x
image
K.P.
მამულიჩას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება! პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა
image
გუშინ, 18 ივლისს გამთენიისას ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი იგივე მამულიჩა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ კი სასამართლოს დღის ბოლომდე მიმართავენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

260

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, –


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე.

262

1. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

როგორც ირკვევა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კახა მამულაშვილს ექვსიდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტ სასჯელის ზომას კი მოსამართლე განსაზღვრავს შინაგანი რწმენი საფუძველზე.image

შეგახსენებთ რომ, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1, 15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0, 2048 გრ. კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.imageimage

0
1876
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1876
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0