x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი VII - წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში

გაგრძელება


ძველ ბერძენ მეცნიერს, ჰეროდოტეს (ძვ. წ. აღრ. 490-425 წწ.) ხალხმა “ ისტორიის

მამა" შეარქვა. ის ისეთი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ რაც არ უნდა ეთქვა

ყველაფერს უსიტყვოდ უჯერებდნენ. მხოლოდ ერთხელ არ დაუჯერეს, როდესაც ჰეროდოტემ განაცხადა, რომ თავისი თვალით ნახა მეტალისგან დამზადებული ნავი, რომელიც დიდი სიჩქარით შემოვიდა ჰერაკლეს სვეტებიდან (გიბრალტალის სრუტე) და ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარდაო. ის ამტკიცებდა, რომ ნავს არც აფრები ჰქონდა და არც ნიჩბები. დღეს არავის გაუკვირდება მსგავსი სახის განცხადება, მაგრამ ჰეროდოტე ძვ. წ. აღრ. V საუკუნეში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ არ დაიჯერეს, ხალხმა მას მატყუარა არ უწოდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მეცნიერი გადაიღალა

და რაღაც მოეჩვენა.


წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში


წყალქვეშა ნავების გარდა, კიდევ ერთი უჩვეულო მოვლენის მომსწრენი იყვნენ

ადამიანები, ძველ მსოფლიოში. იმ პერიოდში, ცაში დრო და დრო, ფრინავი ობიექტები,

ჩნდებოდნენ. ასე მაგ., ძვ. წ. აღრ. XV საუკუნეში, ხოლო უფრო კონკრეტულად 1468

წელს, ნილოსოს სანაპიროსთან ასეთი ობიექტი გამოჩნდა. მისი დანახვის შემდეგ, ეგვიპტელები არც პანიკაში ჩაცვივდნენ და არც ღმერთის ნიშნად მიუჩნევიათ ნანახი.

ფარაონის, ტუტმოს III ბრძანებით, ეს ფაქტი ეგვიპტის ისტორიის ქრონიკაში შეიტანეს. “ზამთრის მესამე თვეს, ცაში გამოჩნდა სწორი ფორმის მქონე, დიდი ობიექტი,

რომელიც ნელა გადაადგილდებოდა სამხრეთისაკენ" - წერია ქრონიკებში.

ეგვიპტის ტერიტორიაზე ასევე ნაპოვნია მფრინავი იბიექტების გამოსახულებები

ქ. აბიდოსის ტაძრის იოროგლიფებს შორის. ეს ტაძარი ჩვენს ერამდე, 1290-1279

წელს არის აშენებული, ფარაონის, სეტი I-ის მმართველობის დროს.


წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში


მსგავსი მოვლენები და ფაქტები ცენტრალურ ამარიკაშიც დაფიქსირდა. იქ

შემორჩენილია თქმულება, რომლის მიხედვით, “მფრინავი ვეფხვი" თვითფრინავით

მოფრინდა და გარკვეული დროის მანძილზე ინდიელებთან ცხოვრობდა. ის

ადგილობრივებს მიწათმოქმედებას და წერას ასწავლიდა. როდესაც დარწმუნდა,

რომ მათ ყველაფერი კარგად შეისწავლეს, ინდიელებს უბრძანა, რომ ის მაღალ მთაზე

აეყვანათ. იქ საფრენ აპარატში ჩაჯდა, რომელიც ჭექა-ქუხილში და ელვაში გაუჩინარდა.


წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში


იგივე მიდამოებში, იუკატამის ნახევარკუნძულზე, იქ სადაც კოლუმბამდე მაიას ტომი ცხოვრობდა, მეცნიერებმა ერთ-ერთი სამარხის გახსნის დროს, კედელზე აერონავტის

გამოსახულება და სცენა აღმოაჩინეს იმისა, თუ როგორ ასწავლიდა მფრინავი ადგილობრივ ტომის ბელადს ხომალდის მართვას.


წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში


სამხრეთ ამერიკაში, ნასკას უდაბნოში შემორჩენელ ხაზებსა და ფიგურებს, რომელიც მხოლოდ თვითფრინავიდან ჩანს, მეცნიერები იმ დროს ფრინავი ობიექტების არსებობას

უკავშირებენ (იხ. ნასკას უდაბნოს საიდუმლო ამოხსნილია).

ინფორმაციები მფრინავი ობიექტის შესახებ, შემორჩენილია აგრეთვე კელტურ მითოლოგიაშიც.

კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ძველი ხალხები არა მარტო ხედავდნენ ცაში მფრინავ ობიექტებს, არამედ ზოგიერთი მათგანი, კარგად იცნობდა მის შინაგან

მოწყობილობასაც.

გაგრძელება იქნება

3
977
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
977
  
2018, 17 სექტემბერი, 9:12
უმაგრესია
2015, 31 ივლისი, 17:53
მერვე ნაწილი არ არის?
2015, 25 ივლისი, 3:04
ველოდები რაც მალე მით უკეთესი :)
0 1 3