x
image
natia.a
7 ექსპერიმენტი, რომელიც დაგვანახვებს, რა ცოტა რამ ვიცით საკუთარ თავზე



ზოგჯერ გვეჩვენება, რომ საკუთარ ხასიათზე ყველაფერი ვიცით და ნებისმიერ მოქმედებაზე წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ როგორ მოვახდენთ რეაგირებას. მაგრამ სინამდვილეში ბევრი ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ჩვენ ფსიქიკა იმაზე გაცილებით რთულადაა მოწყობილი, ვიდრე ჩვენ გვგონია. სტატიაში წარმოგიდგენთ 7 მაგალითს იმისა, რომ ადამიანის ბუნება გაცილებით ძლიერია, ვიდრე აღზრდა და ჩვენს ხასიათში გაცილებით მეტი რამ არის დაფარული, ვიდრე ჩვენ გვგონია.


1. ჩვენ თავად შეგვიძლია ბევრ რამეზე ვუბიძგოთ საკუთარ თავს.

image

2000 წელს მხატვარმა მარკო ევარისტიმ წარმოადგინა პერფორმანსი. გალერეაში მისულ
დამთვალიერებლებს დახვდათ ათი ბლენდერი, რომელთაგან თითოეულში ცურავდა ოქროსფერი თევზი. სტუმართაგან ნებისმიერს შეეძლო გაენადგურებინა თევზი ბლენდერზე თითის ერთი დაჭერით.

ერთი საათის შემდეგ ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ღილაკს თითი დააჭირა. მაშინვე გამორთეს დენი და მოვიდა პოლიცია. გალერეის დირექტორი დაადანაშაულეს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში და დააჯარიმეს.


2. ჩვენ რეალობას აღვიქვამთ იმის მიხედვით, თუ რა წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე
image
1993 წელს მეცნიერებმა ოჰაიოს შტატიდან ჩაატარეს შემდეგი ესქპერიმენტი: რამდენიმე ქალს სახეზე გაუკეთეს ღრმა და ძალიან მახინჯი შრამების ამსახველი გრიმი. ჩაახედეს სარკეში და უთრეს, რომ ამ სახით უნდა შეხვედროდნენ უცნობ ადამიანს. ამის შემდეგ სახეზე ვითომდა დამცავი კრემი წაუსვეს, სინამდვილეში კი შრამები მოაშორეს და სახე ჩვეულებრივად გაუსუფთავეს, ისე, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს ამის შესახებ არაფერი უთხრეს.

შეხვედრის შემდეგ ქალების უმრავლესობამ განაცხადა, რომ სახეზე არსებული შრამის გამო სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია განიცადეს და ის სიტყვები და მოქმედებები
გაიხსენეს, რომლებიც თანამოსაუბრეებმა გამოიყენეს ვითომდა მათი შეურაცხყოფისთვის.

მგვარად, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში არც ერთ მათგანს სახეზე არავითარი შრამი არ ჰქონდა, მხოლოდ ცოდნა იმისა, რომ სახე დამახინჯებული იყო აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ თავი დისკრიმინაციის მსხვერპლად ეგრძნოთ.


3. ბევრ რამეს ვერ ვამჩნევთ საკუთარი თავის ირგვლივ
image
ამ ექსპერიმენტში მსახიობი მიდიოდა გამვლელთან და სთხოვდა მიესწავლა გზა. სანამ
გამვლელი უხსნიდა, მოსაუბრეებს შორის გაივლიდნენ მუშები, რომლებსაც კარი მიჰქონდათ და რამდენიმე წამით ისინი ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. ამ დროს მსახიობს ცვლიდნენ და როცა მუშები ჩაივლიდნენ, გამვლელის წინაშე სხვა ადამიანი აღმოჩნდებოდა, რომელიც წინა მსახიობისგან ყველაფრით განსხვავდებოდა.
მიუხედავად ამისა, გამვლელთა უმრავლესობა ვერ ან არ ამჩნევდა ცვლილებას და
განაგრძობდა მიმართულების სწავლებას.

ეს არის ე.წ. „ცვლილებების მიმართ სიბრმავე“, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შერჩევითად მოქმედებს ჩვენი აღქმა.


