x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
როგორ ქმნიან მოლუსკები მარგალიტს
მოლუსკის მიერ, მარგალიტის შექმნის ტექნოლოგია, მეცნიერებისთვის ზოგადად ცნობილი იყო. ახლა კი ზუსტად დაადგინეს, თუ როგორ ხდება ნიჟარის შიგნით მარგალიტის ფორმირება.


როგორ ქმნიან მოლუსკები მარგალიტს


კვლევას ფრანგი სპეციალისტების ჯგუფი ატარებდა, საფრანგეთის პოლინეზიაში და ექსპერიმენტის შედეგი “Royal Society Open Science" ჟურნალმა გამოაქვეყნა.

მარგალიტი მოლუსკის ნიჟარაში იმ შემთხვევაში იქმნება, თუ მასში უცხი სხეული


მოხვდება, ქვიშის მარცვლის ან კენჭის სახით. ნიჟარის შიდა გარსი ძალიან ნაზია და მის დასაცავად მოლუსკები სპეციალურ ნივთიერებას გამოიმუშავებენ და გამღიზიანებელს

ზემოდან ე. წ. “მარგალიტის ტომარას" აკრავენ. უცხო სხეული, ფენა-ფენად კალციუმის კარბონატით (CaCO3) იფარება. მარგალიტის ფორმირებისთვის, მისი საწყისი

სტადიიდან ბოლო ეტაპამდე, ერთი წელი არის საჭირო.

მარგალიტი ყოველთვის იდეალურად მრგვალი, ხოლო ზედაპირი იდეალურად გლუვი არ არის. სამეცნიერო წრეებში, ამასთან დაკავშირებით, არსებობდა მოსაზრება,

რომ მარგალიტის ფორმირების პროცესში, ნიჟარის შიგნით მოხვედრილი უცხო სხეული

მოძრაობდა და ამ მოსაზრების დამტკიცება მხოლოდ ახლა ხანს მოხერხდა, ზემოთ

ხსენებული ექსპერიმენტის დროს.

მეცნიერებმა სპესიალური მოწყობილება შექმნეს: მინის თაღი ზღვის წყლით და

წყალმცენარეებთ მოლუსკების გამოსაკვებად. ამის შემდეგ, 15 მოლუსკის ნიჟარაში

6, 6 მმ -იანი მაგნიტის ნაწილაკები მოათავსეს და მათზე დაკვირვება მინის თაღის მეშვეობით დაიწყეს, რომლის ირგვლივ 25 მაგნიტური გადამცემი იყო დამონტაჟებული.

ექსპერიმენტის შედეგად დამტკიცდა, რომ გამღიზიანებელი, ნიჟარაში მოხვედრიდან

მე-40-ე დღეს ბრუნვას იწყებს და ეს არ მთავრდება მარგალიტის ფორმირების ბოლო

ეტაპამდე. მაგრამ, ნაწილაკის მოძრაობა ყველა ნიჟარაში ერთნაირი არ არის. ზოგიერთ

ნიჟარაში ნაწილაკი სტაბილური ტრაექტორიით მოძრაობს, ხოლო ზოგიერთში - ქაოსურად. განსხვავებულია მოძრაობის სიჩქარეც (საშუალოდ, 1, 27 გრადუსი/წუთშ).

სწორედ ფორმირების პირობების განსხვავების გამო, მარგალიტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.მარგალიტი




2
2331
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2331
  
2015, 1 სექტემბერი, 7:14
მადლობა ასეთი შეფასებისთვის
2015, 31 აგვისტო, 22:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2