სხვა "შლეგი ჩანჩქერების და ღმერთების ენა"... 2015, 25 ივლისი, 1:19 1. მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის. ილია ჭავჭავაძე 2. ენა არის ისტორია, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დავიწყებია, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდებიან, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკვდარი ერების ძეგლია. ოტია იოსელიანი 3. ქართული ენა არის ღრმა, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული...მასშია მთელი საქართველო, გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლად ამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო. ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი. უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მწრელია, ვითარცა დავით აღმაშენებლის ხმალი. ძლიერია, როგორც სვეტი ცხოველი და ნაზია, ვითარცა ყვავილზე მარგალიტად დაკიდებული დილის ცვარი. ილია მეორე 4. ქართული ენა არის უმაღლესი ხარისხის ორგანიზაცია. იგი არის ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა... იაკობ გოგოებაშვილი 5. რა ენა წახდეს ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას. გრ. ორბელიანი 127 3-ს მოსწონს
|