x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ დავმალოთ ზედმეტი წონა ტანსაცმლის საშუალებით?! (მოდური რჩევები)

image

ის რომ ადამიანს ზედმეტი წონა აწუხებს, სულაც არ ნიშნავს, რომ არ შუძლია ზღაპრულად გამოიყურებოდეს. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მოდა ის არის რაც გიხდება. ჩაცმისას კი მთავარია სამოსში თავს კომფორტულად გრძნობდეთ. მათ კი, ვისაც წონის გამო კომპლექსები აქვთ და ერთფეროვან ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას, მინდა ვუთხრა, რომ მოიშორონ კომლექსები, შეიმოსონ შესაფერისად და უფრო მომხიბვლელები გახდნენ. სწორედ ამიტომ, მე გასწავლით რამდენიმე ხერხს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ არასურველი წონის დაფარვას.image1) შეარჩიეთ ტანისამოსი სწორად!
იცოდით, რომ ზედმეტი წონის დამალვა მხოლოდ ფერებისა და ფორმების სწორად შერჩევითაც არის შესაძლებელი?!
* მუქი ფერები მალავს, ხოლო ნათელი ფერები ხაზს უსვამს. ასე, რომ თუ მოგწონთ თქვენი წელი, გაიკეთეთ მასზე ნათელი ფერის (მაგ. თეთრი, კრემისფერი..) ქამარი. ხოლო თუ გსურთ დამალოთ თქვენი ქვედა ნახევარი, შეიმოსეთ მუქი ფერის (მაგ: შავი, ყავისფერი..) შარვლით და ღია ფერის მაისურით.image* სამოსი დიდი ორნამენტებით, გამოგაჩენთ უფრო მსუქანს, ხოლო პატარა ორნამენტებით, შედარებით გამხდარს.image* მოერიდეთ ტანსაცმელს ჰორიზონტალური ხაზებით. განივი ზოლები კიდევ უფრო დიდს აჩენს, ამიტომ "ფუმდულა" ქალბატონებმა აქცენტი უფრო გრძივ ზოლებზე უნდა გააკეთონ.image2) მოირგეთ თეთრეული სწორად!
მართალია, რომ სწორად შერჩეულ საცვლებს შეუძლია თქვენი სხეული ბევრად უფრო მოხდენილი გახადოს. აი რამდენიმე რჩევაც:
* მიაქციეთ ყურადღება ბიუსტჰალტერის ზომას. მნიშვნელოვანია, რომ ის ზუსტად გერგებოდეთ. რათა მეტად ახალგაზრდული გარეგნობა გქონდეთ.
* იმისათვის რომ ნაწილობრივ დამალოთ მენჯებისა და ბარძაყების ნაწილი, ატარეთ ტოტებიანი, გრძელი და ვიწრო საცვლები. image3) სამკაულები და აქსესუარები!
ლამაზი და უჩვეულო სამკაულები და აქსესუარები არამარტო გაამრავალფეროვნებს თქვენს გარდერობს, არამედ დაგეხმარებათ, რომ უფრო გამხდარი გამოჩნდეთ.
* დიდი წონის ქალბატონებმა, დიდი ზომის და კარგად გამოკვეთილი სამკაულები უნდა ატარონ, რადგან პატარა საყურეებს და გულსაკიდებს ხიბლი დაეკარგებათ.image* დიდი ხელჩანთა შესახედად უფრო გამხდარს გამოგაჩენთ, პატარა კი პირიქით.
image* კარგად შერჩეული ფეხსაცმელიც სილამაზის საწინდარია. მაგალითად “საცხენოსნო სტილის'' ჩექმა გვაძლევს წვრილი ფეხების ილუზიას.imageდა ბოლოს, შიყვარეთ საკუთარი თავი და მაშინ შეგიყვარებენ სხვები ისეთს, როგორიც ხართ.

0
972
8-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
972
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0