x
image
natia.a
როგორ გაჩნდა "გამარჯობა" - ლეგენდა
imageქართველები მუდამ მამაცი მეომრები იყვნენ: მკლავში ძალა ჰქონდათ და მარჯვენა არ ღალატობდათ. ქართველ კაცს სანამ მარჯვენა შერჩებოდა, მტერს შავ დღეს აყენებდა: ერთზე ათიც რომ მოსულიყო, გამარჯვების იმედს არავინ კარგავდა.


ერთხელ ქართველებმა დიდი ბრძოლა გადაიხადეს. მტრის ლაშქარს ხმალამოღებული ეკვეთნენ. ერთზე მტრის ათი კაცი მოდიოდა, მაგრამ არავინ შეშინებულა. ქართველებს მარცხენა ხელში აღვირი ეჭირათ, მარჯვენათი კი ხმალს აელვებდნენ.


ბრძოლა გათავდა. სისხლის ზღვა დამდგარიყო. მტერი ისე მოესპოთ, რომ ამბის მთქმელი აღარავინ დარჩენილიყო.


ლაშქარი ომის შემდეგ ერთად შეგროვდა. ყველას მარჯვენა ხელში ხმალი ეჭირა.


ხელმწიფემ ხალხს მტრის მოსპობა მიულოცა და უთხრა:


- თქვენს მარჯვენას გაუმარჯოს!


- გაუმარჯოს, მრავალჟამიერ გაუმარჯოს! - უპასუხა ლაშქარმა.


ამის შემდეგ წესად გახდა: ქართველები, როცა სადმე ერთმანეთს შევხვდებით, თავს დავუკრავთ და "გამარჯობა"-ს ვეუბნებით

1
409
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
409
  
2015, 26 ივლისი, 15:03
G–G
0 1 1