x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე

ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი, დაიბადა 1844 წლის 15 ოქტომბერს სოფელ რიუკენში, ლუცენის ახლოს. ადრეულ ასაკში სულ რაღაც 24 წლის ნიცშე გახდა ბაზელის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის პროფესორი.ნიცშემ სახელი გაითქვა მისი არაჩვეულებრივი წიგნებით.მისი გენიოლოგისს პირველ შედევრად მიიჩნეულია - „ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან „ მკითხველი მასში კარგად დაიხანავს და აღმოაჩნს, რამდენად იგრძნობა შოპენჰაუერის გავლენა და იგი ეძღვნება რიჩარდ ვაგნერს. ფრიდრიხ ნიცშე 56 წლის ასაკში გარდაიცვალა უფო ზუსტად კი 1900 წელს. . ნიცშეს ფილოსოფია განსხვავებული და ახლებლური გახლდათ ყველასი და ყველაფრისა . აზროვნების ეს კონცეფცია სრულად გამოხატავს მეამბოხე მოაზროვნის სულისკვეთებას, განწყობილებას და არა მარტო სულისკვეთებას არამედ იგი ამყარებს შემეცნების გარკვეულ წესებს, რომ შეუძლებელია ადამიანი ბოლომდე ჩასწვდეს, ამოიცნოს და ამავდროულად სრულყოფილად გაიაზროს კულტურული ფენომენის ნამდვილი საზრისი. მარტინ ჰაიდეგური ამბობს „ ნიცშე უკანასკნელი გერმანელი ფილოსოფოსია, რომელიც ღმერთს ეძებდა“. ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიამ უდიდესი გავლენა მოახდინა XX -საუკუნიას აზროვნებაზე, მის ჩამიყალიბებასა და განვითარებაზე.მან ასევე საფუძველი ჩაუყარა ისეთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ მიმდინარეობას, როგორებიცაა: სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგიადა სხვა მრავალი...
რას ნიშნავს “ ღმერთის სიკვდილი''? ნიცშეს აზრით ეს გულისხმობდა, რომ თანამედროვე, ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ღმერთი კარგავს არსებობის საჭიროებას. ეს სიტყვები “ ღმერთი მოკვდა'' არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით და ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე საზოგადოება “ქრისტიანების ღმერთს'' აღარ მიიჩნევს, როგორც აბსოლიტური მორალური პრინციპების სანდო წყაროს. ამ მორალის დაკარგვა კი იწვევს ნიჰილიზმს. ნიცშე გამოხატავს იმ შიშშს რომელიც გამოწვეულია რელიგიის გაუფასურებით და ამასთან ერთად ათეიზმის აღმავლობით.იგი ფიქრობდა, რომ თუ ღმერთი არ იარსებებდა, მთელ მსოფლიოში იქნებოდა ქაოსი. როგორც უკვე ვთქვით მორალის დდაკარგვა იწვევს ნიჰილიზმს ნიცშეს მიიჩნევდნენ ნიცილისტად, მაგრამ ნიცშე ხშირად აკრიტიკებდა ნიჰილიზმს და ამბობდა, რომ ის საშიშია, როგორც საზოგადოებისთვის ასევე ინდივიდისთვისაც. რაც შეეხება ნიჰილისტს ეს არის ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სჯერა არავისი და არაფრის და არ აქვს მიზანი იგი მხოლოდ განადგურებისაკენ არის მიმართული. ნიცშემ ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა, ეპოქის რადიკალურ კრიტიკოსად, რომელიც ყოველივეს აკრიტიკებს საკუთარი გადმოსახედიდან. ნიცშე ქრისტიანობასაც კი აკრითიკებდა, მაგრამ ერთი განსხვავებით იგი ამ კრიტიკას, ევროპული ცივილიზაციის ძირითად ღირებულებათა საფუძვლებს უკავშირებდა და არ როგოც რელიაგიას, რომელიც მუდამ ხსნას, შემწეობას და შენდობას გვპირდება . შეუძლებელია არ ავღნიშნო, რომ ნიცშეს კრიტიკამ გაიარა საკმაოდ დიდი გზა შეეხო განსხვავებულ ადამიანებს, განსხვავებულ ცნობიერებას, განვლილ წლებს და საბოლოოდ მან მიაღწია მის წინამორბედთანაც კი, მისი კრიტიკა პლატონზეც გავრცელდა. სოციალისტური და ლიბერალური იდიების დეფექტები შეგვიძლია ფართო კონთექსთტში განვიხილოთ.