x
image
მანჩო 777
ყველაზე საშიში და შემზარავი ალკოჰოლური სასმელები მსოფლიოში (პირველი ნაწილი)
მოგეხსენებათ, ზაფხული მოგზაურობების და ტურისტული დასვენების პერიოდია. ამ დროს უამრავი ადამიანი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, ეცნობა რა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს, ამიტომ უმჯობესია, სანამ უცხო მხარეში ვიზიტს გადაწყვეტდეთ, ცოტა რამ მაინც შეიტყოთ იქ დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების, ტრადიციების და კანონების შესახებ, რათა შემდეგ თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი უსიამოვნებები. როგორც წესი, ეს უსიამოვნებები ხშირად დაკავშირებულია ადგილობრივი ყოფა-ცხოვრების გარკვეულ ასპექტებთან, როგორიცაა, მაგალითად, კანონები, რომლებიც მხოლოდ ტურისტებზე ვრცელდება; ადგილობრივი წეს-ჩვეულებების დარღვევა; ეტიკეტის ნორმების უგულებელყოფა და რაღა თქმა უნდა, ეროვნული კულინარიის თავისებურებების ცოდნა.


image


უსაფრთხო დასვენების მიზნით დღეს მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული ალკოჰოლური სასმელების სია, რომლებიც სრულებითაც არაა უსაფრთხო თქვენი ჯანმრთელობისათვის და რომელთა გასინჯვას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევდით.



1. "გიპლინების ოჯახური ვისკი" (Gilpin Family Whisky)



image

ჩვენი სიის პირველ ადგილზე პატივცემული ბრიტანელები არიან, კერძოდ კი ახალგაზრდა ეპიტაჟური დიზაინერი დევიდ გიპლინი, რომლის შემოქმედებამაც ნისლიანი ალბიონის კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ერთხელ ამ ახალგაზრდა ნოვატორმა წაიკითხა ძველი აფთიაქარის ისტორია, რომელმაც აფთიაქი მოხუცებულთა თავშესაფრის გვერდით გახსნა. ის ყოველდღე ყიდულობდა მოხუცების შარდს და მისგან სასწაულმოქმედ წამალს ამზადებდა.

აღფრთოვანდა რა ამ იდეით, დევიდმა გადაწყვიტა თავისი ძალები არა წამლების, არამედ სხვა, უფრო ფართო მოხმარების პროდუქტის დასამზადებლად ეცადა. ვისკის პირველი ბოთლი, სახელწოდებით " გიპლინის ოჯახური ვისკი" სწორედ დევიდის მოხუცი ბებიის შარდისაგან იყო დამზადებული, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს ვისკი ექსკლუზიურად, მხოლოდ შეკვეთით მზადდება და დალევის შემდეგ ძლიერ ღებინებას იწვევს. მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ ამ შოტლანდიურ სასმელს არაერთი მომხმარებელი ჰყავს და მათ რიგშიც კი უწევთ დგომა სასურველი სასმელის შესაძენად.


2. "თაგვების ღვინო"


image

მეორე ადგილი ჩვენს რეიტინგში სამართლიანად უჭირავს სასმელს, სახელწოდებით

"თაგვის ღვინო", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთსა და კორეაში, ამასთანავე აქ ითვლება, რომ ის თითქმის ყველა ავადმყოფობისაგან კურნავს ადამიანს.

ბრინჯის ღვინოში ყრიან 2-3 დღის ახალდაბადებულ თაგვებს, შემდეგ ჭურჭელს მჭიდროდ ახურავენ თავს და ინახავენ ბნელ და გრილ ადგილზე ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ ჭურჭელს თავს ხდიან და ჰაერზე დგამენ გასანიავებლად, რადგან მას არცთუ ისე სასიამოვნო სუნი აქვს. ამის შემდეგ ღვინო მზადაა დასალევად, თუკი გაბედავთ და ესოდენ არაორდინალურ მკურნალობაზე დათანხმდებით.


