x
image
Gektor Cantona
მანჩესტერის სატრანსფერო სიახლეები
imageარსენალის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა თავის პრინციპებს უღალატა სატრანსფერო პოლიტიკის მიმართულებით და ამ შემთხვევაში, ფრანგი, შესაძლოა, მართალიც იყოს.

ლუი ვან გაალის სატრანსფერო პოლიტიკა მკვეთრად განსხვავდება სერ ალექს ფერგიუსონის მიერ განხორციელებულ ტრანსფერებისგან და ეს ამ სატრანსფერო ფანჯარამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა. მანჩესტერმა უკვე დახარჯა 80 მილიონი ფუნტი და როგორც ბრიტანული პრესა წერს, თუ კარგი ფეხბურთელების შეძენის შესაძლებლობები გამოჩნდება, მანჩესტერ იუნაიტედს კიდევ 220 მილიონი ფუნტის დახარჯვა შეუძლია. წარმოგიდგენთ ბრიტანული პრესის მიმოხილვას მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო ჭორებთან დაკავშირებით:


ინგლისური გრანდი ცდილობს კრიშტიანუ რონალდოს მანჩესტერში დაბრუნებას და ამისთვის მზადაა მადრიდელებს 95 მილიონი ევრო გადაუხადოს, - წერს ბრიტანული Manchester Evening News.


არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი ანხელ დი მარია მომავალი კვირიდან ფრანგულ პსჟ-ს შეუერთდება, - ამტკიცებს ფრანგული გამოცემა France Football. სახელდება სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევრო.



ასტონ ვილა ყურადღებით აკვირდება ეშლი იანგის ირგვლივ არსებულ სიტუაციას და

შეეცდება ინგლისელი ვინგერის ბირმინგემში დაბრუნებას. როგორც Daily Mail წერს, მანჩესტერ იუნატედი არ ჩქარობს ინგლისელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2016 წლის ივნისში იწურება.


მადრიდის რეალი უარს აცხადებს სერხიო რამოსის მანჩესტერში გაშვებაზე და მზადაა ესპანელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს ბევრად გაუმჯობესებული პირობებით. ინგლისური The Guardian წერს, რომ სერხიო რამოსის სურვილიცაა დარჩეს მადრიდში.


პოპულარული ABC-ის ცნობით, მადრიდის რეალი არ აპირებს დე ხეაში 25 მილიონ ევროზე მეტის გადახდას, მანჩესტერ იუნაიტედი კი 40 მილიონ ევროს ითხოვს.


ლივერპული ცდილობს ბარსელონას შემტევის პედრო როდრიგესის შეძენას, თუმცა კატალონიელს მანჩესტერში გადასვა უფრო ხიბლავს, - წერს ესპანური Mundo Deportivo.


ლაციომ უარყო მანჩესტერ იუნაიტედის წინადადება 25 მილიონ ევროდ არგენტინელი ლუკას ბიგლიას შეძენასთან დაკავშირებით, - იტყობინება იტალიური გამოცემა Corriere dello Sport.


მანჩესტერ იუნაიტედმა არგენტინის ნაკრების მეკარე სერხიო რომეროსთან

სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სახელდება ხელფასი წელიწადში 1.8 მილიონი ევრო. ინფორმაციას ავრცელებს იტალიური პოპულარული გამოცემა Gazzetta dello Sport

0
109
2-ს მოსწონს
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0