ფოთის მერმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო
2015, 18 ივლისი, 13:15
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" ინიციატივით ფოთში, კლინიკურ საავადმყოფოში, სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციაში "ქართული ოცნების " ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრებთან ერთად პარტიის თავმჯდომარე, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, საქალაქო სამსახურისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ. აქციაზე 70-მდე მოხალისე დონორმა გაიღო სისხლი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
ფოთში განხორციელებულ სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს საქართველოს სისხლის ბანკის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა.