x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ზვიად გამსახურდიას მკვლელობა გაიხსნა?!
რამდენიმე წუთის წინ, კონსტანტინე გამსახურდიამ გაავრცელა იმფორმაცია, რომ ის და გიორგი გამსახურდია შეხვდნენ პროკურორის მოადგილეს ბ-ნ ირაკლი შოთაძეს და საგამოძიებო ნაწილის უფროსს ბ-ნ მამუკა ვასაძეს.

შეხვედრის თემა იყო ზვიად გამსახურდიას იდუმალებით მოცული გარდაცვალება.ზვიად გამსახურდია

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შექმნილია ახალი საგამოძიებო ჯგუფი მას შემდეგ, რაც რეზო ზარანდია აღარ არის პასუხისმგებელი ამ საქმეზე და აღნიშნეს, რომ 1994 წლიდან ჩატარებული გამოძიება სრულიად არადამაკმაყოფილებელია. უკვე განხორციელებულია პირველი ექსპერტიზები ამოღებულ ნივთებზე, ასევე დათვალიერებულია ლუდმილა და კარლო ღურწკაიების სახლი სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც ასევე ჩატარებულია კრიმინალისტიკური მოკვლევა. დადგენილია მოწმეების სია, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიკითხონ, მომზადებულია იურიდიული საფუძვლები ბესარიონ გუგუშვილის დასაკითხად ფინეთში, რაც უნდა განხორციელდეს იმ სამართლებრივი პრაქტიკიდან, რამაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის უმტკივნეულოდ დაარეგულიროს ეს საკითხი. ასევე განიხილება, თუკი ეს საჭირო გახდება, ცხედრის ხელახალი ექსგუმაციის საკითხიც.

პროკურატურის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქმე ფაქტობრივად დაშლილი დახვდათ. მასში ჩაკერებულია მაგალითად, მოკვლევა აფხაზეთის ომის დაწყების თემაზე, ასევე მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტების საკითხი თბილისში 1992 წელს.


მათ მიერ 2011 წლის თებერვალში გაგზავნილი მასალებიდან მხოლოდ ერთი ნაწილია თავის ადგილზე. თუ რატომ მოხდა ასე, პროკურატურის წარმომადგენლებს ამაზე პასუხი ჯერ არა აქვთ.

ისაუბრეს იმ რამოდენიმე ადამიანზეც, ვისაც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ინფორმაციები შეიძლება ჰქონდეთ ჯიხაშკარი-ხიბულა-ჯაღრას ტრაგედიაზე. გასაგებ მიზეზთა გამო მათი კომისიის მხრიდან კონტაქტი ამ ადამიანებთან ვერ მოხერხდა 2010-2011 წლებში.

"შეხვედრა იმედისმცემი იყო"-წერს კონსტანტინე გამსახურდია

1
3373
5-ს მოსწონს
ავტორი:დარეჯან დეკანოიძე
დარეჯან დეკანოიძე
3373
  
2018, 21 იანვარი, 0:59
საინტერესო სტატიაა, ძალიან მომეწონა.
არ უნდა ამას კომისიები, ნებისმიერი სამხედრო იტყვის თუ რამხელა უკუცემა აქვს მხარზე მისაბჯენი "სტეჩკინის" ბუდის გარეშე ამ ავტომატურ პისტოლეტს, წონაც შთამბეჭდავი აქვს.
1. დახურულ ოთახში ბატონ გუგუშვილს და დაცვის ელჭექის დროს წარმოქმნილი გრგვინვის ხმა უნდა გაეგოთ, ისეთ ხმაზე იგრიელებდა ეს პისტოლეტი დახურულ ოთახში.
2. როგორ მოხდა, რომ პრეზიდენტს გასროლის მერე ხელში შერჩა საკმაოდ მძიმე პისტოლეტი, რომელიც მიბრჯნით ისროლა ვიღაცეების აზრით? ახლო მანძილიდან გასროლისას პისტოლეტიდან გამოსული აირი, რომელიც დაეჯახებოდა პრეზიდენტის თავს უკუაგდებდა იმ ხელს, რომელშიც ეკავა პისტოლეტი პრეზიდენტს და პისტოლეტიც ხელში არ შერჩებოდა.
დაცვა და გუგუშვილი ტყუიან ცალსახად, როგორ მოახერხა გუგუშვილმა ბათუმში ჩასვლა, როცა ყოველ 100 მეტრში ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას აჩერებდნენ?
გუგუშვილმა, დაცვამ და დამატებით რამდენიმე პირმა ზვიადის გაცემით მიიღო უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის გარანტია, 3 უერთგულესი მცველი კი ადრევე მოიშორეს დაბა ჯვართან და დღესაც დაკარგულებად ითვლებიან.
0 1 1