x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
"გორიდან ხართ? ხომ იცით, ტელევიზიაში ცხვირში ხელი არ უნდა შეიყოთ?" - მაია ასათიანი

სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი აღშფოთებას გამოთქვამს იმ შეურაცხყოფის გამო, რაც ამ უნივერსიტეტის სტუდენტებს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის წამყვანმა მაია ასათიანმა მიაყენა და სოციალურ ქსელში მწვავე განცხადებას აკეთებს:


image


"მაქსიმალურად ვცდილობ პოზიტიური ინფორმაცია მოგაწოდოთ, აგრესიული კომენტარები არასდროს დავდო, გული არავის ვატკინო, მაგრამ ეს რომ არ ვთქვა, არ შემიძლია.
მაია ასათიანის შოუ კარგია თუ ცუდი, ხალხის გადასაწყვეტია, მე რამდენად ვაფასებ, ეგ ჩემი საქმეა, მაგრამ როცა ჩემი ქალაქის და ჩემი სტუდენტების შეურაცხყოფას ეხება, აქ უკვე კონტროლს ვკარგავ. მოკლედ გეტყვით:
რამდენჯერმე შოუს თანამშრომელმა დაგვირეკა და გვთხოვა სტუდენტების დასწრება, ოღონდ მივსულიყავით და ყველაფერზე თანახმანი იყვნენ, ეტყობა ძალიან უჭირთ აუდიტორიის შევსება. მინდა გითხრათ, სიხარულით არც ერთი სტუდენტი არ შეხვედრია ამ ამბავს, მაგრამ ჩემი ხათრით წავიდნენ. მაგას რას წარმოვიდგენდი, თუ იმის მაგივრად მადლობა ეთქვათ, რომ სტუდია შევუვსეთ, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ სტუდენტებს. დიალოგი წარიმართა ასე:
-საიდან ხართ, - ეკითხება მაია.
-გორიდან.
-აა, სოფლიდან? ხომ იცით, ტელევიზიაში ხართ და ცხვირში ხელი არ უნდა შეიყოთ. სხვათაშორის, მაიამ, ეტყობა, საქართველოს ისტორია არ იცის, რომ ყველა დიდი ადამიანი სწორედ სოფელში დაიბადა და გაიზარდა და არც ნამდვილი თბილისელი მიაყენებს ასეთ შეურაცხყოფას სხვა ქალაქიდან ჩასულს.
საუკეთესო მეგობრები მყავს თბილისში და ამას არასდროს არავის აკადრებენ, ისიც არ იცის ასათიანმა, რომ მთავარია განათლება, აღზრდა, შინაგანი კულტურა და მნიშვნელობა არ აქვს, სოფლიდან ხარ, თუ ქალაქიდან.

დანარჩენს აღარ დავწერ, კომენტარები თქვენთვის მომინდია", - წერს ეკატერინე სუხიშვილი.

18
5743
17-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
5743
  
2015, 27 ივლისი, 20:10
ჩემზე არაა დამოკიდებული, თორე....
2015, 27 ივლისი, 20:07
იყო?.. აღარ არის?.. რა სასიამოვნოდ და დამაიმედებლად ჟღერს :)
2015, 27 ივლისი, 19:20
ტელევიზია იყო ერთ დროს.. :)
2015, 27 ივლისი, 18:57
ეგ რუსთავი – 2 რაღაა??? :):):)
2015, 27 ივლისი, 18:36
არის ერთი რა.."რუსთავი - 2 "-ზე :)
2015, 27 ივლისი, 18:35
ვიდეო ვერ მოვიპოვე, თორე საინტერესო იქნებოდა ნამდვილად...მანამ არ გვეშველება არაფერიო ქართველებს, სანამ ეს დაყოფა-ქალაქელებად და სოფლელებად არ მოიშლება :(
2015, 27 ივლისი, 17:14
მე თვითონაც გორელი სტუდენტი ვარ და ვამაყობ ჩემი ქალაქითა თუ სოფლებით და მათში მცხოვრები ხალხით. ხალხის პატივისცემა და ზრდილობა თუ არ გააჩნია ადამიანს ის გადაცემის წამყვანი არ უნდა იყოს, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, მთავარია "პატრონი" გყავდეს და ვის რად უნდა შენი ზრდილობა და განათლება.
2015, 27 ივლისი, 14:06
მანჩო ვიდეოც ხომ არ გიდევს დავინტერესდი
2015, 27 ივლისი, 13:57
აღშფოთება სრულიად სამართლიანია, თუმცა ვინც მაგ შოუებს "აუდიტორიას შეუვსებს", მით უმეტეს, სტუდენტებით, რომლებიც იქ წასულან ხათრით და არა სიხარულით, ჯობს, ის თავის საქციელზეც დაფიქრდეს.
2015, 26 ივლისი, 16:25
სანამ ადამიანებს დავყოფთ ქალაქებათ,სოფლებად და უბნებად მანამ ასეთი უვიცები და უკულრუეოები ვიქნებით
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10