x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ქეთა თოფურიამ მშობიარობის შემდეგ წონაში სწრაფი კლების საიდუმლო გაამხილა
image
რუსეთის ესტრადის ვარსკვლავი, ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია სოციალური ქსელის "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე წონაში სწრაფი კლების საიდუმლოს ამხელს.

ქეთას თაყვანისმცემელები გაოგნებული არიან მისი იდეალური ფორმებით, მან ხომ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა, მაგრამ მის სხეულს მშობიარობის კვალი არც კი ამჩნევია.

ქეთა თოფურიამ "ინსტაგრამაზე" საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო ატვირთა, რის შემდეგაც სოციალური ქსელის მომხმარებლები დაინტერესდნენ მისი წონაში კლების საიდუმლოებით.

ყველას ინტერესი რომ დაეკმაყოფილებინა, ქეთამ გაამხილა დიეტა, რომლითაც შეძლო ფორმის დაბრუნება:


"გოგონებო გადავწყვიტე დაგიწეროთ, ვინიდან ყველა მეკითხება და მწერენ, ასე სწრაფად როგორ ჩავდექი ფორმაში, გპასუხობთ: ამას მხოლოდ პირის დახურვის გზით მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს ზედმეტი 5 კილოგრამი(ფოტოებზე არ ჩანს, რადგან მე ვიცი როგორ ვიპოზიორო), ახლა მე ჯერჯერობით ვეღარ ვხდები, როგორც ჩანს ორგანიზმს არ სურს მთელი წონის ერთიანად დაკარგვა, თუმცა ვზივარ დიეტაზე, ჩემი დიეტა კი ასეთია: ცილოვანი+ბოჭკოვანი და ბევრი წყალი ანუ სწორი კვება."



image


შეგახსენებთ, რომ ქეთა თოფურიას მეუღლე ებრაელი ბიზნესმენი ლევ გეიჰმანია. ლევს პირველი ქორწინებიდან უკვე ყავდა ზრდასრული ქალიშვილი, ხოლო ქეთასთვის ეს პირველი შვილია.

ქეთა თოფურიამ ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიარა, რომლის პაციენტებიც იყვნენ მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდაშიანი და სხვა ცნობილი ჰოლივუდელები.

წყვილს ამა წლის 16 ივნისს, გოგონა ოლივია ანუ ლივი შეეძინათ.

ქეთა თავის პატარა ოჯახთან ერთად ახლაც ამერიკაში იმყოფება, კერძოდ კი კალიფორნიის შტატის ქალაქ დანა პოინტში.imageimageimage

0
1196
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0