x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სასწრაფოდ შესაწყვეტია ფარმაცევტული მონოპოლისტი კომპანიების აღვირახსნილი თარეში და მოსახლეობის ხარჯზე მათი უკიდეგანო გამდიდრება

როგორც უკვე ვიცით, მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის მოადგილედ დაინიშნა და მინისტრის მოადგილის პოსტზე უფლებამოსილების განხორციელებას 1 ივნისიდან შეუდგა.


image


ისიც ცხადია, რომ ბოლო უკანასკნელი, რამოდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ შეცვალა ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში არსებული ფარმაცევტული საქმიანობების წესები, რაც მოიაზრებს ამა თუ იმ პრეპარატებზე რეცეპტის არსებობა არ არსებობის საკითხს. ამას პლუს დაერთო მედიკამენტების მკვეთრი გაძვირება იმის გათვალისწინების გარეშე, რომ წამალი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი "პროდუქტია" და არა ფუფუნების საგანი. აღარ შევეხები იმ ფაქტს, რომ რეცეპტის უქონლობის გამო ვერ მიღებული, აუცილებელი მედიკამენტის გარეშე დაღუპულთა შემთხვევებიც დაფიქსირდა. მიუხედავად ხალხთა მასის წინააღმდეგი აზრისა, კანონი კანონადვე რჩება, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით დუმილს არ აპირებს სანდრო ბრეგაძე და ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა, რომლის ციტირებასაც უცვლელად მოვახდენ:



"მივმართავ ჩემს კოლეგებს (იმათ, ვისაც ეს საკითხი ეხება), აუცილებლად და სასწრაფოდ შესაწყვეტია ფარმაცევტული მონოპოლისტი კომპანიების აღვირახსნილი თარეში და მოსახლეობის ხარჯზე მათი უკიდეგანო გამდიდრება. პირადად ჩემს მაგალითს მოგახსენებთ- ჩემი მოხუცი მშობლებისთვის (რომელთა პენსიაც 140ლარია) წამლის შესაძენად ვიყავი "ავერსის" და "პსპ"-ს აფთიაქებში და უბრალო წამლებში იმდენი თანხა გადამახდევინეს, რომ სახელფასო ბარათზე "ოვერდრაფტის" (პროცენტიანი სესხის) აღება დამჭირდა, რათა მედიკამენტები შემეძინა (ეხლა უხელფასოდ უნდა ვიარო მთელი თვე). წარმოიდგინეთ სხვა ჩვენი თანამემამულეები რა დღეში არიან. წამალი არ გახლავთ ფუფუნების საგანი, ეს არის ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი რამ და ამაზრზენია, როდესაც გაზულუქებული, სააკაშვილის დროინდელი კარის ბიზნესმენები, რომელთაც ნაცებმა აუწყვეს მონოპოლიები ფარმაცევტულ ბიზნესში, დღესაც იგივეს აგრძელებენ, დიახ დღესაც ნაცები შოულობენ უზარმაზარ ფულს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ვნახე ექსპერტთა კვლევა, რომლის მიხედვითაც 500-600 პროცენტიან მოგებაზე მუშაობენ ეს მონოპოლისტი-მაფიოზური კომპანიები (რომლის წილებშიც კვლავ ნაცები არიან). წარმოუდგენელია ამხელა მოგება და ამხელა ფული. ან როგორ ძინავთ ამ უსულგულოებს მაშინ, როდესაც ხალხი უწამლობით იტანჯება, ხოლო მათი ოჯახის წევრები კარიბის, კანარის და სხვა კუნძულებზე დასვენებითა და გართობით არიან დაკავებულები. ვიმეორებ--500-600 პროცენტიანი მოგება არცერთ ბიზნესს არ აქვს მსოფლიოში. სასწრაფოდ უნდა აგოს პასუხი ყველა იმ ვითომ ბიზნესმენმა, რომელიც ამ საშინელებას ჩადის და ქართველი ერის გენოციდს ეწევა. იმედი მაქვს ჩემი ეს განცხადება უყურადღებოდ არ დარჩება"- ნათქვამია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე- სანდრო ბრეგაძეს საგანგებო განცხადებაში.

4
115
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
115
  
2015, 24 ივლისი, 16:43
აქამდე რაც ვაუჩერით ვისარგებლეთ, ეხლა სულ ცხვირში ამოგვადენენ :((
2015, 24 ივლისი, 13:02
Axali problema:el energiiis gadzvireba :/ sakutar qveyanashi gvklaven!
2015, 24 ივლისი, 12:54
ხოო ლელ, იმედია უყურადღებოდ არ დატოვებენ.
2015, 24 ივლისი, 12:33
Vau, rogorc iqna vigacam yurebi gamoibertya da xma amoigo.
0 1 4