x
image
Lerato
ქერა პოლიციელი ქალები – სახალისო ისტორია
image


პოლიციელი ასწავლიდა სამ ქერა ქალბატონს, რომლებიც გადიოდნენ წვრთნას, რათა

დეტექტივები გამხდარიყვნენ. იმისათვის რომ შეემოწმებინა მათი უნარ-ჩვევა

ეჭვმიტანილის ამოცნობაში, მან აჩვენა პირველ ქერას სურათი 5 წამით და შემდეგ


დამალა. "ეს არის შენი ეჭვმიტანილი, როგორ ამოიცნობ მას?" ნომერი პირველი

პასუხობს: "ეს ხომ მარტივია, ჩვენ მას სწრაფად დავიჭერთ, რადგან მხოლოდ ერთი

თვალი აქვს." პოლიციელმა უთხრა: "ჰმმ...კარგი, მაგრამ ეს სურათი ხომ მის

პროფილს გიჩვენებს." ცოტა აღელვებულმა ამ სასაცილო, სულელური პასუხით

პოლიციელმა ახლა მეორე ქერას აუფრიალა 5 წამით სურათი და იგივე კითხვა დაუსვა:

"ეს არის შენი ეჭვმიტანილი, როგორ შეძლებ მის ამოცნობას?" ნომერმა მეორემ

გადაიკისკისა, თმა ხელით შეისწორა და თავდაჯერებული ტონით უპასუხა: "უმარტივესი იქნება მისი დაჭერა, რადგან მას მხოლოდ ერთი ყური აქვს." პოლიციელი

გამოვიდა წყობიდან და გაბრაზებულმა თითქმის უყვირა: "რა გჭირთ თქვენ ორს? რა თქმა უნდა, ერთ თვალსა და ერთ ყურს დაინახავდით, რადგან სურათზე მისი პროფილია გამოსახული. ეს საუკეთესო პასუხია, რისი მოფიქრებაც მოახერხეთ?" სერიოზულად იმედგაცრუებულმა პოლიციელმა სურათი ახლა მესამე ქერას აჩვენა და ძალიან ფიცხი ტონით ჰკითხა: "ეს არის შენი ეჭვმიტანილი, როგორ შეძლებ მის

ამოცნობას?" თან უცბად მოაყოლა "...ძალიან კარგად დაფიქრდი, სანამ რაიმე სისულელეს იტყოდე." ქერამ შეხედა სურათს ყურადღებით და შემდეგ თქვა: "ჰმმ... ეჭვმიტანილი კონტაქტურ ლინზებს ატარებს." პოლიციელს გაოცებისგან ენა ჩაუვარდა, რადგან თავადაც არ იცოდა ეს სიმართლე იყო თუ არა. "ჰო.... ეს კარგი პასუხია. დამიცადე აქ რამდენიმე წუთი, ამ ინფორმაციას გადავამოწმებ და ახლავე დავბრუნდები." ის წავიდა თავის კაბინეტში და ეჭვმიტანილის ფაილი გადაამოწმა

კომპიუტერით, შემდეგ კი გაცისკროვნებული ღიმილით უკან დაბრუნდა. "პირდაპირ

გამაოგნებელია!.. მიჭირს ამის დაჯერება...ეს სიმართლეა! ეჭვმიტანილი ნამდვილად ხმარობს კონტაქტურ ლინზებს! ყოჩაღ, კარგად იმუშავე! როგორ მოახდინე ასეთი

შორსმჭვრეტელური დაკვირვება?" "ეს მარტივზე მარტივია" უპასუხა ქერამ. "ის ხომ სათვალის ტარებას ვერ შეძლებს, რადგან მხოლოდ ერთი თვალი და ერთი ყური აქვს."

image


1
489
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
489
  
2015, 7 აგვისტო, 0:13
:D:D:D
0 1 1