x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ჯიქი ფშავ-ხევსურეთის მთებში
imageჯიქი კატისებრთა ოჯახის ყველაზე ლამაზი ცოველია, რომელსაც მტაცებლებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება გააჩნია. ერთერთი ყველაზე მოქნილი, დიდი და ღონიერი სხეული აქვს. ძალიან სწრაფი და ძლიერია, შეუძლია დიდ მაანძილზე გადახტომა. ზოგჯერ მისი ნახტომი 15 მეტრს აღწევს. ჯიქს უფრო დიდი ეშვები აქვს, ვიდრე ლომსა და ვეფხვს, ეშვებთან ერთად დიდი ზომის ბასრი ბრჭყალები გააჩნია, რომლითაც შეუძლია ნებისმიერი ცხოველისთვის საზარელი ჭრილობის მიყენება. ჯიქი ზემოთ აღნიშნულ მტაცებლებთან შედარებით, შესანიშნავად დაცოცავს ხეზე, საჭიროების შემთხვევაში წყალში დიდ მანძილზე ცურვაც არ გაუჭირდება.

საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ჯიქს დიდი მეცნიერულ-ფაუნისტური მნიშვნელობა გააჩნია.image

image1970 წელი. მათურას მკვიდრი გიორგი უცნაური ფაქტის მომსწრე გახდა. თებერვალში ჯერ ერთი ცხვარი დაკარგა, მერე კიდე რამდენიმე თან ეს ყველაფერი მგლის "ხელწერას" არ გავდა.

ერთხელ ფარეხის მახლობლად ვეებერთელა და უცნაური ნაკვალევი შენიშნა. გლეხს ცნობისმოყვარეობა კიდე უფრო გაუმძაფრდა. ჩაუსაფრდა და სადგომიდან ასიოდე მეტრზე ნათლად და მკაფიოდ გაარჩია უცნობი, უზარმაზარი კატისმაგვარი მხეცი. რომელიც ხარბად და გემრიელად შეექცეოდა მსხვერპლს. გიორგიმ გადაწყვიტა ნადირის მოკვლა, მაგრამ სათოფედ ვეღარ დაიმარტოხელა. გავიდა დრო და მარტის შუა რიცხვებში, ფარეხის მახლობლად ზვავი ჩამოწვა...


imageმაისში მწყემსებმა ჯერ კიდევ კარგად შენახული, ნეკნებჩამსხვრეული, უზარმაზარი კატის მსგავსი მხეცი იპოვეს. ბეწვი გაფუჭებულიყო, გიორგიმ შეულახავად დარჩენილი მხოლოდ ერთი მეტრის კუდიღა აართვა ცხოველს. მსგავსი რამ, მთელ ფშავ-ხევსურეთში ბუნებას შებერებულ მონადირეებსაც არ ენახათ.

image

imageსაქართველოს ფარგლებში ჯიქის არეალი მეტად შემცირებულია. იმ ადგილებში კი, სადაც ჯიქი ცნობილი იყო, მისი არსებობა დღეისათვის საეჭვოდ არის მიჩნეული.

საქართველოს ტერიტორიაზე ჯიქი მოკლეს 1898 წელს ბზიფის ხეობაში. მას შემდეგ ჩვენს რეგიონში არავითარი ცნობა არ არსებობს ამ ცხოველის შესახებ, მხოლოდ 1950 წელს, ზნაურის რაიონში, სოფელ განთიადთან ოსებმა ქვებით ჩაქოლეს ხვადი ჯიქი. კიდევ უფრო დიდი ზომის ეგზემპლარი მოკლეს 1954 წელს ზედაზენთან. უკანასკნელი ორი შემთხვევის შესახებ არსებობს აზრი, რომ მტაცებელი ჩვენში სომხეთის მთებიდან გადმოიხვეწა. 1970 წელს ფშავში აღმოჩენილი ჯიქი გვაფიქრებინებს, რომ ერთეულ ეგზემპლარების სახით ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კავკასიონის მიუვალ ადგილებში, კერძოდ ხევში, ფშავ-ხევსურეთის უღრან ტყეებსა და ჭიუხებში.

და თუ ესე მართლაც ასეა, მაშინ ჩვენი ფაუნის ყველაზე მრისხანე მტაცებელს, ჯიქი წარმოადგენს.

imageimage

0
2906
11-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
2906
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0