x
image
მანჩო 777
რა დაემართება ადამიანს, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში არ დაიძინებს?
ძილი რომ ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს აქსიომაა და ყველამ კარგად ვიცით. უძილობა საშინლად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და შეიძლება ადამიანი ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მიიყვანოს. მოდით გავარკვიოთ, რა დაემართება ადამიანს, თუ ის რამოდენიმე დღე-ღამის განმავლობაში არ დაიძინებს.



image





პირველი დღე



image

თუ ადამიანი მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ვერ მოახერხებს დაძინებას, ეს მის ჯანმრთელობაზე დიდ ზეგავლენას არ მოახდენს, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე გაგრძელებული სიფხიზლე დაკავშირებულია ორგანიზმის ცირკადული ციკლის დარღვევასთან, რომელიც ადამიანისათვის ბიოლოგიური საათის როლს ასრულებს. მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანის ბიოლოგიურ საათზე პასუხისმგებელია თავის ტვინში მდებარე 20 ათასამდე ნეირონი. ეს ცირკადული ციკლები სინქრონიზაციაშია დღე-ღამის 24-საათიან სინათლის ციკლთან და დაკავშირებულია ტვინის აქტივობასა და ნივთიერებათა ცვლასთან, ამიტომ თუნდაც ერთი ღამით ძილის გამოტოვება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც არღვევს ორგანიზმის სისტემის მუშაობას.

თუ ადამიანი 24 საათის განმავლობაში უძილარია, ის პირველ რიგში, იგრძნობს დაღლილობას და რა თქმა უნდა, შეექმნება მეხსიერებასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები, თუმცა ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა მას არ ემუქრება.


მეორე-მესამე დღე


image

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ორი-სამი დღე ვერ ახერხებს დაძინებას, დაღლილობასა და მეხსიერების დაქვეითებასთან ერთად თავს იჩენს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, აზრების და მხედველობის კონცენტრაციის გაძნელება. ნერვული სისტემის დაძაბულობის გამო ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ნერვული ტიკები (უნებლიე მოძრაობები). ტვინის წინა ნაწილის მუშაობის დარღვევის გამო ადამიანს ეთიშება კრეატიული აზროვნების უნარი და მისი მოქმედება ხდება იმპულსური, ერთფეროვანი.

ტვინის გართულებების გარდა, აჯანყებას იწყებს აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემაც: ეს დაკავშირებული იმასთან, რომ სიფხიზლის ხანგრძლივი პერიოდი ორგანიზმში ააქტიურებს დამცავ ევოლუციურ მექანიზმს. ადამიანს ამ დროს უძლიერდება მადა, ამასთანავე ორგანიზმი ითხოვს მარილიან და ცხიმიან საკვებს. სტრესული სიტუაციის საპასუხოდ ამოქმედდაბა ცხიმების დაგროვების ფუნქცია და გაძლიერდება ჰორმონების გამომუშავება, რომლებიც პასუხს აგებენ უძილობაზე. ამ პერიოდში, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ძალიანაც რომ მოინდომოს, ადამიანი დაძინებას უკვე ვეღარ ახერხებს.



ეოთხე-მეხუთე დღე


image

ოთხი-ხუთი დღის უძილობის შემდეგ ადამიანს უკვე უჩნდება ჰალუცინაციები, ის საშინლად გაღიზიანებულია და აღგზნებული. მეხუთე დღეს უკიდურესად სუსტდება ტვინის მოქმედება, ნეირონების აქტივობა დაქვეითებულია ქვედა ზღვრამდე. ადამიანს მკვეთრად უქვეითდება ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური ნიჭი და მას უმარტივესი გამოთვლების შესრულებაც კი აღარ შეუძლია. ტვინის ნათხემის ნაწილის ფუნქციის დაქვეითების გამო ადამიანის მეტყველება დანაწევრებული და უაზრო ხდება, მას უჭირს გამართულად მეტყველება და სიტყვების წარმოთქმა.


მეექვსე-მეშვიდე დღე


image

უძილობის მეექვსე-მეშვიდე დღეს ადამიანი უკვე აღარ ჰგავს თავის თავს, მას დაკარგული აქვს უწინდელი სახე. მისი მოქმედება არაპროგნოზირებადია, ხოლო ჰალუცინაციები შეიძლება იყოს როგორც მხედველობითი, ასევე სმენითი.



image


უძილობაში მსოფლიოს ოფიციალურ რეკორდსმენად ითვლება ამერიკელი სტუდენტი რენდი გარდნერი-მას არ უძინია 254 საათი ანუ 11 დღე-ღამე. უძილობის მეექვსე დღეს მას დაეწყო სინდრომები, რომლებიც ტიპიურია ალცჰაიმერის დაავადებისათვის, ჰქონდა ძლიერი ჰალუცინაციები და განუვითარდა პარანოია. მას საგზაო ნიშნები ადამიანები ეგონა და ჰქონდა აკვიატებული შიში იმისა, რომ რადიოწამყვანს მისი მოკვლა სურდა.

გარდნერს აღენიშნებოდა კიდურების უნებლიე მოძრაობები, მას არ შეეძლო გამართულად მეტყველება და უმარტივესი ციფრების შეკრება-გამოკლება; უფრო მეტიც, მას მაშინათვე ავიწყდებოდა, თუ რა დაავალეს ათიოდე წამის წინ.

უძილობის მეშვიდე დღეს ორგანიზმის ყველა ფუნქცია განიცდის სერიოზულ სტრესს, ტვინის ნეირონები აჩერებენ მუშაობს, გულის კუნთები უკიდურესობამდე დუნდება, იმუნიტეტი წყვეტს ვირუსებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო ღვიძლი ვეღარ უძლებს საშინელ დატვირთვას.

უძილობის მერვე-მეცხრე დღეს ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ტვინის ფუნქციის საბოლოდ გათიშვის გამო.


image


საერთო ჯამში, ასეთი ექსპერიმენტები ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს და არ ღირს მათი ჩატარება. ასე, რომ აუცილებლად იძინეთ დღე-ღამეში 6-7 საათი და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას!


0
747
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0