x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
სუიციდი - გამომწვევი მიზეზები
თანამედროვე სამყარო არაერთმა მნიშვნელოვანმა პრობლემამ მოიცვა, მათ შორის თავისი მასშტაბითა და აქტუალურობით გამოირჩევა სუიციდი. სუიციდი საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა, ეს არის ქმედება, რომელიც თავის მხრივ არის კარგად მოფიქრებული და გააზრებული. ადამიანი,

რომელიც ჩადის სუიციდურ ქმედებას არის კარგად მოტივირებული, მას ამოძრავებს

კონკრეტული მიზანი და ცდილობს განზრახვა თვითმკვლელობის შესახებ მოიყვანოს

სისრულეში. რთული სათქმელია თუ როდის გამოიკვეთა პირველად სუიციდის


პრობლემა, თუმცა სუიციდის ხსენებისას ძნელია პირველად არ გაგიელვოთ იუდა

ისკარიოტელის სახელმა.

გარდა ამისა, მსოფლიოში მრავალი ფაქტი მოწმობს სუიციდის შემთხვევების სიმწვავეს. არაერთ ისტორიულ პირს დაუსრულებია სიცოცხლე თვითმკვლელობით ( ჰიტლერი, ჰემინგუეი, გალაქტიონი ), რაც მიუთითებს იმაზე რომ სუიციდი ნებისმიერი საზოგადოების, ეპოქისა თუ ფორმაციის თანმდევ მოვლენას წარმოადგენს.

ეს პრობლემა არაერთი მეცნიერის თუ საზოგადო მოღვაწის ინტერესს იწვევდა. მათ

შორის პირველი კვლევა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას ფრანგ სოციოლოგ ემილ დიურკემს ეკუთვნის, რომელიც მიუთითებს სუიციდის სოციალურ ასპექტებზე.

მან, თავისი კვლევის საფუძველზე შემოგვთავაზა თვითმკვლელობის ოთხი ტიპი:


1.ეგოისტური - ეს არის დეპრესიის, ადამიანურობის დეფიციტის, სოციალური ურთიერთობების რღვევის გამო ჩადენილი თვითმკვლელობა.


2.ალტრუისტური- ადამიანი სიცოცხლეს თავისი სუბიექტური არსებობის გაუაზრებლად სპობს, მხოლოდ სხვაზე ორიენტირებულობის გამო.


3.ანომიური- წარმოიშვება მაშინ, როდესაც საზოგადოების მარეგულირებელი ძალები დანგრეულია.


4.ფატალისტური- თავს იჩენს მაშინ, როდესაც რეგულაციის გავლენა ძალზე ძლიერია.


სუიციდის სოციალურ ასპექტებში აღსანიშნავია აგრეთვე პოლიტიკური მდგომარეობა

ქვეყანაში, სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ურთიერთობა საზოგადოებასთან, თვითდამკვიდრების პრობლემა, ოჯახური მდგომარეობა და სხვა. თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ადამიანი თვითმკველობამდე მხოლოდ გარემო ფაქტორებს არ მიჰყავს, იგი

შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორებითაც. ეს მოსაზრება ეყრდნობა

იმ ფაქტს, რომ ადამიანთა 50%-ს, რომელთაც თავი მოიკლეს ოჯახის ისტორიაში ჰქონიათ სუიციდის შემთხვევა. ასვე

გერმანიის ერთ - ერთ ფსიქიატრიულ ინსტიტუტში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელსაც მარტინ კოლი ხელმძღვანელობდა აღმოაჩინეს სპეციფიკური გენი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დეპრესიულ დარღვევებსა და სუიციდურ ქმედებებს.

სუიცდის ფაქტორებად მოიაზრება ასევე სტრესი და ფანტაზია. ადამიანები იკლავენ თავს იმიტომ რომ გაექცნენ სტრესს. საინტერესო ფაქტორია ფანტაზიები სუიციდის

გამომწვევ მიზეზთა შორის. გამოყოფენ ოთხი სახის ფანტაზიას:


1. შეერთება გარაცვლილ პიროვნებასთან-სუიციდის ჩადენის მიზეზია, ადამიანი გაჰყვეს გარდაცვლილ პიროვნებას იმქვეყნად.


2.ხელახლა დაბადება- სუიციდი ხელახლა დაბადების საშუალებაა, რაც მიმდინარე პრობლემისაგან გაქცევის საშუალებას იძლევა.


3.საკუთარი თავის დასჯა- როცა ადამიანი აკეთებს იმას, რაც არ უნდა გაეკეთებინა მიმართავს საკუთარი თავის დასჯას- სუიციდს.


4.შურისძიება- ზოგი ადამიანი სუიციდს ჩადის იმისათვის, რომ სხვებმა თავი დამნაშავედ იგრძნონ.


სუიციდის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია შიზოფრენიით დაავადებულ ინდივიდებთან. ამის მიზეზია ის რომ მათ სჯერათ გარკვეული მოსაზრებების, (მაგ: ეშმაკია, არ იმსახურებს ცხოვრებას) რომლებიც უბიძგებთ მათ თვითმკვლელობისაკენ.

რა მიზეზითაც არ უნდა იყოს სუიციდის შემთხვევები გამოწვეული, განსაკუთრებული

მნიშვნელობა სწორ პრევენციულ ღონისძიებებს ენიჭებათ. ამისთვის კი აუცილებელია ხალხს მიეწოდოს ინფომაცია სუიციდის შესახებ. ეს ნიშნავს ვისწავლოთ :


1.როგირ აღმოვაჩინოთ სუიციდური ქცევის ნიშნები

2. რატომ არის მნიშვნელოვანი დახმარების მიღება

3.სად შეიძლება დახმარების მიღება


საინტერესოა, რომ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანების დახმარების წარმატებულ

გზად მიჩნეულია ფსიქოთერაპია და კოგნიტური თერაპია. ეს მათ ბევრი პრობლემის

გადაწყვეტასა და სუიციდური აზრების შემცირებაში ეხმარებათ. არსებობს ასევე სუიციდის პრევენციის ცენტრები, სადაც ხდება ადამიანების დახმარება კრიზისული სიტუაციების დაძლევაში. საქართველოში დადგენილი აღნიშნული პროგრამების ძირითადი მიზნებია: ურთიერთობის დამყარება ინდივიდთან, სუიციდის რისკის შეფასება ( რამდენად მძიმეა), ინდივიდის ძლიერი მხარეების აქტივირება, გეგმის განვითარება პრობლემის დასაძლევად.

მართალია პროგრამები არსებობს, მაგრამ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანების მცირე ნაწილი მიმართავს მათ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ადამიანები რომლებიც აცნობიერებენ თავიანთი პრობლემების მოგვარების გზებს არც ჩადიან სუიციდს. თუმცა ზოგ შემთვევაში საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს აღნიშნული ღონისძიებები.

შესაბამისად კითხვაზე შესაძლებელია თუ არა სუიციდის პრევენცია? პასუხია კიც და არაც. ბევრი გზა არსებობს დასახმარებლად, თუმცა ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,

რის გამოც ჭირს ზოგადი დასკვნების გაკეთება.

0
1611
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ქოჩიაშვილი
ანა ქოჩიაშვილი
1611
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0