x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნინი ონიანი-" რუსეთში რატომ "მიშვებს" ეს ადამიანი?!"(+ფოტოები)
image

26 წლის სექსუალური და თამამი იმიჯის მქონე "კომედი შოუს" ცნობილი სახე ნინი ონიანი, მუდამ ყურადღების ცენტრშია. განსაკუთრებული პოპულარობით ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორის სარგებლობს.

ნინი პროფესიით ფარმაცევტია, მაგრამ სპეციალობით არასდროს უმუშავია. იგი არაპროფესიონალი მსახიობია.

21 წლის იყო, როდესაც პირველად ითამაშა სერიალ "დეტექტივებში", სადაც ნინი მაცდური კრიმინალი ქალის როლს ასრულებდა და საკმაოდ თამამ სცენებში მონაწილეობდა.

მისი სექსუალური გარეგნობით და მრგვალი ფორმებით ბევრი მამაკაცია მოხიბლული. ხშირად უკავშირებენ ნინის ბედს ცნობილ ქართველ მამაკაცებს. ახლაც ვრცელდება ჭორი მისი და მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის შესაძლო რომანის შესახებ.


ნინი ონიანი "კომედი არხზე" სერიალ "ქალთა სახეებში" მონაწილეობს, თუმცა მას კომედიური ჟანრი არ ხიბლავს და ოცნებობს, რომ დრამაში გადაიღონ.

სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მსახიობი სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს აქვეყნებს, სადაც იგი ნინის რუსეთში წასვლას ურჩევს სანამ ახალგაზრდაა. ეს კომენტარი კი მომხმარებელმა ერთ-ერთ საიტზე, მისი ინტერვიუსა და სექსუალური ფოტოების ნახვის შემდეგ დაუტოვა:

"რახან ამდენი გაბედე, წადი ბიძია რუსეთში სანამ ახალგაზრდა ხარ, თორემ დაბერდები და მარტო სურათები დაგრჩება..."



imageმსახიობ ნინი ონიანისთვის გაუგებარია, თუ რა გაბედა "ამდენი" და რატომ უნდა წავიდეს რუსეთში:

"კეთილო ადამიანებო... დიდი მადლობა...

პ.ს. რა გავბედე "ამდენი"?! საინტერესოა... ან რუსეთში რატომ "მიშვებს" ეს ადამიანი...?! სიბერემდეც ჯერ მგონი დიდი დროა...

იყოს ბატონო იპოლიტე, აქ ვიქნები ჯერჯერობით... თუ შეიძლება..."


"მე ვერ გავიგე ამ ბატონმა რეალურად რა იგულისხმა... თუ ჩემთვის კარგი უნდა, რატომ მაინც და მაინც რუსეთი?! ეთქვა ჰოლივუდიო... თუ წასვლაა, ჰოლივუდი იყოს მოდი ... ასე მინდა მე..."

imageimage
imageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
1033
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1033
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0