4. ნებისყოფა პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს წარმატებებზე
image
ექსპერიმენტი, სახელწოდებით „ზეფირის ტესტი“ პირველად ჩაატარეს 40 წლის წინ. მოგვიანებით გაირკვა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, რომლებაც ტესტის მსვლელობისას შეძლეს დიდი ხნით თავის შეკავება, გაცილებით ნაკლები პრობლემა ჰქონდათ ქცევასთან, ნარკოტიკებთან და ზედმეტ წონასთან დაკავშირებით, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებმაც ერთი წუთიც კი ვერ მოითმინეს.

40 წლის შემდეგ იგივე ადამიანებზე, რომლებიც უკვე 40 წლის ასაკს იყვნენ
გადაცილებულნი, მეცნიერებმა კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: მათ კომპიუტერის
ეკრანზე უჩვენებდნენ გამოსახულებებს და პარალელურად უნდა შეესრულებინათ გარკვეული დავალებები. იმ მონაწილეებმა, რომლებმაც ბავშვობაში ნებისყოფის ნაკლებობა გამოავლინეს, მოზრდილობაში დავალება გაცილებით ცუდად შეასრულეს, რადგან ყურადღება ეფანტებოდათ ეკრანზე ნაჩვენებ გამოსახულებებზე.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ნებისყოფის ნაკლებობა არ ნიშნავს ინტელექტუალურ განუვითარებლობას, პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში სიამოვნებაზე უარის თქმა შეიძლება არასწორიც იყოს.


იხ. "ზეფირის ტესტის" ამსახველი ვიდეო.



5. ჩვენში გაცილებით მეტი სისასტიკე იმალება, ვიდრე გვგონია

image
ცნობილმა ფსიქოლოგმა, ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობდა ინდივიდების ქცევაზე დაკვირვებას, როდესაც ისინი ირგებდნენ ციხის ზედამხედველის ან პატიმრის როლს.

კვლევის ჩასატარებლად ზიმბარდომ, სტენფორდის უნივერსიტეტის შენობაში ციხის გარემო შექმნა. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად 21 მამრობითი სქესის, ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი სტუდენტი შეირჩა და კომპენსაციის სახით დღეში 15 დოლარი დაენიშნათ.

მონაწილეებს შორის შემთხვევით შეირჩა ზედამხედველებისა და პატიმრების როლები. სულ მალე პატიმრებმაც და ზედამხედველებმაც ბუნებრივად მოირგეს თავიანთი როლები.

ექსპერიმენტის დაწყებიდან რამდენიმე საათში ზედამხედველებმა უკვე დაიწეს პატიმრების შეწუხება: შეუბრალებლად და სასტიკად იქცეოდანენ, დასცინოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს სიამოვნებით აკეთებდნენ.

პატიმრებიც თანდათან კარგავდნენ თავიანთ სახეს. მათაც დაიწყეს ნამდვილი პატიმრების მსგავსად მოქცევა. საუბრობდნენ ციხის საკითხებზე, ზედამხედველებთან ერთმანეთს ასმენდნენ.

ზიმბარდოს სურდა ექსპერიმენტი 4 კვირა გაგრძელებულიყო, მაგრამ იძულებული გახდა მეექვსე დღეს შეეწყვიტა მუშაობა. ექპერიმენტის გაგრძელების შემთხვევაში პატიმრების მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების დიდი საფრთხე ჩანდა.

როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, მართალია, არცერთ „ზედამხედველს“ წარსულში სადისტური ქცევის გამოცდილება აქ ჰქონია, მაგრამ ციხის გარემო მაინც აღმოჩნდა მათი შეუბრალებელი ქცევის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი. მაშასადამე, იმ როლებს რომელთაც ადამიანები თამაშობენ, შეუძლიათ განსაზღვრონ მათი ქცევა და გაცილებით მეტი სისასტიკე გამოავლინონ.


6. ავტორიტეტი ჩვენთვის მორალურ ნორმებზე მაღლა დგას


image
ავტორიტეტებისადმი მორჩილების გამოსაკვლევად იენის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტენლი მილგრიმმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც შედიოდნენ „მასწავლებლები“, ჩვეულებრივი მოხალისეები, და „მოსწავლე“, რომელიც დაქირავებული მსახიობი იყო. ცდისპირებს ერთმანეთისგან იზოლირებულად სხვადასხვა ოთახებში ათავსებდნენ. მასწავლებელი კითხულობდა რამდენიმე სიტყვას ოთხი სავარუდო პასუხით და თუ მოსწავლე არასწორად უპასუხებდა, დენს ურტყამდა. დენის ძალა ყოველ არასწორ პასუხზე იზრდებოდა, ხოლო სწორ პასუხზე მასწავლებელი „მშვიდობიანად“ გადადიოდა შემდეგ შეკითხვაზე.

სინამდვილეში არანაირი ელექტროშოკი არ არსებობდა. უბრალოდ, აუდიოფირზე ყვირილი იყო ჩაწერილი და მასწვლებლის მიერ მოსწავლისთვის ყოველ დენის დარტყმაზე მეორდებოდა. როდესაც დენის ძალა ძალიან იზრდებოდა, მსახიობი (მოსწავლე) კედელს აწყდებოდა და მასწავლებელს შეჩერებას სთხოვდა. ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ, რაღაც მომენტში, ყვირილი წყდებოდა და სიჩუმე ისადგურებდა. ამ დროს ძალიან ბევრ მასწავლებელს საშინელი მწუხარების გრძნობა ეუფლებოდა და ექსპერიმენტის შეჩერებას ითხოვდა, მაგრამ ძალიან ბევრი პირიქით, აგრძელებდა დენის დარტყმას, თუმცა ამბობდა, რომ შედეგებზე პასუხს არ აგებდა.

თუ ცდისპირი მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, ექსპერიმენტატორი მას ეუბნებოდა: "გთხოვ, გააგრძელე"; "ექსპერიმენტი გაგრძელებას ითხოვს"; "აუცილებელია, რომ გააგრძელო"; "სხვა შანსი არ გაქვს, უნდა გააგრძელო". თუ ამ ოთხი მითითების შემდეგ ცდისპირი მაინც მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, იგი წყდებოდა. ორმოცი ცდისპირიდან მხოლოდ თოთხმეტმა შეწყვიტა ექპერიმენტი მოსწავლისთვის 450 ვოლტიანი დენის დარტყმის შემდეგ, ხოლო სამას ვოლტამდე შეწყვეტის სურვილიც კი არავის გასჩენია, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანის მოსაკლავად 220 ვოლტი სრულიად საკმარისია.

აღნიშნული ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ადამიანთა უმრავლესობა მზადაა უარი თქვას მორალურ ნორმებზე თუ ამას ავტორიტეტი მოითხოვს.


7. ჩვენი რწმენა ხელს გვიშლის რეალობის აღქმაში
imageელექტრო ტექნიკის პროფესორმა, არტურ ელისონმა გადაწყვიტა თავისი ლექცია თამაშით დაესრულებინა. მან მოხალისეთა ჯგუფს სთხოვა ყურადღება მაგიდაზე მდგარ რკინის საყვავილეზე გადაეტანათ. მსმენელებს მთელი ყურადღებით უნდა ეცქირათ ლარნაკისთვის და ეცადათ მისი ლევიტირება. ბოლოს ლარნაკი მართლაც მოსწყდა მაგიდას და ჰაერში აიწია. სინამდვილეში ელისონმა ლარნაკი წამოწია ელექტრო მაგნიტის მეშვეობით, მაგრამ მსმენელებმა ეს არ იცოდნენ და დაიწყო მსჯელობა იმის შესახებ, ჰაქონდა თუ არა მართლა ადგილი ლევიტაციას. ერთ–ერთი მსმენელი ამტკიცებდა, რომ მან რაღაც მონაცისფრო ნივთიერება დაინახა, რომელმაც ხელი შეუწყო საყვავილეს ლევიტირებას. მეორე მონაწილე კი ამტკიცებდა, რომ არაფერი არ მომხდარა და რომ ლარნაკი გაუნძრევლად იდგა.

ამგვარად, ოროვე მსმენელმა „შეასწორა“ რეალობა საკუთარი რწმენის მიხედვით.

0
954
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
954
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0