x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ღია წერილი, სასჯელაღსსრულებისა და პრობაციის მინისტრს

image>>> ღია წერილი,
სასჯელაღსსრულებისა და პრობაციის მინისტრს,
ბატონ:გიორგი მღებრიშვილსა
და მის მოადგილეს,
ბატონ: კახი კახიშვილს.
- მოგმართავთ ადვოკატი: ლაშა სტურუა, რომელმაც 2008-2012 წლები, სააკაშვილ-ახალაიას ჯურღულებში გაატარა, როგორც "სინდისის პატიმარმა" და, რომელ სისტემასაც ახლა თქვენ ხელმძღვანელობთ.
აღნიშნულის ხაზგასმა იმისთვის დამჭირდა, რომ მინდა იცოდეთ მაშინდელი სისტემაც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და დღევანდელ სისტემაზე კი დეტალური ინფორმაციას ვფლობ, როგორც ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისაგან.
... შესაბამისად არ შემიძლია არ ავღნიშნო ის, რომ ამ ურთულეს სისტემაში, რომელზეც პასუხისმგებლობა თქვენ გაკისრიათ, აშკარად გაუმჯობესებულია ზოგადი სიტუაცია. ყურადღებით ვადევნებ თვალს, ამ სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და მათ უმეტესობას მივესალმები. თუმცა დათვური სამსახური გამომივა, ჯერ კიდევ არსებულ მწვავე პრობლებებზე, არ მივაქციო თქვენი ყურადღება, პრინციპით: -"მოყვარეს პირში უძრახეო".
ამ წერილის დაწერაც არ დამჭირდებოდა, რომ საკითხი, რაზედაც მოგახსენებთ, შიგნით სისტემაშივე მოგვარებულიყო. სამწუხაროდ ასე არ მოხდა და იძულებული ვარ სააშკარაოზე გამოვიტანო იგი და თუ ამის შემდეგაც რეაქცია არ მოჰყვება ამ კონკრეტულ თემას, სხვა გზა არ დამრჩება გარდა იმისა, რომ მოვიწვიო პრესკონფერენცია და უკვე დეტალურად ვისაუბრო მასზე.
კერძოდ:- პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სამინისტროს ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენს, ე. წ. "ჯანდაცვის დეპარტამენტი" და მისი პერსონალის საშინელი არაკვალიფიციურობა. სიტყვა ეგრეთწოდებულს იმიტომ ვხმარობ და ბრჭყალებშიც იმიტომ მოვათავსე, რომ ამ დეპარტამენტს ჯანდაცვის მეტი ყველაფერი შეგიძლიათ უწოდოთ.
... ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია, ჩემი დაცვს ქვეშ მყოფის. N 15 დაწესებულების მსჯავრდებულის:რამაზ ასლანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც გარწმუნებთ უკიდურესად მძიმეა და არასათანადო მკურნალობისა და უყურადღებობის გამო სულ უფრო მძიმდება.აქ დეტალებზე არ შევჩერდები, თუმცა ზოგადად გეტყვით, რომ ადამიანი მსჯავდრებისას მხოლოდ 3 დაავადებით მოხვდა სისტემაში, დღეის მდგომარეობით კი მას უკვე 18 დაავადება აქვს, მათგან რამოდენიმე ურთულესი. იგი დიდი ბრძოლის შედეგად გადმოყვანილია N 18 სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა გარდა ტკივილ-გამაყუჩებელი და ფსიქოტროპული პრეპარატებისა, არაფერი არ ეძლევა, რაც გარწმუნებთ, სრულიად არაადექვატურია მისი დაავადებების ფონზე.
აღარაფერს ვამბობ იმ შეცდომებისა თუ გადაცდომების კასკადზე, რაც მის მიმართ ამ წლებში გამხორციელდა და კიდევ იმაზეც, რომ იგი არაერთგზის აღმოჩნდა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაზედაც მიმართული გვაქვს, პროკურატურისთვის და საქმე გადაეცა ისევ იმ პროკურატურის ორგანოებს რეაგირებისათვის(გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის და ქვემო ქართლის), რომელთა დანაშაულებრივი უმოქმედობის გამოც მივმართეთ მთავარ პროკურატურას. საქმე აგრეთვე გადაეგზავნა თქვენი სამინისტროს საგამომძიებო ნაწილს.
დღეს ამით დავასრულებ და მოგიწოდებთ პირად კონტროლზე აიყვანოთ აღნიშნული საქმე, რადგანაც გარწმუნებთ ეს არ არის ერთეული შემთხვევა ამ მიმართულებით.
რეკომენდაციის სახით კი გეტყვით, რომ - აუცილებელია იმ სრული არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობის აღმოფხვრა, რაც თქვენი სამინისტროს ამ რგოლში სუფევს და რაც იმ წარმატებულ რეფორმებს რასაც თქვენ ახორციელებთ, ფასს უკარგავს, რადგანაც მოგეხსენებათ ჯანმრთელობა მთავარი ღირებულებაა, რაც ადამიანს გააჩნია და მისი მოფრთხილება და დაცვა ყველა ჩვენთაგანის ვალია!!!
იმედს ვიტოვებ, ამ თემის მეტად გაღრმავება აღარ მომიწევს, დაველოდები თქვენს კომპეტენტურ და კვალიფიციურ რეაგირებას, რითიც თქვენ გადაარჩენთ ისედაც მძიმე სტრესულ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი პატიმრის, პირდაპირი მნიშვნელობით - სიცოცხლეს, რადგანაც გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეიძლება ითქვას აქედან გამომდინარეც, მას აქვს მიდრეკილება თვითდაზიანებისა და სუიციდისაკენ, რისი მცდელობაც არაერთხელ უკვე ჰქონდა და არ გამოვრიცხავ მომავალშიც განმეორდეს!!!
წინასწარ გიხდით მადლობას, ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის,
პატივისცემით, ადვოკატი: ლაშა სტურუა. Lasha Sturua-Attorney image

0
59
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0