიცვალა
image


უიტნი ჰიუსტონის ერთადერთი ქალიშვილი-22 წლის ბობი კრისტინა ბრაუნი ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ჰოსპისში.


გოგონა მას შემდეგ კომაში იყო, როდესაც იგი 6 თვის წინ გონდაკარგული აბაზანაში აღმოაჩინეს.


"მისმა სულმა დაისვენა და ჩაბარდა უფალს, გვინდა, რომ კიდევ ერთხელ ყველას მადლობა მოვუხადოთ იმ დიდი სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვგრძნობდით"-განაცხადა გარდაცვლილის ერთ-ერთმა ნათესავმა.




სიკვდილის მიზეზი: შეგახსენებთ, რომ მომღერლის ქალიშვილი 2015 წლის 31 იანვარს უგრძნობელ მდგომარეობაში აღმოაჩინა მისმა ქმარმა ნიკ გორდონმა საკუთარ სახლში როზუელში(შტატი ჯორჯია).გოგონას დაუდგინდა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება.


სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობის შემდეგ გოგონას ჯანმრთელობა გაუარესდა, რი გამოც სიცოცხლის ბოლო დღეებში ჯორჯიის ერთ-ერთ ჰოსპისში გადაიყვანეს.


imageსურათზე:უიტნი ჰიუსტონი ქალიშვილთან ერთად



მომღერლის ქალიშვილის მომვლელმა შეიტანა სასამართლოში საჩივარი, სარჩელი 10 მილიონი დოლარის ოდენობით, სადაც გოგონას ქმარს ბრალს სდებს ცოლის გარდაცვალებაში.


იმ დღეს გორდონი და ბობი კრისტინა წაკამათდნენ, რაც მისი ტრამვის მიზეზი გახდა, ამტკიცებს მომვლელი.ქმარმა ცოლი იმის გამო სცემა, რომ მიეღო სოლიდური თანხა, რომელიც კრისტინას დედისგან დარჩა.

საჩივარში ნათქვამია, როდესაც გოგონა კომაში ჩავარდა, მისმა ქმარმა იმავე დღეს 11 000$ გაიტანა ბობი კრისტინას საბანკო ანგარიშიდან.


აღსანიშნავია, რომ გორდონი უიტნი ჰიუსტონს ნაშვილები ჰყავდა, შემდეგ კი მის ქალიშვილთან გააბა რომანი.მომღერლის გარდაცვალების შემდეგ(2012წ.) წყვილმა თავი ცოლ-ქმრად გამოაცხადა, თუმცა ოფიციალურად ხელი არ ჰქონდათ მოწერილი.

image

სურათზე-ბობი კრისტინა ბრაუნი და ნიკ გორდონი.



0
391
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0