x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ფასტ-ფუდის" ყველაზე უცნაური კერძები მისი არსებობის ისტორიაში

დღესდღეობით "ფასტ-ფუდი" ყველაზე პოპულარული საკვებია დედამიწაზე. ის შეიძლება ვიპოვოთ ფაქტობრივად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში: ზოგან ეს ატრიაა, ზოგან ბურგერი, ზოგან კიდევ შემწვარი მწერები და ბურიტო. დღეს წარმოგიდგენთ "ფასტ-ფუდის" ათ ყველაზე უცნაურ პროდუქტს, დამზადებულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.



დარტ ვეიგერის ბურგერი


image


აი, ასე მოემზადა ერთ-ერთი რესტორანი კინოფილმ "ვარსკვლავური ომების" პრემიერისათვის. დამეთანხმებით, რომ ეს ბურგერი არც თუ ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება. ისეთი შეგრძნება გვექმნება, თითქოს ბურგერისათვის განკუთვნილი ფუნთუშა წინასწარ დაწვეს. სინამდვილეში ის მხოლოდ და მხოლოდ შეღებილია (ახლა უკვე აღარ მიკვირს, საიდან ისწავლეს ქართველმა პურის მწარმოებლებმა პურის შავად შეღებვა), მასში კი პამიდორი, ყველის ნაჭერი, სალათის ფურცელი და ორი კატლეტი დევს.


image



შავი ჰოთ-დოგი იაპონურად


image

დარტ ვეიდერის ბურგერის წინაპარი იაპონური შავი ჰოთ-დოგია. ერთ-ერთი იაპონური კაფე თავის სტუმრებს სთავაზობს გასინჯონ მათი დელიკატესი, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს დანახშირებამდეა დამწვარი. სინამდვილეში ამ შავი ფერის საიდუმლო შავი კალმარისაგან დამზადებული სოსისია, რომელიც პურსაც შავ ფერს აძლევს. ასეთი სოსისები ტოკიოს რამოდენიმე მაღაზიაში იყიდება.


image



თეთრი ბურგერი


image

მათთვის, ვისაც შავი ფერი არ მოსწონს, არსებობს თეთრი ბურგერიც. დამეთანხმებით, რომ ის გაცილებით მადისაღმძვრელად გამოიყურება და რაც მთავარია, არ შეიცავს საღებავებს. ამ ბურგერის ყველა ინგრედიენტი საოცრად თეთრია. ის შედგება თეთრი პურის, ქათმის ფილეს, შამპინიონების და ძმარში დამარინადებული ხახვისაგან.




ბილტონგი


image

ეს ნუგბარი აფრიკის ბევრ ქვეყანაში უხსოვარი დროიდან არსებობს, ხოლო მე-18 საუკუნიდან ევროპაშიც დაიწყეს მისი დამზადება. ბილტონგს ძირითადად საქონლის ხორცისაგან აკეთებენ, თუმცა აფრიკაში ის ნანადირევის, ღორის, სირაქლემას და ასე განსაჯეთ, სპილოს ხორცისგანაც კი მზადდება.

ხორცს ჯერ ათავსებენ ძმარში, შემდეგ კი მარილის, ყავისფერი შაქრის, დარიჩინის, შავი წიწაკის და სხვა სანელებლების ნარევში, რის შემდეგაც აშრობენ კარადებში, თბილ ღუმელებში, სპეციალურ სათავსოებში ან მზეზე. როგორც წესი, ბილტონგის მომზადების პროცესი რამოდენიმე დღეს გრძელდება.


image



სპირალური ჩიპსები


image

ჯოხზე აცმული სპირალური ჩიპსები კარტოფილის საყოველთაოდ გავრცელებული პროდუქტის უახლესი ინტერპრეტაციაა. ის პირდაპირ მყიდველის თვალწინ მზადდება მთელი კარტოფილისაგან, ეყრება მარილი და სანელებლები და იწვება გრილზე. ზოგ შემთხვევაში კერძს ამატებენ შემწვარ სოსისსაც. ჩიპსები ძალიან უხდება ლუდს და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს გურმანებში.


image




ირმის ჰოთ-დოგი


image

ეს კერძი გამოიგონეს ალიასკაზე და ის ძალიან პოპულარულია ძაღლებშებმული მარხილებით გამართული რბოლების დროს. ჰოთ-დოგში დებენ ირმის სოსისს, ამატებენ მდოგვსა და ხახვს. ირმის ჰოთ-დოგი უჩვეულო გემოს და შესახედაობის პროდუქტია.



ბურგერი უპუროდ


image

ამ ბურგერში ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილის ფუნთუშის ნაცვლად გამოიყენება ქათმის კატლეტი, რომელიც ორცხობილაშია შემწვარი. ის "ფასტ-ფუდის" კულინარებმა შექმნეს იმ კლიენტებისათვის, რომლებიც ჩიოდნენ, რომ ჩვეულებრივი ჰამბურგერის ჭამის შემდეგ ისევ შიმშილის გრძნობა რჩებოდათ. ასე შეცვალეს ფუნთუშები კატლეტით.


image



ბურგერი მაკარონითა და ბრინჯით


image

ოჰ, ეს უცნაური იაპონელები... ტოკიოს ერთ-ერთ რესტორანში ამერიკული ბურგერი თავიანთ გემოვნებაზე გადააკეთეს: კერძოდ, ეს ბურგერი შედგება ფუნთუშის, ბრინჯის, მაკარონისა და იაპონური სოუსის ტოფისაგან. ის სუპთან და შემწვარ კარტოფილთან ერთად მოაქვთ სუფრაზე.


...და თქვენ გაგისინჯავთ რომელიმე უცნაური ბურგერი? ... ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, საერთოდ არ გირჩევდით "ფასდ-ფუდისა" და სხვა არაჯანსაღი საკვების მირთმევას.



1
298
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
298
  
2015, 26 ივლისი, 16:38
ბურგერი მომწონს :P
0 1 1