x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ბიძინა ივანიშვილი ფოთში თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრო
image ფოთში "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის" გახსნას რომელიც წელს პირვლად ტარდება, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.









image
"რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის "დღეს" ორგანიზებით იმართება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონული თეატრების და ქართული დასების წარმომადგენლები.

image


ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მსახიობები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ფესტივალი პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრმა გახსნა.

image
მათ სპექტაკლი "ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ" წარადგინეს. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" 25 ივლისს დაიხურება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე 21 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

image
image


0
275
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0