x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველაზე ძველი, მაღალი და განიერი ხეები მსოფლიოში

ხე ხანგრძლივად მცხოვრები მცენარეა, რომელსაც მრავალწლოვანი გახევებული ღერო და ფესვები აქვს. ხე ისევე როგორც ქვა წარმოადგენს ბუნებრივ მასალას, რომელიც არის სხვადასხვა გამოსახულების შემნახველი. მკვლევარების მიხედვით, ხემ უბიძგა ხელი დამწერლობის განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, უძველესი დროიდან ხე სიცოცხლესთან ასოცირდება.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძველ, მაღალ და განიერ ხეებს მსოფლიოში.imageუძველესი ხე მსოფლიოში: ძველი ჯიკო (9, 550 წლის)
უძველესი ინდვიდუალური კლონური ხე მსოფლიოში, რომელიც 9.500 წელს აღწევს. ეს ნორვეგიული ნაძვი მდებარეობს ფულუჯალეტის მთის დალარნას პროვინციაში, კერძოდ შვედეთში. ხე აღმოაჩინა ფიზიკა-გეოგრაფიის პროფესორმა ლიფ ქოლმენმა და თავისი ძაღლის სახელი "ძველი ჯიკო" მანვე უწოდა.imageხე სიმაღლით 5 მეტრია და ძნელი წარმოსადგენია, რომ ის უძველესი ორგანიზმია, რადგანაც “ძველმა ჯიკომ'' წამრატბით გაუძლო ჟამთა ბრუნვას და ამ ხნის მანძილზე არსებულ ყველა კლიმატს.
მეცნიერებმა სხვა უძველესი ხეებიც გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ 8, 000 წელი მაქსიმალური იყო მათი წლოვანებისთვის. სწორედ ამიტომ არის “ძველი ჯიკო'' განსაცვიფრებელი.
უმაღლესი ხე მსოფლიოში: ჰიპერიონი (115, 6 მეტრი)
ჰიპერიონი აღმოაჩინეს 2006 წლის 25 აგვისტოს, ნატურალისტებმა კრის ატკინსმა და მაიკლ ტეილორმა, შორეულ რეგიონში (კალიფორნიაში). ის დაახლოებით 700-800 წლისაა. ვარაუდობენ, რომ ხე უფრო მაღალი იყო, რადგან კოდალას დაზიანებები ძალიან მაღლა არის აღმოჩენილი.imageვარაუდობენ, რომ არსებობდა ჰიპერიონზე მაღალი ხეები, თუმცა ისინი ან ადამიანის მსხვერპლნი გახდნენ, ან კლიმატის.
სამწუხაროდ ჰიპერიონის ხარისხიანი და თვალსაჩინო ფოტო ძალიან ცოტა გვაქვს, მისი სიმაღლის გამო, თუმცა იხილეთ ფოტო და წარმოდგენა შეგექმნებათ ბუნების ამ სასწაულზე.imageყველაზე განიერი ხე მსოფლიოში: არბოლ დელ ტული (დიამეტრი - 11, 62 მეტრი)
მექსიკის ქალაქ სანტა მარია დელ ტულში არსებული კვიპაროსის ხე კი ყველაზე ფართოა დედამიწის ზურგზე. imageხე დაახლოებით 1400 წლისაა. მისი ფორმა იმდენად უცნაურია, რომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ, იყო გაერთიანებული ერთი და იგივე ჯიშის ხე, თუ არა. მაგრამ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ ხე მართლაც ერთია. სამწუხაროდ, აღმოაჩინეს, რომ ხე ნელ-ნელა კვდება ძლიერი დაბინძურებისა და წყლის დეფიციტის გამო.image

1
1526
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1526
  
2015, 27 აგვისტო, 9:58
კარგი სტატიაა ყოჩაღ ავტორო!
0 1 1