3. მოლორტი (malört)


image

მესამე ადგილი ჩვენს სიაში ტრადიციულ სკანდინავიურ სასმელს მოლორტს უჭირავს, რომელიც სკიპიდარისაგან მზადდება. რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს 35 %-იანი სასმელი, რომელსაც სკიპიდარის, მელნის და ბალზამირების სითხის სუნი აქვს, დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებში. ერთმნიშვნელოვნად მამაკაცურ სასმელს 2011 წელს მიანიჭეს "მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი ლიქიორის" წოდება. მოლორტის სუნი ადამიანს, ვინც კი მისი გასინჯვა გაბედა, ფაქტიურად ცხოვრების ბოლომდე გაყვება.


4. კოქტეილი ფეხის დამპალი თითით


image

ამ უნიკალურმა და ამავე დროს შემზარავმა კანადურმა სასმელმა ჩვენს რეიტინგში საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა.

ბარში Sourtoe Cocktail Club, რომელიც 1973 წელს კაპიტანმა დიკ სტივენსონმა გახსნა, ყველაზე გამბედავ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ გასინჯონ სასმელი, რომელშიც ფეხის დამპალი თითი აგდია. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ეს სასმელი გაჩნდა ერთი მეზღვაურის ხუმრობის შედეგად, რომელმაც თავისი ფეხის მოყინული თითი მეგობარს ჩაუგდო სასმელში. კანადურ სასმელს დალევის განსაკუთრებული წესი აქვს: თავდაპირველად ლუდის დიდ ბოკალში აგდებენ მიცვალებულის ფეხის მოჭრილ თითს, შემდეგ ჭიქას პირთამდე ავსებენ შამპანურით. ადამიანი, ვინც კი ამ სასმელის დალევას გაბედავს, შამპანურის შესმის შემდეგ აუცილებლად უნდა შეეხოს ტუჩებით თითს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლება ის კლუბის წევრად.


5. გოლდენროტი (goldenrot)


image

მეხუთე ადგილი ჩვენს რეიტინგში შვეიცარიულ სასმელს "გოლდენროტს" უჭირავს.

ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი შვეიცარიული შნაპსია დარიჩინით, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 55%-ს აჭარბებს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სასმელის ყოველი ლიტრი 15 გრამ ოქროს ბურბუშელას შეიცავს. ამ ჭეშმარიტად სამეფო სასმელის შეძენისას (თუკი მის საფასურს თქვენი ჯიბე გაწვდება) მას თან მოჰყვება სპეციალური საცერი, რომელშიც სასმელი მიღების წინ იწურება, რადგან ცნობილია, რომ მძიმე ლითონი ჯანმრთელობისათვის ძალიან საზიანოა. სნობები, რომლებიც დალევის წინ სასმელის გაწურვაზე უარს აცხადებენ, საკმაოდ ხშირად ავადდებიან კუჭის წყლულით, ყოფილა შემთხვევები, როცა ზოგიერთ მათგანს სასწრაფო ოპერაციაც კი დასჭირვებია.


6. ჩანგაა (Changaa)


image

შემდეგი ჩვენს სიაში მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ალკოჰოლური სასმელი, აფრიკული ჩანგაა. აფრიკული ჯურღმულების ყველაზე ცნობილი სასმელის სახელწოდება სიტყვასიტყვით ითარგმება, როგორც "მალე მომკალი".. მას მარცვლოვანი კულტურებისაგან ამზადებენ, ასე რომ, ერთი შეხედვით თითქოს მასში უცნაური არაფერია, მაგრამ საკმარისია გაეცნოთ მისი დამზადების სანიტარულ ნორმებსა და ეგრეთ წოდებულ აფრიკულ ტიუნინგს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. სასმელს რომ "განსაკუთრებული გემო" მიანიჭონ, დამამზადებლები მასში ამატებენ ადამიანის ექსკრემენტებს, მიწას, ნახერხს, ბენზინს, აკუმულიატორის მჟავას, ნეხვსა და სხვა ათასგვარ სისაძაგლეს.

თუკი ამ "არაჩვეულებრივი" სასმელის მიღებას მაინც გაბედავთ, მზად იყავით მეორე დღეს შოკისებური ნაბახუსევისათვის. საშინელი თავის ტკივილი, შეუჩერებელი ღებინება, სისხლიანი ფაღარათი და ჰალუცინაციები თქვენ გარანტირებული გაქვთ.



