x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მაწანწალა ძაღლის ფიქრები
image


დღეს კიდევ ერთი დღე გათენდა, როცა მშიერი, დაცარიელებულ ნაგვის ბუნკერთან

ვგდივარ და საჭმელზე ვფიქრობ... ორი თვის წინ საჭმელზე ფიქრი არ მიწევდა, ჩემი

პატრონი კარგად მკვებავდა, ეხლა კი ცარიელი კონსერვის ქილაც მენატრება გამოსალოკად...


მე და ჩემი პატრონი კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს, ყოვლთვის ერთად ვიყავით,

მერე არ ვიცი რა მოხდა, ერთ მშვენიერ დღეს(თუმცა ჩემთვის სულ არ იყო მშვენიერი)

გარეთ გამომაპანღურა... მას შემდეგ მაწანწალა ვარ, ბევრი წიხლისა და დამცირების

ატანა მიწევს, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები, იმიტომ რომ სადაც მივალ მაგდებენ,

ხანდახან ისეც ხდება რომ, კეთლადაც მექცევიან, ერთ ნაჭერ პურს ან ძეხვს იმეტებენ ჩემთვის...

გუშინ ისე მშიოდა, მზად ვიყავი სპილოც შემეჭამა( არადა რისი თავი მაქვს), ჩემ ბედად ბავშვიანმა ქალმა ჩამიარა ახლოს, ბავშვი ფუნთუშას ჭამდა, უცებ ხელიდან გაუვარდა

და ასაღებად, რომ დაიხარა დედიკომ უთხრა, აღარ აიღო, ცუგა შეჭამსო, გავიხარე და

მერე როგორ, ის ფუნთუშა მართლა სპილოდ მომეჩვენა და ენის წკლაპუნით გავემართე მისკენ, მაგრამ მე ხომ საწყალი გულის პატრონი ვარ, იქვე ახლოს მდგარ ხის ქვეშ,

პატარა ლეკვს მოეკალათებინა და საცოდავი თვალებით შემომყურებდა, უფროსწორად

მე კი არა ფუნთუსას უყურებდა... ოხ ეს ძაღლური ბუნება! ყოველთვის ასე მემართება! ავიღე ფუნთუშა და მივუტანე,

აცანცარდა გახარებული, გაწრიპული კუდი ააქიცინა და ადგილზე რამდენჯერმე

დატრიალდა. გამხდარ ტანზე ნეკნებიც აუთამაშდა, ხარბად დაავლო პირი ფუნთუშას

და დაუღეჭავად გადასანსლა. ერთი წამით, კმაყოფილი იდიოტის სიფათით

მივჩერებოდი, ამ გულის ამაჩუყებელ სანახაობას და უცებ მუცელმა შემახსენა თავი,

გავცოფდი ჩემს თავზე და გაბრაზებულმა საკუთარ კუდს დავუწყე კბენა.

რა იდიოტი ხარ ჩემო თავო! იდექი ეხლა გამოწელილი კატასავით და აცეცე თვალები

აქეთ-იქით იქნებ ვინმე ღვთისნიერმა კიდევ გამოიაროს! ჩემი თავის კატასთან შედარებამ კიდევ უფრო გამაღიზიანა! დალახვროს ეშმაკმა!

ძაღლი ვარ თუ...!

კუდზე კბენა ნამეტანი მომივიდა... თვითმიყენებულმა ტკივილმა გამომარკვია და ისევ ლეკვისკენ გამექცა მზერა, რა კმაუოფილი და ბედნიერი იწვა ხის ქვეშ, დრო და დრო

ისიც გამოაპარებდა მზერას ჩემსკენ, ვუყურებდი და ისევ ბრაზი მიპყრობდა, ამ პატარა

გამსლიკულის გამო რა ლუკმაზე ვთქვი უარი!

ბოლო დროს მამობრივმა ინსტიქტებმა გაიღვიძა ჩემში, ამ პატარა გამსლიკულს ისე

შევეჩვიე ყველგან თან დავათრევ... შვილები არასოდეს მყოლია, არ დამცალდა, თორემ

ალბათ მეყოლობოდა, პატრონთან ცხოვრების დროს მეზობლის გოგოს ვუჟუჟუნებდი

თვალებს, თვითონ მახინჯი პატრონი ჰყავდა მაგრამ პატრონს რას დავეძებდი...

მოკლედ არ დამცალდა თორემ, ეხლა ჩემი ლეკვების დედა იქნებოდა...

ოხ, ეს პატარა მაწაკი!

0
97
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0