x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი V - სფინქსის საიდუმლო
სფინქსის საიდუმლო
ძველ ბერძნულ მითებში მოთხრობილია მფრინავ ნახევრადლომზე, რომელსაც ქალის თავი აქვს. თითქოს ეს ურჩხული ქ. ფიბის სიახლოვეს, ერთ კლდეზე ცხოვრობდა და მას ძალიან უყვარდა მოგზაურებისთვის რთული კითხვების დასმა. თუ ადამიანი კითხვაზე სწორ პასუხს გასცემდა, ურჩხული ის უნდა გაეტარებინა. მაგრამ, კითხვები იმდენად რთული იყო, რომ ვერავინ პასუხობდა და ურჩხული მათ ხოცავდა. ასე იყო მანამდე, ვიდრე ურჩხულს ოიდიპოსი არ შეხვდა.

ურჩხულმა მას ჰკითხა: “ვინ დადის დილით ოთხზე, შუა დღეს - ორზე, ხოლო საღამოს - სამზე?".

ოიდიპოსმა მას უპასუხა: “ადამიანი. თუ მისი ცხოვრების დასაწყის დილას ვუწოდებთ, ბავშვობაში, ვიდრე სიარულს ისწავლის, ოთხზე დახოხავს, როდესაც იზრდება, მყარედ დგას ორ ფეხზე - ეს შუა დღეა ანუ საშუალო ასაკი, ხოლო როდესაც ადამიანი ხანში შედის, ე. ი. მისი ცხოვრების საღამოს, მას ერთი ფეხიც ემატება, ჯოხის სახით". კითხვაზე სწორი პასუხის მოსმენის შემდეგ, იმედგაცრუებული ურჩხული კლდიდან გადავარდა და მოკვდა. იმის გამო რომ ოიდიპოსმა ქალაქი ურჩხულისგან იხსნა, ის მეფედ დასვეს.

ეს ლეგენდა, სინამდვილეში არა ბერძნული, არამედ ძველეგვიპტური უნდა იყოს და ის სფინქსს უკავშირდება, რომელიც დღემდე გამოცანად რჩება ჩვენი ცივილიზაციისთვის. მისი ნახვის შემდეგ, უამრავი კითხვა უჩნდება ადამიანს: ვინ და როდის გააკეთა ის? რატომ არის ლომი და არა სხვა ფიგურა? ან საერთოდ რა დანიშნულება აქვს? და ა. შ.


ზოგიერთ კითხვაზე მეცნიერებს უკვე აქვთ პასუხი: დღეს უკვე იციან, რომ ის ჩვენს ერამდე XI საუკუნეში არის შექმნილი (იხ. ბრძოლა ცივილიზაციებს შორის, ანუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ (ნაწილი II - ეგვიპტის პირამიდების აშენების თარიღი და ტექნოლოგია). იციან, მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ლომი - სფინქსი მაშინ შეიქმნა, როდესაც დედამიწა ლომის ეპოქაში იყო. ახლა ისღა დაგვრჩენია, გავარკვიოთ თუ რა დანიშნულება აქვს მას?

სფინქსს ლომის ტანი და ადამიანის სახე აქვს. მეცნიერებმა შეისწავლეს მისი სახის ნაკვთები და ის დღეს მცხოვრებ ადამიანების სახის ნაკვთებს შეადარეს. აღმოჩნდა რომ მსგავსი სახის ნაკვთები და ფორმა, არცერთი რასის წარმომადგენელს არა აქვს. ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ეს არის იმ ცივილიზაციის წარმომადგენლის სახე, რომელიც ჩვენს ცივილიზაციამდე ცხოვრობდა დედამიწაზე ანუ სფინქსის ქანდაკება არის ერთგვარი სახსოვარი, რომელიც წინა ცივილიზაციამ ჩვენს ცივილიზაციას დაუტოვა.

ამრიგად, სფინქსის გარეგანი მონაცემების მიხედვით, დავადგინეთ მისი შექმნის ისტორია, მაგრამ არის კიდევ ერთი საიდუმლო, რომელსაც ის “გულდასმით მალავს".

აკუსტიკური ხელსაწყოს გამოყენებით, სფინქსის ქანდაკების შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა რომ მის ქვემოთ საცავი არის მოთავსებული. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ საცავში შევაღწიოთ და ვნახოთ თუ რას მალავს სფინქსი ათასწლეულების მანძილზე?

თუმცა არსებობს წინასწარმეტყველება, რომლის თანახმად, მაშინ როდესაც სამყაროს აღსასრული მოახლოვდება, ქანდაკება გაცოცხლდება და თავად მოყვება ყველა საიდუმლოს შესახებ, მაგრამ მაშინ უკვე ძალიან გვიან იქნება. ამიტომ, ვიდრე ეს დრო დამდგარა, კარგი იქნება თუ თავადვე გავარკვევთ, თუ რა არის სფინქსის საცავში მოთავსებული.

2
755
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
755
  
2018, 17 სექტემბერი, 8:33
ძვ.წ. მე-11 საუკუნე არ უნდა იყოს სფინქსის შექმნის პერიოდი, არამედ ძვ.წ. მე-11 ათასწლეული :) მაინც ხალხმა რომ იცოდეს ვინც წაიკითხავს ;)
2015, 22 ივლისი, 20:48
მაგარია ლალი გავაზიარეეეე
0 1 2