x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
ბედნიერება: 10 ახალი ფსიქოლოგიური კვლევა
image1. სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება მთელ სხეულს ააქტიურებს.

ემოციები ფიქრების მსგავსად მხოლოდ გონებაში არ არსებობენ, ისინი სხეულის შეგრძნებებთანაცაა დაკავშირებული. ახალი კვლევის შედეგებით, ნათელი გახდა, თუ რა კავშირია ემოციებსა და სხეულებრივ შეგრძნებებს შორის.

კვლევა ჩაატარეს ფინელმა მეცნიერებმა და მათ გამოიწვიეს სხვადასხვა ემოციები კვლევის 701 მონაწილეში. შემდეგ კი შექმნეს სხეულის რუკა, რომელზეც ფერების მეშვეობით აჩვენეს სად ფიქსირდებოდა აქტივობის ზრდა და შემცირება.

ყვითელი ფერით აღნიშნეს აქტივობის ყველაზე მაღალი დონე, შემდგომ ადგილს წითელი ფერი იკავებს.შავი ნეიტრალურია, ხოლო მუქი ლურჯი და ღია ლურჯი მიანიშნებს დაბალ და ძალიან დაბალ აქტივობაზე.


imageბედნიერება ის ერთი ემოციაა, რომელიც მთლიან სხეულს ააქტიურებს, ფეხების ჩათვლით.

2. სიხარული ცვლის ჩვენს გენეტიკურ კოდს.

სიხარული მხოლოდ დადებითი გრძნობა არ არის, მას ასევე სარგებელი მოაქვს სხეულისთვის. ბოლოდროინდელ კვლევაში მეცნიერებმა იკვლიეს გენი, რომელიც პასუხისმგებელია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასა და ორგანიზმის უცხო სხეულებისგან დაცვაზე.

იმ ადამიანებში, რომლებსაც სიხარულის უფრო მაღალი დონე ჰქონდათ, ანტისხეულებისა და ანტივირუსების გამომუშავება გაძლიერებული იყო.

3. თავს ბედნიერად ვგრძნობთ, როდესაც სწორად ვიქცევით.

მონაცემები შეგროვდა აშშ-ს 225 ქალაქის ზონაში და აღმოჩნდა, რომ საზოგადოების წევრები, რომლებიც მხარს უჭერენ ერთმანეთს- ისეთი უბრალო აქტივობითაც კი, როგორიცაა მეზობლის დახმარება ან მოხალისეობა- თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ.

ადამიანები სიხარულს განიცდიან სწორად მოქცევისას.

4.ექსტრავერტივით მოქცევა- იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინდივიდი ინტროვერტია- მსოფლიოს ირგვლივ ყველა ადამიანს მეტად გააბედნიერებს(უახალესი კვლევის შედეგებით).

შედეგები მიღებულია ასობით ადამიანის გამოკითხვით აშშ-ში, ვენესუელაში, ფილიპინებში, ჩინეთსა და იაპონიაში.

გამოკითხულებმა აღნიშნეს, რომ უფრო პოზიტიურ ემოციებს განიცდიდნენ ყოველდღიურ სიტუაციებში მოქმედებისას.

კვლევის მონაწილეებს დაავალეს 10 წუთით ყოფილიყვნენ კონტაქტურები, სოციალურები და შემდგომ ეთქვათ, თუ როგორ გრძნობდნენ თავს.

ყველაზე ინტროვერტებშიც კი- რომელთაც, როგორც წესი, განმარტოვებული აქტივობები ურჩევნიათ- ექსტრავერტივით მოქცევამ სიხარულის ზრდა გამოიწვია.

5.სოციალურ ქსელებში გამოხატული ემოციები- პოზიტიურიც და ნეგატიურიც - კვლევების თანახმად, გადამდებია.

Facebook-ის შესახებ ჩატარებული კვლევებიდან უდიდეს კვლევაში გამოიყენეს ემოციური შინაარსის მქონე ბოლო 2 წლის მანძილზე არსებული ერთი მილიარდი პოსტი.

თითოეული პოსტის ემოციური შინაარსის ანალიზი პროგრამულად იყო უზრუნველყოფილი.

აღმოჩნდა, რომ პოზიტიური ემოციები უფრო ძლიერ ვრცელდება, ვიდრე ნეგატიური და ამავდროულად პოზიტიური მესიჯები მეტად გადამდებია.

