x
image
Lerato
კარგი რჩევა – სახალისო ისტორია
image


ფერმერი მივიდა შინაური საქონლით მოვაჭრესთან და იყიდა გრდემლი, ვედრო, ორი ქათამი და ბატი. შემდეგ შეხედა თავის ნავაჭრს და შეწუხებულმა თქვა: "ჯანდაბა, მე ხომ აქ ფეხით მოვედი. როგორ უნდა წავიღო ეს ყველაფერი სახლში?" მოვაჭრემ მას ურჩია: "ჩადე გრდემლი ვედროში და დაიკავე ერთ ხელში, ერთი ქათამი ერთი მკლავის ქვეშ ამოიდე, მეორე კი – მეორე მკლავის ქვეშ, ბატი კი მეორე ხელში დაიკავე." ფერმერი ასეც მოიქცა, მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და წამოვიდა. გზად სახლისკენ მას ერთი პატარა მოხუცი ქალბატონი შეხვდა. ფერმერს უთხრა, რომ გზა დაეკარგა და შემდეგ ჰკითხა: "ხომ ვერ მეტყვით როგორ უნდა მოვხვდე მოკინბერდ ლეინზე?"

ფერმერმა უთხრა: "სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ გზის ქვემოთ ვცხოვრობ. მოდი

მოკლეზე გადავჭრათ და ჩავუყვეთ ამ ვიწრო ქუჩას. ჩვენ იქ თვალის დახამხამებაში


ვიქნებით." პატარა მოხუცმა ქალბატონმა კი ასეთი რამ უთხრა: " მე მარტოხელა ქვრივი

ვარ, არავინ მყავს რომ დამიცვას. საიდან ვიცი ამ ვიწრო ქუჩას რომ გავივლით,

კედელთან არ მიმაყენებ, ტანსაცმელს არ გამხდი და ჩემზე ძალას არ იხმარ?"

გაოგნებულმა ფერმერმა უთხრა:"ღვთის გულისათვის ქალბატონო! კარგად შემომხედეთ რამდენი რამ მიკავია – ვედრო, გრდემლი, ორი ქათამი და ბატი. გაფიცებთ, ერთი

მითხარით როგორ უნდა მიგაყენოთ კედელთან და ეს როგორ მოვახერხო?" ქალმა უპასუხა: "დასვით ბატი მიწაზე, დააფარეთ ვედრო, ზემოდან დადეთ გრდემლი.... მე კიდევ ქათმებს დაგიკავებთ."

3
395
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
395
  
2015, 27 დეკემბერი, 19:27
მადლობა, შეფასებისთვის. თუ გაინტერესებთ, მსგავს სახალისო ისტორიებს 7, 8, 9 გვერდზე ნახავთ.
2015, 27 დეკემბერი, 16:12
ხშირად დადეთ ხოლმე ესეთები, საინტერესოა
2015, 27 დეკემბერი, 16:12
сучка не захочит, кабел не вскочит! მგონი მიხვდით ამ რუსული ანდაზის აზრს!
0 1 3