x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ტურისტი ლამის ნიანგმა "გადასანსლა"
ტურისტული ჯგუფი ჟურნალისტებთან ერთად, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე

მდებარე კოსტა-რიკაში ჩავიდა სპეციალურ გადაღებებისთვის. ამასობაში

ერთ-ერთი ტურისტი დაინტერესდა ჭაობიან მდინარეში მოცურავე ნიანგით!


image




როგორც ცნობილია, ეს პიროვნება იყო ტურისტების გიდი. ამ ახალგზრდა ბიჭმა

გაიფიქრა დანარჩენი ტურისტების გართობა, მაგრამ ლამის ეს გადაწყვეტილება

სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მან ერთი ნაჭერი ქათმის ხორცი აიღო და ჩააგდო

ჭაობიან წყალში, რათა ნიანგი მოახლოვებოდა მას. როდესაც ნიანგმა დაინახა

ჭაობში ჩავარდნილი ქათმის ხორცი, სწრაფად გაცურა ჭაობში ჩავარდნილ

საჭმელისკენ.


image



ტურისტების გიდმა ქათმის ნაჭერი ჭაობიან მდინარედან ისევ აიღო და დაიწყო

ნიანგთან თამაში.


რაც შეიძლება აწვალა!


დამშეულ ნიანგს არ აჭმევდა და მაქსიმალურად ცდილობდა მის გაწვლებას.

ამ ფაქტის შემსწრე ტურისტებიც საკმაოდ ხალისობდნენ, გიდმა საბოლოოდ იმდენი

ქნა, რომ ნიანგი მწყობრობიდან გამოიყვანა.


ქათმის ხორცის სანაცვლოდ, ლამის ფეხი დაკარგა!


ამასობაში ხალისიან გიდს ხასიათი ძალიან შეეცვალა, რადგან ჭაობიან მდინარეში

მას ფეხი ჭაობში გაეჭედა და ძირს დავარდა!


image



ნიანგმა დრო იხელთა და გიდზე თავდასხმა მოახდინა, ცოტაც და მას ფეხს მოაჭამდა.

ტურისტებს ძალიან შეეშინდათ და პანიკაში ჩავარდნენ, ამ წივილ-კივილში

ტურისტების გიდმა მოახერხა ფეხზე წამოდგომა და გამოქცევა. მან ნიანგს

გადაუგდო ქათმის ხორცის ნაჭერი და შემდეგ შიშისგან რაც კი ჰქონდა ჩანთაში

საჭმელი, ყველაფერი ნიანგს აჭამა.





ახლა ვნახოთ მეორე ისტორია....


აშშ-ის შტატ ლუიზიანის ქალაქ ნიო-ორლეანსში მდებარე პატარა ჭაობიან

ტბაში ტურისტებმა დააფიქსირეს ნიანგი, ხოლო ტბის ახლომახლო დამშეული გარეული ღორების ჯოგი.



image


ჭკუამხიარულ ტურისტებმა გასართობად მეტი ვერაფერი ვერ მონახეს და საჭმელი

ჩააგდეს ჭაობიან ტბაში, ამ მახეში ერთი გარეული ღორი გაება! ის საჭმლისთვის

ჭაობიან ტბაში შევიდა და ორიოდე წუთში მას ჩუმად ნიანგი მიეპარა.


შედეგი ფოტოზე უკეთ ჩანს!


image


ტურისტების არაადმიანურმა გართობამ ღორის სიცოცხლე შეიწირა.




ამჯერად ცოტა განსხვავებული ისტორია გველოდება.

ვნახოთ მესამე ისტორია......


შეყვარებული წყვილი ადელაიდის ტბასთან ახლომახლო დასეირნობდნენ.

ამასობაში წყვილი შოკისმომგვრელი ფაქტის წინაშე დადგა, მათ დაინახეს

ორთაბრძოლა ნიანგსა და ზვიგენს შორის.


image


ყოველთვის იბადებოდა კითხვა, რა მოხდება თუ ნიანგი და ზვიგენი

იჩხუბებენ, რომელი უფრო ძლიერია და რომელი გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ენდრიუ პრიცმა ცოტახნით შეყვარებული მარტოდ

დატოვა და თავის ფოტოაპარატით დაიწყო ამ ორთაბრძოლის გადაღება.


image


როგორც ცნობილია ამ ტერიტორიის უძლიერესი ნიანგია და მას ბრუტუსს ეძახიან,

მისი ზომა 5, 5 მეტრია, ხოლო ასაკი 80 წელი.



image


სამწუხაროდ წყვილმა ვერ დაინახა საბოლოოდ შეჭამა თუ არა ნიანგმა ზვიგენი.





ახლა ვისაუბროთ ბოლო ისტორიაზე....


კენიაში მდებარე ერთ-ერთ მდინარის გაღმა ნაწილში გადასვლას ცდილობდა

პატარა ანტილოპი, ამაშობაში ის დამშეულმა ნიანგმა დაიჭირა, ამ შემთხვევის

შემსწრენი გახდნენ წყლის ლომები, რომლებმაც ნიანგს არ მისცეს ანტილოპას

შეჭმის უფლება და იანტილოპა გადაარჩინეს!


image


ისინი დაეხმარნენ ამ პატარა ცხოველს და გამოიყვანეს მდინარიდან.

ეს სიახლე და ფოტოები მთელს მსოფლიოს მოედო სათაურით:


"ზოგჯერ ცხოველებს უფრო შეუძლიათ სიკეთის გაკეთება, ვიდრე ადამიანებს!"




3
434
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
434
  
2015, 24 ივლისი, 18:01
მადლობა სიხარულო
2015, 24 ივლისი, 18:01
ძალიან საინტერესო იყო :)
0 1 3