x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არსებობს ისეთი რაღაცეები, რასაც ასე მარტივად ვერ ახსნი – სახალისო ისტორია
image


ფერმერი ბარში იჯდა დეპრესიული გამომეტყველებით სახეზე და სვამდა. ერთი კაცი

მივიდა მასთან და ჰკითხა: "ასეთ მშვენიერ დღეს აქ რატომ ზიხარ და თვრები?" ფერმერმა თავი გააქნია და უპასუხა: "არსებობს რაღაცეები, რასაც ასე მარტივად ვერ ახსნი."

"ასეთი რა საშინელება დაგემართა?" სერიოზულად დაინტერესდა ნაცნობი და მის


გვერდით ჩამოჯდა.

"კარგი, მოგიყვები თავს რაც გადამხდა." – უპასუხა ფერმერმა და დაიწყო: "დღეს

ჩვეულებრივ ვიჯექი ძროხასთან და ვწველიდი. როგორც კი ვედრო გავავსე, მან ასწია მარცხენა ფეხი, დაარტყა ვედროს და გადააყირავა."

"კარგი, მაგრამ ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ." - უთხრა კაცმა. "არსებობს ისეთი რაღაცეები, რასაც ასე მარტივად ვერ ახსნი." – ისევ მიუგო სასოწარკვეთილმა

ფერმერმა.

"მერე რა მოხდა?" – იკითხა კაცმა. "მისი მარცხენა ფეხი თოკით მივაბი მარცხნივ ბოძზე." – უპასუხ ამან.

"და მერე?"

" დავჯექი და დავიწყე კვლავ მისი წველა. როგორც კი პირამდე გავავსე, ძროხამ ახლა მარჯვენა ფეხი ასწია, მოუქნია ვედროს და გადააყირავა."

"ისევ?"– გაეცინა კაცს. ფერმერმა კი უპასუხა: "არსებობს ისეთი რაღაცეები, რასაც ასე

მარტივად ვერ ახსნი." "შემდეგ რა გააკეთე?" – ინტერესში ჩავარდა ნაცნობი.

"ავდექი და მისი მარჯვენა ფეხი მარჯვნივ ბოძზე მივაბი."

"და მერე?"

"ისევ დავჯექი და ხელახლა დავიწყე მისი წველა. როგორც კი გავავსე, ამ სულელმა ძროხამ ახლა კუდი მოუქნია ვედროს და მთელი რძე დაღვარა."

"რას მეუბნები, ისევ? – კაცმა თქვა და თავი გააქნია. "არსებობს ისეთი რაღაცეები, რასაც ასე მარტივად ვერ ახსნი." – კვლავ გაიმეორა ფერმერმა.

"შემდეგ რაღა გააკეთე?" – ნაცნობმა ჰკითხა.

"რადგან თოკი მეტად აღარ მქონდა, ქამარი მოვიხსენი შარვლიდან და ძროხის კუდი ზემოთ ძელზე მივაბი. ზუსტად იმ დროს შარვალი ჩამძვრა და ჩემი ცოლიც შემოვიდა...

არსებობს ისეთი რაღაცეები, რასაც ასე მარტივად ვერ ახსნი."


0
539
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0