x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ზვიგენმა ქალიშვილის თვალწინ მამა მოკლა
imageტრაგედია 25 ივლისს მოხდა ტასმანიის ზღვაზე, ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე.


მამა და ქალიშვილი ნავით ნიჟარებს აგროვებდნენ, გოგონა შეშფოთდა, როდესაც შეამჩნია, რომ მამა დიდხანს აღარ ამოდიოდა წყლის ზედაპირზე და უცებ დაინახა, რომ მამას უზარმაზარი თეთრი ზვიგენი უტევდა.


მაშველები ოპერატიულად მივიდნენ ტრაგედიის ადგილზე, მსხვერპლი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

მსხვერპლის სახელი არ ხმაურდება, ცნობილია, რომ იგი 50 წლის იყო.


მტაცებელი ამ ადგილზე ერთი დღით ადრეც შეამჩნიეს.აკვალანგისტ დემი სმიტს საბედნიეროდ გვერდზე ჩაუარა და არ შეუტია.


როგორც სმიტმა განაცხადა, მისი სიგრძე დაახლობით 4 მეტრი იქნებოდა, თუმცა ეს იგივე ზვიგენი იყო თუ არა ძნელი სათქმელია.


მსგავსი ტრაგედია ავსტრალიაში თებერვლის თვეშიც დატრიალდა, როდესაც იაპონელი ტურისტი მოკლა ზვიგენმა.


5 დღის წინ კინაღამ ზვიგენის მსხვერპლი შექმნა ავსტრალიელი სერფინგისტი მიკ ფანინგი სამხრეთ აფრიკაში გამართული ჩემპიონატის დროს.რეპორტაჟი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და თავდასხმა უამრავმა ადამიანმა ნახა ტელევიზიით.



ბოლო 115 წლის განმავლობაში(1900-2015) ზვიგენის შეტევისგან დაიღუპა 764 ადამიანი.აქედან ლიდერია ავსტრალია:227 მსხვერპლი, მას მოჰყვება აშშ(161), ხოლო მესამეზეა სამხრეთ აფრიკა(104).


აშშ-ს სანაპიროებზე ადამიანის ყოველი მეათე შეჯახება ზვიგენთან ფატალური შედეგით მთავრდება.ხოლო ავსტრალიაში ყოველი მესამე.

0
370
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0