ამის სწორედ აღქმა გულისხმობს იმას, რომ სამართლიანი ცივილური საზოგადოება არის ის სადაც ინდივიდი საკუთარი გონების კარნახით იღებს გადაწყვეტილებას, პატივს სცემენ მეორე ადამიანის გადაწყვეტილებას, აზრს და არ უშლიან მათ ხელს. თავის მხრივ, განმანათლებლური მსოფლმხედველობა იყოფა ორ ძირითად დარგად ესენია : ლიბერალიზმია და სოციალიზმი . მაგრამ ეს ყოველივე ნიცშესათვის მეორეეხარისხოვნად არის მიჩნეული, მისთვის უმთავრესს წარმოადგენს და ამავდროულად მიუღებეია „ზოგად განმანათლებლური იდეოლოგიის ბატონობა „.ანუ ვითარება, როდესაც „ მის ღირებულებებს უნივერსალური და პროგრესული სატატუსი აქვს მოპოვებული და ადამიანთა ცხოვრების რევოლუციური თუ ევოლუციური ტრანსფორმაცია მათთან შეჯერებით ხდება „. ციტატა აღებულია წიგნიდან შესავალი თანამედროვე აზროვნებაში.-ნიცშე სწორედ ამას უპირისპირდება მისთვის იგი მიუღებელი და წარმოუდგენელი მცნებაა- „ღირებულებათა გადაფასების მოთხოვნა მისი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია“ - თითოეული ციტატა აღებულია ფრიდრიხ ნიცშეს შესავლიდან. ნიცშეს მუდმივად ჰქონდა იმის რწმენა, რომ ახალი ღირებულებები განვითარების ახლა გასხვავებულ გზას გვისახავს. და აი ის არსება სწორედ, რომ ადამიანი ის ხომ უსაზღვრო ფენომენია, იგი როგორც ინდიდვიდი და როგორც გვარი იმიტომ გამოირჩევა, რომ შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კეთილდღეობით დაკმაყოფილდეს იგი მუდმივად უნდა იბრძოდეს და მიისწრაფოდეს რაიმე განსხვავებულისაკენ და ამაღლებულისაკენ . ნიცშეს აზრით ადამიანის გამდაბიურებას, დაკნინებას ხელს უწყობს დემოკრატია, რომელსაც წესით სრულიად განსხვავებული ორიენტირი უნდა გააჩნდეს. ნიცშე წარმოგვიდგენს თვალსაჩინო კარიკატურას თანამედროვე „კეთილდღეობის საზოგადოებისა“ ეს ყველივე ლიბერალური და სოციალისტური იდების ერთგვარი შეკრებაა, ხოლო ასეთ საზოგადობაში მცხოვრებლებს ნიცშე „ბოლო ადამიანებად „მოიხსენიებს ანუ ადამიანის დაკნინების განადგურებსის ბოლო.
ნიცშე ღმერთის სიკვდილის შემდეგ ნიცშე ღმერთის სიკვდილის შემდეგ ალტერნატივას გვთავაზობს, რომ ცხოვრებით უნდა დავტკბეთ და მეტი სიამოვნება მივიღოთ მისგან, დამოუკიდებლად უნდა შეგვეძლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება.“. ნიცშეს ფილოსოფიაში ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ იგი მრავალმხრივი და ამავედროს, წინააღმდეგობით აღსავსე მოაზროვნეა, რომელიც მუდმივად ექცევა კრიტიკის ქვეშ. ნიცშეს აზროვნების ისტორიაში მოიხსენიებდნენ, როგორც „ნიჰილისტად“ ანუ გაბატონებული ღირებულებების უარმყოფლად.

1
749
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
749
  
2015, 21 ივლისი, 18:07
თამთა ფოტო დაურთე ამ სტატიას თორემ შენიშვნას მოგცემენ :)
0 1 1