6. ასაკთან ერთად იცვლება ის, რაც გვაბედნიერებს.

ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები მეტ სიამოვნებას იღებენ ყოველდღიური გამოცდილებებით.

კვლევაში, რომელშიც გამოკითხეს 200-ზე მეტი 19-დან 79 წლამდე ადამიანი, მონაწილეებისგან ითხოვდნენ მოეყოლათ თავიანთი ბედნიერების ჩვეულებრივ და უჩვეულო გამოცდილებაზე.

ყველა ასაკის ადამიანი ამბობდა, რომ სიამოვნებას პოულობდა როგორც ჩვეულებრივ, ისე უჩვეულო გამოცდილებებში. თუმცა ასაკიანი ადამიანები მეტად იღებდნენ სიამოვნებას ჩვეული, მარტივი გამოცდილებებით. მათ სიამოვნებდათ საკუთარ ოჯახის წევრებთან დროის გატარება, ვინმეს ყურება, ან პარკში გასეირნება.

ახალგაზრდა მონაწილეები კი მეტ აქცენტს აკეთებდნენ უჩვეულო გამოცდილებაზე.

7.მატერიალისტი ადამიანები ნაკლებად ბედნიერები არიან. მიზეზი კი ის არის, რომ ყურადღება მიმართულია მხოლოდ იმაზე, რაც გვინდა და ამჟამად არ გვაქვს, შედეგად კი ვეღარ ვაფასებთ იმას, რაც უკვე გვაქვს.

ახალი კვლევით დადგინდა, რომ მატერიალისტები ნაკლებად მადლიერები არიან, რაც შემდგომ უკავშირდება ცხოვრებით კმაყოფილების დაბალ ხარისხს.

კვლევაში გამოყენებულია ბერძენი ფილოსოფოსის, ეპიკურეს გამონათქვამი:

'' არ გააფუჭო ის, რაც გაქვს, იმის ნატვრით, რაც არ გაქვს. გაიხსენე, იყო დრო, როდესაც ნატრულობდი იმას, რაც ახლა გაქვს.''

8.ურთიერთობებს უფრო ძლიერი კავშირი აქვს ბედნიერებასთან, ვიდრე აკადემიურ მიღწევებს.

ერთ-ერთ კვლევაში ნათლად გამოჩნდა, რომ ბავშვობასა და მოზარდობაში არსებული ძლიერი სოციალური ურთიერთობები უფრო ბედნიერ მოწიფულობასთან იყო დაკავშირებული, აკადემიური მიღწევებს კი გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა.

9.ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ბედნიერებისთვის დასახული კონკრეტული მიზნები უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე აბსტრაქტული მიზნები.

კონკრეტულად ფიქრით ჩვენს გეგმებზე შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ განსვლა მოლოდინსა და შესაძლებელს შორის.

10. ჩვეულმა ყოველდღიურმა გამოცდილებამ შესაძლოა მოულოდნელი სიხარულით აგვავსოს.

კვლევაში 135 სტუდენტს სთხოვეს დროის კაფსულის შექმნა ზაფხულის დასაწყისში, რომელიც მოიცავდა:

ბოლო საუბარს;

ბოლო სოციალურ მოვლენას, რომელშიც მონაწილეობდნენ;

ციტატას იმ მოხსენებიდან, რომელიც ბოლოს დაწერეს;

და ბოლოს, სამ საყვარელ სიმღერას.

ამავდროულად, მათ თხოვეს ვარაუდის გამოთქმა, რას იგრძნობდნენ, როდესაც ამ კაფსულას გახსნიდნენ 3 თვის შემდეგ.

ამ ყოველდღიურ გამოცდილებას სტუდენტებმა შესამჩნევად ნაკლები შეფასება მისცეს, ვიდრე რეალურად იყო და ასევე იმას, თუ როგორი ცნობისმოყვარეობით გახსნიდნენ კაფსულას.

კვლევა გვახსენებს, რომ ჩვენ ტენდენცია გვაქვს არ დავაფასოთ ის ბედნიერება, რისი მიღებაც ყოველდღიური მოვლენებისგან შეგვიძლია.




0
534
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მჭედლიძე
ირინა მჭედლიძე
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0