x
image
beko777
კარასინი ბანერის მომთხრელი ჟურნალისტების დაკავებას და დასჯას ითხოვს
imageის რაც ვერავინ შეძლო, შეძლეს ჟურნალისტებმა


ბოლო რამდენიმე დღეა ქართული პრესა, სოციალური მედია, ტელევიზიები, სააგენტოები და მათ შორის ევროპის სხვადასხვა გამოცემები აქტიურად აშუქებენ ქართველი ჟურნალისტების იმ აქციას, რომელმაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ცნობილი გახდა, რომ ოკუპაციის ახალ საზღვართან, რომელიც რუსმა მედესანტეებმა ქართული სოფლის ახალი ხურვალეთის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით შემოსწიეს საქართველოს ტერიტორიაზე და ბანერები ჩააბეტონეს წარწერით "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი" - ქართველმა ჟურნალისტებმა ბანერი მოთხარეს და იქვე ნაგავსაყრელზე გადააგდეს.


imageაღნიშნულ ფაქტს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - საზოგადოების 99% დადებითად, ვაჟკაცურ და გაბედულ ნაბიჯად უფასებდა ჟურნალისტებს და მათ სამოქალაქო გმირობას უწონებდა, თუმცა აღმოჩნდა რამდენიმე ცალი, მოქალაქე საქართველოსი, მათ შორის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები (პაატა ზაქარეიშვილის თამადობით, რომელმაც შეურაწმყოფელი განცხადებები არ დაიშურა ქართველი ჟურნალისტებისთვის) და ამავე სოფლის რამდენიმე ბირჟავიკი, ძალღონით სავსე მამაკაცი, რომელიც შეშინებული თვალებით ჩიოდნენ "მაესტროს" კამერების წინ, რომ - ახლა ეგ ჟურნალისტები წახვალთ, დაიშლებით და რუსების წინააღმდეგ ჩვენ დავრჩებით მარტონი და გვეშინიაო.


imageტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველმა სამხედროებმა ქართველი ჟურნალისტების ხელისშეშლა არ სცადეს - პირიქით, ისინი აქტიურად და საბედნიეროდ მხოლოდ სიტყვიერად მოუწოდებდნენ ჟურნალისტებს, რომ ხელი არ ეხლოთ რუსი ოკუპანტების მიერ დაბეტონებული სასაზღვრო ბანერისთვის (თუმცა ყველა მათგანს, გულის სიღრმეში ეტყობოდა რომ სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას ამ საქმეში, რასაც ოკუპაციის ბანერის მოთხრა ქვია) - რათქმაუნდა შესაძლო ე.წ. პროვოკაციის მიზნით, მაგრამ - ფაქტი დაფიქსირდა, რამდენიმე ჟურნალისტმა ჩაბეტონებული ბანერი მიწიდან მოთხარა და იქვე არსებულ სანაგვეზე გადააგდო.



განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს ჟურნალსიტები "ნაციონალების" დაფინანსებულები იყვნენ, რომ ზოგიერთი მათგანი - რუსეთიდან ფინანსდებოდა პირდაპირ, იმის გამო რომ მსგავსი სახის პროვიკაცია მოეწყოთ, რომ ამ ჟურნალისტებიდან არცერთს ნამდვილი ომი არც კი უნახავს და არ იცის რა ჩაიდინა (პაატა ზაქარეიშვილის განცხადება) ჟურნალისტური ირონიით პასუხობს, აღნიშნული ფაქტის ერთ-ერთი მონაწილე ინტერნეტ-ტელეკომპანია "ვარსკვლავების" რედაქტორი ბესო ჩუბინიძე:


image- შიშში ნუ ცხოვრობთ ხალხო............! ომი იქნება? ი ყ ო ს!!!!!!!!! სანამ სასაზღვრო ბანერს დიღომში არ დაგვარჭობენ... მანამდე დავდუმდეთ?!!! - შიშში ცხოვრებას და ჩვენ "ნუ შეგვეხებიან"-ით ცხოვრებას აპირებთ?! - ომი იქნება?! - ი ყ ო ს!!!! ჩემს შვილს მოვკიდებ ხელს და პირველები წავალთ წინა ხაზზე! ჩემზე ძალიან ხომ არ გიყვართ ჩემი შვილი ვინმეს?! - ა რ ა!!!!!!!!!!!!! მაგრამ რას შევწირო?....... თქვენი შიშით გაფართოებულ თვალებს?!!!! თქვენი სოფლის შეშინებულ მამაკაცებს? - "თქვენ წახვალთ და ჩვენ რას გვიზავენ რუსებიო" - ამას შევწირო?! - მტერმა სახლში ჩაგისვარათ.... მინიმუმ მოწმინდეთ იმ ადგილს ეგ განავალი და გადააგდეთ ან მაქსიმუმ შემოარტყით სიფათში!!! - ააა... მესამე გზაცაა ხო? საცხოვრებელს შეიცვლით არააა....? დაა მტრის განავალს ადგილზე დატოვებთ და არც გატანას არ შეეცდებით ხო?!!! - არ ღირს.............! - ვის არ უნახავს ომი?! ჩვენ?! ზაქარეიშვილმა იცის რა არის ომი? - მე ვიცი....!!!


* * * *
imageსხვათაშორის ეს ყველაზე საინტერესო ამბავია - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი განმარტებას აკეთებს მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ბანერის ამღები პირები უნდა იპოვონ და დასაჯონ - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების განკარგულებით, ეს სასაზღვრო ნიშნები დაამონტაჟა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა და ისინი ადგილზე იდგა მიმდინარე წლის 8 აპრილამდე და ვინ ამოიღო ისინი? ეს ხალხი უნდა იპოვონ და დასაჯონ პროვოკაციისთვის. არავის არაფერი არსად არ გადაუწევია. შეიკრიბონ ქართული მხარე, სამხრეთ ოსეთისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და გაერკვნენ ამ საკითხში. ვნახავთ, შედეგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორც მე მოგახსენეთ! - ამბობს კარასინი


* * * *image
კარასინს კიდე გაუძლებდა კაცი, მაგრამ განცხადებას რომელსაც ახლა თქვენ წაიკითხავთ ქართველების საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი აკეთებს: - დათვი, რომ მოგერევა, "ბაბაია" უნდა დაუძახო, ჭიდაობა კი არ უნდა დაუწყო... დღემდე ასე მოვედით ქართველები, თორემ ამდენი ერი გადაშენდა და გაწყდა. ჩვენ ჭკუამ გადაგვარჩინა. ვისაც "ნაცარქექია" წაკითხული აქვს, ძალიან კარგად იცის, როგორ მოიქცეს! ზოგიერთებმა კიდევ კარგად გადაიკითხონ, ვურჩევ! ცოტა ადრეც რომ გადაეკითხათ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ჭიდაობა ამჯობინეს! ჭიდაობა არ უნდა დაგვეწყო და გათახსირებულები არ უნდა გვეძახა მათთვის! ხომ ხედავთ, სომხები როგორ იქცევიან... ჩვენ ვეცით პირში, ვითომ მომრევები ვიყავით.


ამის შემდეგ უკვე - უკომენტაროდ...

imageimageimageimageimage




0
315
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0