x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508458
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი III - ადამიანის ისტორიული სამშობლო (ალტერნატიული ვერსია)

გაგრძელება


ისტორიული სამშობლო



თანამედროვე მეცნიერები დარწმუნებულიბი არიან და ჩვენც გვარწმუნებენ, რომ ადამიანების ისტორიული სამშობლო არის აფრიკა. მაგრამ, ჰოპის ტომის ინდიელებს, რომლებიც არიზონას შტატში (აშშ) ცხოვრობენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სულ სხვა ვერსია აქვთ. ისინი თავიაანთი ტომის წარმომადგენლებს, ამერიკის კონტინენტის ყველაზე ძირძველ მოსახლეებად მიიჩნევენ.

მათი თქმით, ისინი ამერიკაში მანამდე ცხოვრობდნენ, ვიდრე მეზობელი, ნავაჰოს ტომის ინდიელები, ამერიკაში “უკანა კარიდან" (იგულისხმება ბერინგის სრუტე) შემოვიდოდნენ.

ჰოპის ტომის ლეგენდის თანახმად, თავდაპირველად იყო მხოლოდ ერთი ღმერთი - შემოქმედი ტაიოვა. რომელიც უსასრულო სივრცეში იყო, დროსა და ფორმების გარეშე. მან თავისი იდეების განსახორციელებლად, შექმნა დამხმარე - სოტუკნანგა. რომელმაც ჰაერით, მიწით და წყლით შექმნა 9 სამყარო. პირველი ორი თავისთვის და ღმერთისთვის, ხოლო დანარჩენი 7 - მომავალი სიცოცხლეებისთვის.


მომდევნო ეტაპზე, სოტუკნანგამ შექმნა პირველი სამყარო. რომლის მოსაწყობად, შექმნა დამხმარე - ქალღმერთი კოკიანგვუტი. ეს იყო ქალი-ობობა, რომელმაც, თავის მხრივ, დამხმარედ, შექმნა ორი ღმერთი: ერთი უნდა ყოფილიყო ბიოსფეროს მმართველი და მასვე უნდა გაეკონტროლებინა ეკოლოგიური წონასწორობა დედამიწაზე, ხოლო მეორე, ბიოსფეროს მიერ გამოყოფილი ხმების ვიბრაციაზე იყო პასუხისმგებელი. ორივე ერთად, კი აკონტროლებდნენ დედამიწის მოძრაობას საკუთარი ღერძის ირგვლივ.


ადამიანების სამშობლო

მას შემდეგ, რაც ამ ღმერთმა დედამიწა მოამზადეს სიცოცხლისათვის, ქალღმერთმა შექმნა

მცენარეები, ცხოველები, ფრინველები და ყველაფერი დანარჩენი. დადგა ადამიანის შექმნის დრო. ქალღმერთმა გადაწყვიტა, რომ ადამიანები სოტუკნანგას მსგავსები უნდა ყოფილიყვნენ და

შექმნა ოთხი ერთნაირი კაცი, რომლებიც მხოლოდ კანის ფერით (თეთრი, შავი, ყვითელი და წითელი) განსხვავდებოდნენ. ასე წარმოიქმნა რასები დედამიწაზე. ამის შემდეგ შექმნა ცოლები ამ კაცებისათვის. თავდაპირველად ადამიანებმა ლაპარაკი არ იცოდნენ და ქალღმერთმა დახმარებისთვის ტოტუკნანგას დაუძახა, რომელმაც ადამიანებს მისცა მეტყველების უნარი, და ენა, ყველას სხვადასხვა. მისცა სიბრძნე და გამრავლების ძალა.

პირველი ადამიანები ჩვენგან გაბსხვავდებოდნენ. თავზე მათ პატარა ნახვრეტი ჰქონდათ, რომლითაც ისინი კოსმოსურ სიბრძნეს ეუფლებოდნენ. მათ არ იცოდნენ რა იყო ავადმყოფობა

და სიბერე. გავიდა დრო და ეს ადამიანები იმდენად გაამაყდნენ და გადიდგულდნენ, რომ მათი გარეულ ცხოველებსაც კი ეშინოდათ.

