x
image
natia.a
5 ფრაზა სამოტივაციო წერილში, რომელთა გამოც სამუშაოზე არ აგიყვანენ - გაითვალისწინეთ!

image
სამოტივაციო წერილი
- ეს არის დამატებითი შანსი უკეთესი კუთხით წარმოაჩინო საკუთარი თავი, თუმცა სამუშაოს მაძიებლებიდან უმეტესობა მას რატომღაც
დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. იმის მაგივრად, რომ დაწერონ ორიგინალური, დამაჯერებელი ახსნა იმისა, თუ რატომ მაინცდამაინც ის უნდა აიყვანონ კონკრეტულ სამუშაოზე, ბევრი უბრალოდ სტანდარტულ ფორმულებსა და პროფესიულ ჟარგონებზე ჩერდება, რაც წერილს ასობით სხვა წერილისგან არაფრით გამორჩეულს ხდის. თუ გსურთ კონკურენტებს შერჩევის სტადიშივე გაუსწროთ, შეეცადეთ არ გამოიყენოთ სამოტივაციო წერილში შემდეგი 5 ფრაზა:


1. „ძვირფასო ბ-ნ/ქ-ნ“

პოტენციური დამსაქმებელი ამ ფორმულით დაწყებული წერილის წაკითხვისთანავე
მიხვდება, რომ თქვენ მას არ სჭირდებით, რადგან მის თვალში უკვე ზარმაცად ითვლებით, სიზარმაცე კი არცერთ კომპანიას არ სჭირდება.

კარიერის განვითარების ერთერთი წამყვანი ექსპერტის, მერი ელენ სეიტერის აზრით „ზოგადი მიმართვა აჩვენებს, რომ სამუშაოს მაძიებელმა არ დახარჯა დრო იმისათვის რათა დაინტერესებულიყო კონკრეტულად ვის სწერს წერილს.“ ამიტომ გირჩევთ ცოტა გაისარჯოთ და გაიგოთ იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვინ თქვენი წერილი უნდა წაიკითხოს.


2. „დიდი სურვილი მაქვს დავსაქმდე ...ში“

თუ თქვენი წერილი მსგავს ფრაზას შეიცავს, ჩათვალეთ, რომ ადრესატისთვის იგი უკვე ძალიან მოსაწყენია. სამწუხაროდ ძალიან ბევრი სამოტივაციო წერილი სრულიად ერთნაირად იწყება. ცხადია, ორიგინალობა არ ნიშნავს იმას, რომ მთელი რომანი უნდა დაწეროთ, მაგრამ, მაგალითად, კარგად მისადაგებული ანეგდოტის ჩართვა მართლაც
არ იქნება ურიგო, რადგან მართალია, დღეს მონაცემთა უმრავლესობას კომპიუტერული
პროგრამა ამუშავებს, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე წერილებს მაინც კითხულობს ადამიანი.

თუ მაინც ვერ მოიფიქრეთ დამაინტრიგებელი ამბავი თუ ანეგდოტი, მაშინ უბრალოდ დაიწყეთ საკუთარ ძლიერ მხარეებზე საუბრით და აღნიშნეთ რისი სპეციალისტი ხართ და რით შეგიძლიათ გამოადგეთ კომპანიას.


3. „ვფიქრობ, იდეალური კანდიდატი ვარ ამ პოზიციისთვის“


უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი განაცხადი ორმაგად ბრიყვული ჩანს. სიტყვები „ვფიქრობ“. „ვგრძნობ“, „მჯერა“ ბიზნეს სფეროში იშვიათად გამოიყენება. და თან, თქვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის იდეალური კანდიდატი ხართ თუ არა. ამიტომ, უმჯობესია მოუთითოთ კონკრეტულად რით მიესადაგებით დამსაქმებლის
მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს.


4. „მე ეფექტური გუნდური მოთამაშე ვარ“

ამის მაგივრად სჯობს რეალური მიღწევები ჩამოთვალოთ. დამეთანხმებით, რომ მაგალითად, ფრაზა „მკითხველთა ჩართულობა 17%-ით გაიზარდა“ უკეთ ჟღერს, ვიდრე „გუნდური მოთამაშე“. არ დაგავიწყდეთ ასევე მიუთითოთ, რას აკეთებდით წინა პოსტზე და რა შედეგი მოუტანა თქვენმა მუშაობამ კომპანიას. თავი აარიდეთ ასევე „მე“-ს ხშირ ხმარებას, რადგან, ისევე, როგორც რომანტიკული პაემნის დროს, მხოლობითი რიცხვის პირველი პირის ნაცვალსახელის ზედმეტი გამოყენების გამო მკითხველზე არც თუ ისე თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებთ.


5. „მე ძალიან მომწონს თქვენი კომპანია“

არსებობს მეორე უკიდურესობაც: კანდიდატები წერილის დიდ ნაწილს პოტენციური დამსაქმებელი კომპანიისადმი საკუთარი სიყვარულისა თუ აღფრთოვანების გამოხატვას ანდომებენ. მაგრამ გაითვალისწინეთ, ზედმეტი პირფერობა არავის მოსწონს!

2
2469
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2469
  
2015, 23 ივლისი, 16:40
კარგი რჩევებია
2015, 21 ივლისი, 18:22
:)G–G
0 1 2