x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
განსხვავებულობა ნორმაა
ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება 1994 წლიდან მიღებულია და დანერგილია საგანმანათლებლო სისტემებში, 2006 წლიდან კი მასზე გაერომაც შეიმუშავა დოკუმენტი. ინკლუზიური განათლება ეყრდნობა „ადამიანთა უფლებების კონვენციის“ ამოსავალ პუნქტებს, ითვალისწინებს რა იმ ძირითად პრინციპს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და მას აქვს უფლება მიიღოს განათლება. უფრო კონკრეტულად ამ ტერმინში მოიაზრება ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად და მათთვის ინდივიდუალური ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ესწრაფვის დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი საზოგადოების მშენებლობას ინკლუზიური განათლება აუცილებლობად გვევლინება და არა ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად. დემოკრატია ნორმად წოდებული უმრავლესობის ინტერესებს ახორციელებს, მედლის მეორე მხარეზე კი დგას უმცირესობა, რომელთა ინტერესების დაცვაც ხშირად ვერ ხერხდება. ასეთივე უმცირესობას წარმოადგენენ შშმ და სსმ ადამიანები. ასეთი პირების რაოდენობის ზრდამ კი დღის წესრიგში დააყენა მათი უფლებების აღიარებისა და დაცვის, ნორმასთან მიმართებაში მოყვანის საკითხი. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და სჭირდება განსხვავებული მიდგომა ინკლუზიური განათლების პრინციპები მისაღები უნდა იყოს როგორც შშმ და სსმ აგრეთვე ტიპიური განვითარების მოსწავლეებისთვისაც.


როგორც უკვე აღვნიშნე, ინკლუზიური განათლება ეს არის ინოვაციური მიდგომა და მისი განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საქართველოში. 2006 წლიდან საქართველო შეუერთდა ამ პროცესს და 2013 წელს მოხდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება სამოქმედო გეგმის მიხედვით შესაძლებლობების შეზღუდვის შეფასების სოციალური მოდელის პილოტირება უკვე განხორციელდა და ახლა მისი დანრეგვის ეტაპზე ვართ გადასულები. იგეგმება მულტიდისპლინირალური გუნდების ჩამოყალიბება და მათი ამოქმედება. რა თქმა უნდა მისასალმებელია ქვეყნის პროგრესი ამ სფეროში, თუმცა რამდენიმე მკვლევარი სოციალურ მოდელს აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ მას ბევრი ხარვეზი აქვს. კრიტიკული თვალით თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ სოციალური მოდელი აშკარა ლიდერია დღესდღეობით შექმნილ სხვა მოდელებს შორის.

ეს გასაგებიცაა, რადგან პირველ რიგში ინკლუზიური განათლების დანერგვისას წინ გვეღობება განსხვავებული ხედვების და არასაკმარისი ინფორმირებულობის პრობლემა. განსხვავებულმა ხედვამ სოციალურ სამართალზე შეიძლება გამოკვეთოს აშკარა წინააღმდეგობები პოლიტიკის რეალიზაციაში. ამას ემატება ისეთი საზოგადოებრივი პრინციპების განვითარება, რომლებიც აყალიბებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საპირისპიროდ მიმართულ ნეგატიურ გავლენებს. მოვლენების ასეთი განვითარებით დისკრიმინაცია რასიზმისა და სექსიზმის დონეზე ადის.
სწორედ აქ არის საჭირო პირველი დარტყმა, იმისათვის რომ ინოვაცია დაინერგოს და პრაქტიკაში შეფერხებების გარეშე განხორციელდეს აუცილებელია საზოგადოება მზად იყოს ამ სიახლის მისაღებად. სოციალური მოდელის უპირატესობები მთავრდება იქ სადაც იწყება თავად ბავშვის ფაქტორის შემცირება ან სრულიად უგულებელყოფა. რადიკალური სოციალური მოდელის მიხედვით ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი მხოლოდ გარეშე სამყაროა, იმ აზრით, რომ სწორედ ის უზღუდავს უნარებს ინდივიდებს.