7. ჩიჩა (Chicha)


image

ჩიჩას სახელწოდებით ცნობილი ნაციონალური მცირეალკოჰოლიანი სასმელი დღემდე პოპულარულია სამხრეთ ამერიკის ხალხებში. საოცარია, მაგრამ ამ სასმელის დამზადების მეთოდი აგერ უკვე ექვს საუკუნეზე მეტია, ინკების დროიდან მოყოლებული, ოდნავადაც არ შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩიჩა ყოველთვის ითვლებოდა წმინდა სასმელად და მას მხოლოდ და მხოლოდ ქალები ამზადებდნენ: სიმინდის ფქვილისაგან წინასწარ გამომცხვარ პურს (ანუ მჭადს) ქალები გულმოდგინედ ღეჭავენ, რომ ნერწყვმა ის კარგად დაარბილოს; ნერწყვი პურში არსებულ სახამებელს შაქრად გარდაქმნის, მიღებულ მასას აფურთხებენ სპეციალურ ჭურჭელში, უმატებენ თბილ წყალს, კარგად მოურევენ, წურავენ, ბოთლებში ასხამენ და ბნელ ადგილას ინახავენ.



8. გველებისაგან დამზადებული ღვინო


image

მერვე ადგილი ჩვენს რეიტინგში დაიკავა ტრადიციულმა ვიეტნამურმა ღვინომ სახელწოდებით "გველის ღვინო". დღისათვის არსებობს ამ სასმელის დამზადების ორი მეთოდი:

ა) ბრინჯისაგან დამზადებულ ღვინოში ათავსებენ შხამიან გველს, - სწორედ გველის შხამი, რომელიც ნეიტრალდება ეთანოლით, წარმოადენს ამ ღვინის მთავარ "ღირსებას". ძველთაგანვე ვიეტნამში გველი სიბრძნის ეტალონად ითვლებოდა, ხოლო ადგილობრივების აზრით, გველის ღვინის შესმა ადამიანს ჭკუას და სიბრძნეს მატებდა. როგორც წესი, ამ სასმელს ვიტნამელები "ახალისებენ" ათასგვარი მწერებითა და ქვეწარმავლებით: ამატებენ მასში ტარაკანებს, მკვდარ ფრინველებს, მუხლუხოებსა და კუებსაც კი .

ბ) გველის ღვინის დამზადების მეორე ხერხი შემდეგნაირია: ახალმოკლულ გველს ფატრავენ და მის სხეულიდან გამოსულ სითხეს ბრინჯის ღვინოში ასხამენ, ხოლო შემდეგ ამ სასმელს მცირე ულუფებად სვამენ...(ამ სიტყვების წერისას, თქვენი არ ვიცი და მე ჟრუანტელმა დამიარა, იმდენად საზიზღრად მომეჩვენა ეს ეგრეთ წოდებული "ლიქიორი". მის დალევას არანაირი საზღაურის ფასად არ დავთანხმდებოდი)..


(პირველი ნაწილის დასასრული)

10
2611
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2611
  
2016, 10 მაისი, 23:04
თქვენ დაწერეთ რამე აზრიანი და სიამოვნებით წავიკითხავ :)
2015, 23 ივლისი, 17:02
უკვე დაწერე? აბა ვნახავ მაგრამ მგონია იქაც ვერ ჩავალ ბოლოში :)
2015, 23 ივლისი, 17:00
მეორე ნაწილი უფრო კარგია., თაკო :DDD
2015, 23 ივლისი, 16:58
ვერ ჩავედი ბოლომდე ლამის ცუდად გავხდი :(
2015, 22 ივლისი, 0:41
ვიცი:):):):)
2015, 21 ივლისი, 8:06
გეხუმრეეეე:*
2015, 21 ივლისი, 0:35
ასეთი რა გაწყენინე:):)')')')
2015, 20 ივლისი, 22:54
აბა რომელი ჩამოგისხა?:)
2015, 20 ივლისი, 22:41
წაკითხვაც საკმარისია:):):):):):):):)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10