x
image
K.P.
"მე ვარ პროვოკატორი და დამნაშავე"-გოგონა, რომელმაც სასულიერო პირთან მიმოწერა გამოაქვეყნა საკუთარ საქციელს ნანობს
image


რამდენიმე დღის წინ მოქალქე მარიამ მღებრიშვილმა სასულიერო პირთან, მამა იასონ შარიქაძესთან არსებული მიმოწერა გაასაჯაროვა. ახალი სკანდალი აგორდა, საზოგადოების დიდი ნაწილი გოგონას დაუპირისპირდა და ამტკიცებდნენ, რომ მისი მიზანი ეკლესიისა და სასულიერო პირებისადმი უნდობლობის გაღვიძება იყო. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, მიმეგობრდება მამაო, შემოდის დიალოგში - მთხოვს მასთან მივიდე ტაძარში, რათა მოგვიანებით ერთად დავათვალიეროთ მიმდებარე ტერიტორია.. ეს არის ამაზრზენი და ყოვლად აუტანელი, მამა იასონი მამა დავითის ტაძარში მსახურობს, მთაწმინდაზე. მის ყველა მონაწერს ვერ დავდებ, მერიდება... მიდი და ჩააბარე აღსარება ასეთებს!!!-წერდამარიამი.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ გოგონა გაკიცხა, ის საკუთარ აზრზე რჩებოდა და ამტკიცებდა, რომ მას არც არაფერი დაუშავებია: "ჩემს გვერდზე დავდე ის, რაც არ მიმაჩნდა სწორად. მამაო სოციალურ ქსელში არ უნდა იხმობდეს გოგოებს წირვაზე და ეკითხებოდეს ფინანსურ მდგომარეობას და პირად ამბებს. საბოლოოდ ტელეფონის ნომერი მოითხოვა, როგორ თუ არ მივედი მასთან, გამიბრაზდა. უარყოფით კომენტარებს არც ვაქცევ ყურადღებას, ტყუილად იხარჯებით. აქ თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, მაგ ანაფორიან კაზანოვას და არა მე! საკუთარი აზრის გამოთქმისა და დაფიქსირებოს უფლება ყველას აქვს, მათ შორის მეც. ვინც მაკრიტიკებთ და ამბობთ, რომ საერთოდ არ ვარსებობ - ვარსებობ! ან რამეს ვარ აცდენილი - ეს თქვენ ხართ აცდენილები. სანამ თქვენს ახლობელს არ შეეხება სხვისი გულთან არ მიგაქვთ, აი ეს არის თქვენი პრობლემა".image

დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. მარიამი მომხდარს ნანობს და ამტკიცებს, რომ ჩვეულებრივ მიმოწერას ამხელა სკანდალი არ უნდა გამოეწვია. "მე არც იეღოველი ვარ და არც ათეისტი, ვერ მოვზომე რა რეაქცია შეიძლება მოყოლოდა ჩემს პოსტს. ბევრმა ახსენა და მართლაც შეიძლება ამ მამაოს სახელით სხვა სარგებლობდა. ყველა შემთხვევაში დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ძალიან ვწუხვარ, გულწრფელად ვინანიებ და არ ვიცი როგორ გამოვსაწორო...


არაფერი ისეთი არ იყო თუნდაც მაგ მიმოწერაში, რომ ეს ამბავი ამტყდარიყო. ადამიანმა უბრალოდ მითხრა ტაძარში მოდიო და არ იყო საჭირო ამის გასაჯაროვება. ამ შემთხვევაში მე ვარ პროვოკატორი და დამნაშავე. უბრალოდ არ მეგონა ეს ამბავი თუ მოყვებოდა ერთ უბრალო მიმოწერას, და ისიც არ ვიცი ვინ მწერდა იმ მამაოს სახელით, შეიძლება სულაც სხვა იყო... სისულელე გავაკეთე მოკლედ.. ის პოსტები რომ აიტაცეთ ამბები.გე და ნიუს პოსტმა, ეგებ ესეც გააზიაროთ. მხოლოდ იმას ნუ წერთ რაც თქვენ გაწყობთ!"-წერს მარიამი სოციალურ ქსელში. საინტერესოა, რატომ შეიცვალა ახალგაზრდა ქალბატონმა აზრი?!

image

2
1031
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1031
  
2015, 23 ივლისი, 23:29
შეაცვლევინეს..საზოგადოების ზეწოლა..თუმც აბევრს ნელენელა ეხილება თვალი და ხედავენ რა "ანგელოზებიც"ა რიან მღვდლები
2015, 19 ივლისი, 12:59
სლექალა
0 1 2