ღმერთ სოტუკნანგს არ მოეწონა პირველი ადამიანები და მათი განადგურება გადაწყვიტა. ღმერთმა მთელი დედამიწა ცეცხლის ალში გაახვია, რომ ადამიანები ამოეწყვიტა. მაგრამ მიუხედავად ამისა ადამიანები მაინც გადარჩნენ. მათ გამოქვაბულებს შეაფარეს თავი. ისინი

გადარჩნენ, მაგრამ შეიცვალნენ. მათ გაუქრათ “კოსმოსის კარი" და გაწყვიტეს კავშირი კოსმოსთან. დაიწყო მეორე სამყარი დედამიწაზე.

გამოქვაბულებიდან გამოსვლის შემდეგ, ადამიანებმა დაიწყეს ვაჭრობა და ერთმანეთის მოტყუება და გაჩნდა ბოროტება დედამიწაზე.

არ მოეწონა ღმერთს ის, თუ რას აკეთებდნენ ადამიანები დედამიწაზე და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მათი განადგურება. ბევრად უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა მეორე სამყაროს დასასრული. პოლუსებზე მდგომა ღმერთებმა ადგილი შეიცვალეს და დედამიწას წარღვნა დაატყდა თავს. ყველა კონტინენტი წყალმა დაფარა. მაგრამ, ადამიანების ნაწილმა მაინც მოახერხა გადარჩენა და გაჩნდა მესამე სამყარო დედამიწაზე, რომლის წარმომადგენლებმა დიდი ქალაქების შენება და სამხედრო ტექნიკის შექმნა დაიწყეს. ისინი გამუდმებით ებრძოდნენ და მტრობდნენ ერთმანეთს. ამის გამო, ღმერთმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მათი დასჯა და დედამიწას მეორე წარღვნა მოუვლინა. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც გემზე მოასწრო ასვლა და მათ უკიდეგანო ოკეანეში დაიწყეს ცურვა. ბოლოს ღმერთს შეეცოდა ისინი და ამერიკის

კონტინენტისკე აჩვენა გზა. ნაპირზე მათ კონტინენტის მფარველი სული მასაუ დახვდათ, რომელმაც მათ მხოლოდ მას შემდეგ მისცა კონტინენტზე გადმოსვლის უფლება, რაც პირობა დადეს, რომ ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებოდნენ და ძმურად იცხოვრებდნენ.

ასე დაიწყო მეოთხე სამყარო.

მეორე დღეს, მასაუმ მზესავით მრგვალი ქვა 4 ნაწილად გატეხა და დაურიგა ადამიანებს თავიაანთი ფერების მიხედვით: თეთრს თეთრი ნაწილი მისცა, შავს-შავი, ყვითელს-ყვითელი და წითელს- წითელი. ამის შემდეგ, წითელკანიანი ადამიანები ამერიკაში დარჩნენ, ხოლო დანარჩენები, სხვადასხვა კონტინენტებზე დასახლდნენ. წინასწარმეტყველების თანახმად, ოდესღაც ისინი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, რომ კვლავ გაერთიანდნენ.

გავიდა ხანი. კოლუმბის გემები ამერიკის ნაპირებს მიადგნენ და ესპანელებმა ამერიკის ათვისება დაიწყეს. ინდიელებს ეგონათ, რომ ხალხი საკუთარ სამშობლოში ბრუნდებოდა, მაგრამ თეთრკანიანებმა ყველაფერი დაივიწყეს და ინდიელებს შავი დღე აყარეს: კლავდნენ და წვავდნენ, მათ ისე ექცეოდნენ როგორც ველურ ცხოველებს. მაგრამ, ჰოპის ტომის ინდიელები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად დადგება დრო, როდესაც თეთრი, შავი და ყვითელი რასის წარმომადგენლები, თავიაანთ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდებიან და ძმები ისევ გაერთიანდებიან.



გაგრძელება იქნება

1
651
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
651
  
2015, 23 ივლისი, 10:06
Igive istoria aqvt dzvel berdznebs shemoshavebuli.... Roca dayofa gaaketes 5 saukuned.....mxolod saxelebshia cvlileba
0 1 1