x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
Account-bot

image აღმოჩენა არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორი აღრიცხვაა. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, ბიზნესმენმა ყოვეწუთას აკონტროლოს თავის საწარმოს ფინანსური მდგომარეობა. ამ მიზნით შევქმენით ვებ-გვერდი account-bot.com.
საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამები საკმაოდ დიდი რაოდენობით არსებობს საქართველოში. თუმცა ვებ სივრცეში ეს სფერო აუთვისებელია. account-bot პროგრამის შექმნის იდეა, გარკვეულწილად, rs.ge-ს არსებობამ განაპირობა. account-bot ინტეგრირებულია rs.ge-სთან. პროგრამის rs.ge-სთან ინტეგრირების პროცესში აქტიურად გვეხმარებოდა შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ცენტრის უფროსს ბ-ნ ნოდარ
კაკრიაშვილს და მის თანამშრომლებს.
account-bot პროგრამა მომხმარებელს სრულ კონფიდენციალობას სთავაზობს. ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლის მიხედვით, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელი კომპანიის აღრიცხვა წარმოებს. პროგრამაში სამუშაოდ არაა აუცილებელი სპეციალური განათლების მიღება; მისი მოხმარება შეუძლია ყველას, ვინც facebook-ის დონეზე იცის კომპიუტერთან ურთიერთობა. პროგრამა არ მოითხოვს ინსტალაციას და იგი ხელმისაწვდომია ყველგან, სადაც ინტერნეტია.
გარდა იმისა, რომ პროგრამა უზრუნველყოფს სალაროს, დებიტორების და კრედიტორების, საქონლის ნაშთის ზუსტ აღრიცხვას, მომხმარებელს უკვე მზად აქვს მზა პროდუქციის ელექტრონული კატალოგი, რომელიც შესაძლებელია გამოჩნდეს მომხმარებლის პირად ვებ-გვერდზე და იმუშავებს როგორც ინტერნეტ-მაღაზია. პროგრამაში გათვალისწინებულია პროდუქციის მარტივი და მოსახერხებელი კოდირების სისტემა, რომელიც აადვილებს სააღრიცხვო საქმიანობას.
მწარმოებელი კომპანიებისათვის, მზა პროდუქციის გვერდზე წარმოების ფუნქციაში, სრულიად მარტივად გამითვლება შექმნილი პროდუქციის ან მომსახურების თვითღირებულება.
პროგრამის ერთერთ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ სახელმწიფო გადასახადების აღრიცხვა (დღგ, საშემოსავლო და ა.შ.) იწარმოებს ონლაინ რეჟიმში. ანუ, ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებისას (ყიდვა, გაყიდვა, ხელფასების გაცემა და ა.შ.), მაშინვე აისახება პროგრამის სახელმწიფო გადასახადების გვერდზე. პრაქტიკულად ყუველთვიური დღგ-ს და საშემოსავლოს დეკლარაცია მომხმარებელს მზად აქვს. მომავალში, თუ შემოსავლების სამსახური ამაზე დათანხმდება, ჩვენი პროგრამის მომხმარებელს აღარ მოუწევს დეკლარაციების ჩაბარება, რადგან შესაძლებელია საგადასახოდოსთან მუდმივად ონლაინ რეჟიმში ანგარიშსწორება. ასევე, კომბინირებულია ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა; თუ კომპანია დღგ-ს გადამხდელია, ზედნადებთან ერთად rs.ge-ზე ავტომატურად აიტვირთება ანგარიშ-ფაქტურაც.
მომავალში დაგეგმილი გვაქვს დავამატოთ ეკონომიკური ანალიზის ფუნქციები, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს სწორად დაგეგმოს თავისი ბიზნეს საქმიანობა. თანამედროვე მძაფრი კონკურენციის პირობებში გამარჯვების ერთერთი წინაპირობაა ბიზნესის სწორად დაგეგმვა და მაქსიმალურად ზუსტი აღრიცხვა. ჩვენი პროგრამა „იძულებულს“ ხდის მეწარმეს უფრო მეტი შეისწავლოს თავის საქმიანობის სფეროში, რათა მისი ბიზნესი კონკურენტუნარიანი იყოს.

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0