როგორც Colin Low-მ (2001) განაცხადა: ‘რედუქციონიზმის კუთხით, მოსაზრება „არა მხოლოდ ინდივიდუალური“ არასწორად იქცა იდეად – „მხოლოდ სოციალური“; და „ინდივიდუალური არ არის ყველაფერი“ გადაიქცა „სოციალური არის ყველაფერი“ იდეად’. ამ მოდელზე რეაქციას წარმოადგენს ინტეგრაციული მოდელი, რომლის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ გარემო ფაქტორებთან ერთად ბავშვების საჭიროებების განხილვისას მათ სუსტ და ძლიერ მხარეებზე. გარემოსა და ბიოლოგიურ ფაქტორებს კლაუს ვედელმა მესამე ფაქტორიც დაამატა, რაშიც იგულისხმება დრო, გამომდინარე იქიდან, რომ ინტერაქციის პატერნები დროის მიხედვით იცვლება. შეუძლებელია მუდმივად ერთი ფორმულით მოქმედება, გარემოც ისეთივე ბრუნვადი და ცვლადია, როგორც ინდივიდის ბიოლოგიური დეტერმინანტები. Mithaug–ის (1998) სიტყვა ადასტურებს ამ ცვლილების რაციონალურ ბუნებას და ამბობს, რომ ‘ ამ დროისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ინკლუზიური საზოგადოება, როგორადაც წარმოდგენილი იყო 1960 – 70– იან წლებში, არ შედგება.


ბოლო ათწლეულის მანძილზე იყო ძალიან ბევრი წარუმატებლობა და მოულოდნელი უარყოფითი შედეგი’. Geoff lindseys კრიტიკულ წერილში წარუმატებლობის მიზეზად სახელდება ის, რომ ინკლუზია არის ერთ–ერთი და არა ერთადერთი ღირებულება, რომელიც უნდა დამკვიდრდეს.


გარდა მოდელის შერჩევისა ჩვენს ქვეყანაში არაერთი პრობლემა გვაქვს, რომელთა მოგვარება არა თეორიული კოცეპტების არამედ ფინანსური პრობლემების გამო ვერ ხერხდება. უნივერსალური გარემოს შექმნა ტიპიური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის მოითხოვს შენობების არქიტექტურის უამრავ სტანდარტთან შესაბამისობას. ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ სპეციალურ სკოლებში გვხვდება მცდელობა ამ სტანდარტებს მიუახლოვდნენ და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვონ შენობა. სკოლების უმრავლესობის მორგება კი მხოლოდ პანდუსებით შემოიფარგლება. საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ სპეციალური სკოლებში კი არ უნდა იყოს გარემო ადაპტირებული, არამედ ნებისმიერ საჯარო სკოლაში, რადგან ბავშვები უარით არ გაისტუმრონ, რადგან მათ გამოიყნენონ უფლება ისწავლონ საკუთარ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. რაც შეეხება საჯარო სივრცეს, იწყება მიწისქვეშა გადასასვლელების რეორგანიზაციაც, თუმცაღა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მათი რაოდენობა მცირეა. მცირეა ადამიანური რესურსიც, ამ სფეროში მომუშავე სპეციალური მასწავლებლების ან მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების სიმცირის გამო ის რაც ფურცელზე წერია რთულად გადადის პრაქტიკაში. მცირე დაფინანსება აქვს კვლევებსაც, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია არსებული პრაქტიკის პროდუქტულობის შეფასება, რადგან ინკლუზიური განათლების პროცესის საფეხურის შეფასებისა და ანალიზისათვის არც დროა საკმარისი და არც ხალხი. საქართველოში 2013 წელს ჩატარებული კვლევა ერთ-ერთია ამ სფეროში ჩატარებულ კვლევათაგან და მისი შედეგები მოწმობს, რომ აუცილებელია ინკლუზიური განათლების მონიტორინგის სისტემის შემუშავება, სისტემური მიდგომა ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემისადმი. საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით კვლავ პრობლემებია, რადგან დიდია განსვლა ტიპიური განვითარების ბავშვის მშობლების და სსსმ ან შშმ პირების მშობლების შეფასებები სასწავლო სისტემისა.

დასასრულ, მინდა გავიხსენო გრაჰამ დონალდსონის სიტყვები
„ინკლუზია არ არის მარტივი, მაგრამ არც ნებაყოფლობითია“. ინკლუზიური განათლება საერთო
დემოკრატიული ღირებულებების განვითარების და კეთილშობილური საზოგადოების ჩამოყალიბების
წინაპირობაა. სსმ და შშმ პირების მიმართ თანაგრძნობა
მათი თანასწორად აღიარებით უნდა შეიცვალოს.

0
157
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა შარაძე
ანა შარაძე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0