x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წლის ვარსკვლავური განშორებები
კარგად მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის მსახიობის (მსახიობების) კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლის თითქმის ყველა ქვეყანას აქვს შოუბიზნესი. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსხიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქენი. ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობადები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური-ს" სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ და სწორედ ესაა მიზეზი მათი დროებითი სასიყვარულო ისტორიებისა.


წარმოგიდგენთ 2015 წლის ვარსკვლავურ განშორებებს და არ შემიძლია წერა Jean-Claude Van Damme-თ არ დავიწყო, რომელიც მეუღლეს 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.




1. Jean-Claude Van Damme & Gladys Portugues. გლადისმა ჟან-კლოდთან განქორწინების თაობაზე განცხადება მარტში შეიტანა. წყვილის განშორება უკვე მეორე შემთხვევაა მათ თანაცხოვრებაში, პირველად ისინი 1987-1992 წლებში ერთად ყოფნის შემდეგ გაშორდნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ისევ შეუღლდნენ და უკვე 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, წელს კვლავ დაცილდნენ.

imageimage




2. Hilary Duff & Mike Comrie. ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა და მომღერალმა Hilary Duff-მა განქორწინებაზე განცხადება თებერვალში შეიტანა. ის გათხოვილი იყო ჰოკეის მოთამაშე მაიკ კომრიზე. განქორწინებამდე წყვილი თითქმის 1 წელი ცალ-ცალკე ცხოვრობდა და ჰყავთ საერთო ვაჟი- ლუკა.

imageimage




3. Mandy Moore & Ryan Adams. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს შორის გაჩნდა ბზარი, ამიტომ გრძნობებში გასარკვევად მათ რამოდენიმე თვე იცხოვრეს ცალ-ცალკე, თუმცა ამ განსაზღვრულმა დრომ, ვერც მათი ხასიათი შეცვალა და ვერც ტემპერამენტი, რაც გახდა წყვილის დაშორების მიზეზები.

imageimage




4. Nicole Scherzinger & Lewis Hamilton. ფორმულა ერთის მრბოლელმა ლევის ჰამილტონმა და უმშვენიერესმა მომღერალმა ნიკოლ შერზინგერმაც განქორწინება გადაწყვიტა. "ვწუხვართ რომ ამ მძიმე გადაწყვეტილებამდე მივედით, თუმცა ეს ორივემ ერთად გადავწყვიტეთ"- ამბობს წყვილი.

imageimage





5. Cristiano Ronaldo & Irina Shayk. მამით თათარმა და დედით უკრაინელმა, ყველასათვის კარგად ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა და პორტუგალიელა ფეხბურთელმა კრისტიანო რონალდომ 5 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ამ წლის იანვარში დაასრულა.

imageimage



6. Bradley Cooper & Suki Waterhouse. 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მსახიობი ბრედლი კუპერი და მოდელი სუკი უოთერჰაუსი მარტში დაშორდნენ.

imageimage




7. Miley Cyrus & Patrick Schwarzenegger. სკანდალური მსახიობი და მომღერალი მაილი საირუსი 2014 წლის ოქტომბრიდან ხვდება პატრიკ შვარცენეგერს, თუმცა შვიდ თვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი აპრილში დაშორდა.

imageimage



8. Charlize Theron & Sean Penn. წყვილის წელიწადნახევრიანი ცხელი რომანი პარიზში ფარული ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა კანის კინოს ბოლო ფესტივალის შემდეგ, ისინი ივნისში დაშორდნენ.

imageimage


9. Ben Affleck & Jennifer Garner. მსახიობებმა საკმაოდ დიდხნას იცხოვრეს ერთად და ორი ქალიშვილიც ყავთ, თუმცა განქორწინება 30 ივნისს, თავიანთი ქორწინების 10 წლისთავზე გამოაცხადეს.

image

image


10. Kourtney Kardashian & Scott Disik. წყვილი ერთად ცხოვრობდა 2006 წლიდან და ყავთ 3 საერთო შვილი. 6 ივლისს დაშორდნენ, მიზეზი კი სკოტის ღალატი გახდა.

imageimage




11. Britney Spears & Charlie Ebersol. რვა თვიან ურთიერთობას ბრითნიმ დაუსვა წერტილი ივნისში და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩარლი არ იყო მზად ქორწინებისთვის.

imageimage



12. Tom Sturridge & Sienna Miller. ბრიტანელი მსახიობი 2012 წლიდან იმყოფება ქორწინებაში და ყავს 3 წლის ქალიშვილი. ოჯახის დანგრევა წყვილს არ სურდა, ამიტომ გადაწყვიტა ესპანეთში Ibiza-ზე დაესვენა და მოეგვარებინა ურთიერთობა, თუმცა ამ მცდელობამ არ გაამართლა და ისინი მაინც დაშორდნენ.

image

imageimage

5
1078
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1078
  
2015, 26 ივლისი, 17:07
და საერთოდ საზოგადოება არასერიოზულად უყურებს ქორწინებას.მარტივად ქორწინდებიან და უფეო მარტივად შორდებიან :(
2015, 26 ივლისი, 15:06
მეშვიდე წყვილი ისევ შერიგდნენ :D
2015, 26 ივლისი, 14:47
ვარდოსანიძის და ჭაჭუას წყვილი რატომ არ აიღნიშა ამ სტატიაში:))))))))))))))))))))))
2015, 25 ივლისი, 23:30
დაიკლებენ რამეს, ეგღა აკლიათ :))) (მადლობა გუჯა)
2015, 25 ივლისი, 23:28
კვალიაშვილთან, ფარულავასთან და მოროშკინასთან გაიარონ ტრენინგი და ისევ გათხოვდებიან.
:)))
გავაზიარე
0 1 5