x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ოპტიმიზმის გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე

ოპტიმიზმი წარმოადგენს დადებითი შედეგების მიღების გენერალიზებულ მოლოდინს. ოპტიმისტი ადამიანი ცხოვრებისაგან ყოველთვის მოელის საუკეთესოს და დარწმუნებულია, რომ ყველანაირი უარყოფითი მოვლენა მალევე შეიცვლება დადებითით. ამგვარი აზროვნება კი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც ჩვენს მენტალურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე, ზოგადად ცხოვრების ხარისხზე, ყოველდღიური პრობლემების დაძლევასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც კი. შეიძლება, ზოგიერთ სკეპტიკოსს ეს ფაქტი უბრალო მითად მიაჩნდეს, თუმცა, რეალურად ამ “მითის“ საფუძველი საკმაოდ სანდო და ვალიდური კვლევებია.

მეიოს კლინიკა 30 წლის მანზილზე ატარებდა კვლევას 800-ზე მეტ პაციენტზე და გამოიტანა დასკვნა, რომ ოპტიმისტ ადამიანებს, გამოჯანმრთელების თვალსაზრისით, პესიმისტებზე ბევრად უკეთესი შედეგები ჰქონდათ. ამ კუთხით კვლევები ჩატარდა ოპერაციის შემდგომი გამოჯანმრთელების თაობაზეც. კერძოდ, Scheir-ის კვლევის მიხედვით ოპტიმიზმი მნიშვნელოვანი პრედიქტორი აღმოჩნდა ოპერაციის შემდეგ მალევე საწოლიდან ადგომის, გავლის და ცხოვრების ჩვეული რითმის სწრაფად დაბრუნებისთვის.
Desylva და Kern-მა ჩაატარეს კვლევა კორონარული არტერიის ოპერაცია გადატანილ პაციენტებზე და ზემოთ მოყვანილი კვლევის ანალოგიური დასკვნა გამოიტანეს. 300 ზე მეტ პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ 3 ჯერ უკეთესი უკეთესი შედეგები ჰქონდათ გამოჯანმრთელების თვალსაზრისით ოპტიმისტებს, ვიდრე პესიმისტებს და აღარ საჭიროებდნენ რეჰოსპიტალიზაციას.
კვლევებით დადასტურდა დადებითი კორელაცია ცხოვრების ორიენტაციასა და სისხლის წნევას შორის. კერძოდ, პესიმისტები მოწყვლადნი აღმოჩნდნენ ჰიპერტენზიის მიმართ (Pitsburgh &pinland’s University of Helsinki research). ბიჰევიორისტმა Karen matthew -მ კი 100 ქალსა და მამაკაცზე ჩაატარა ასეთი კვლევა: ყოველ 30 წუთში ერთხელ უზომავდა წნევას 2 სამუშაო დღისა და დასვენების დღის განმავლობაში. კვლევამ დაადგინა, რომ მუშაობის (სტრესული გარემოს) პირობებში პესიმისტების არტერიული წნევა არემატებოდა ოპტიმისტებისას.
არტერიულ წნევასა და ოპტიმიზმს შორის კავშირი შეისწავლეს ფინეთშიც 2008 წელს და ანალოგიური კორელაცია მიიღეს. ამ შემთხვევაში 2000-ზე მეტი ჯანმრთელი ადამიანი შეისწავლეს ლონგიტიდური კვლევით. გაითვალისწინეს რა არტერიულ წნევაზე მოქმედი ყველა პოტენციური ფაქტორი, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ უკანასკნელზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ცხოვრების ორიენტაციას.
როგორც ვიცით, არტერიულ იწნევა გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, შესაბამისად ოპტიმისტები ნაკლებად ავადდებიან კორონარული არტერიის დაავადებით, ათეროსკლეროზით და სხვ. ამ ფაქტის დასადასტურებლად ჰარვარდისა და ბოსტონის უნივერსიტეტების მეცნიერებმა 1306 ადამიანზე ჩაატარეს კვლევა. მათი საშუალო ასაკი იყო 61 წელი. დაადგინეს თითოეულის ცხოვრების ორიენტაცია, არტერიული წნევის საშუალო დონე, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, მწეველობა, ალკოჰოლთან დამოკიდებულება, ოჯახის ჯანმრთელობის ისტორია - ყველაფერი ის, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გულის დაავადებების წარმოქმნაზე. 10 წლის შემდეგ ჩატარებული ფაქტორული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პესიმისტები 2-ჯერ მეტად დაავადდნენ გულის დაავადებებით, ვიდრე ოპტიმისტები.
საინტერესო შედეგები მოგვცა 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ 193 მოხალისეზე, რომლებსაც შეუყვანეს რესპირატორული ინფექცია ორგანიზმში. აღმოჩნდა, რომ ოპტიმისტები ნაკლებად დაავადდნენ. ეს არის მანიშნებელი იმ ფაქტის, რომ ამ უკანასკნელებს უკეთესი იმუნური სისტემა აქვთ, შესაბამისად ნაკლებად მოწყვლადნი არიან დაავადების მიმართ.
როგორც აღმოჩნდა, ოპტიმისტების სიცოცხლის ხანგრძლივობა აღემატება პესიმისტებისას და გარდა ამისა, შეუძლიათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში განახორციელონ დამოუკიდებელი მოქმედებები სხვისი დახმარების გარეშე. 2300 ასაკოვან ადამიანს აკვირდებოდნენ 2 წლის მანძილზე და ოპტიმისტების ზოგადი ჯანმრთელობა და საკუთარი თავის მოვლის შესაძლებლობა ბევრად ხანგრძლივი იყო. ასევე ამერიკაში ჩატარდა საკმაოდ მასშტაბური კვლევა 6959 სტუდენტზე, რომელთაგანაც 40 წლის მანძილზე 476გარდაიცვალა. დაღუპული პესიმისტების რაოდენობა 42%-ით მეტი აღმოჩნდა ოპტიმისტებზე.
Schulz-ის მიხედვი, ოპტიმისტური განწყობა გავლენას ახდენს ონკოლოგიურ დაავადებებზეც. ცხოვერების ორიენტაციის ტესტში დაბალი ქულები კორელაციაში აღმოჩნდა სიმსივნიან პაციენტებში სიკვდილიანობასთან. Ironson-ის მიხედვით კი შიდსის პროგრესირებაზე გავლენსი მოხდენაც კი შეუძლია მას.
2008 წელს 2873 ადამიანს გაუზომს სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონე. შედეგი იყო ის, რომ ოპტიმისტურად მოაზროვნე ადამიანებში ეს დონე ბევრად ნაკლები იყო. ცხადია, კვლევა ითვალისწინებდა სტრესის გამომწვევ სხვა პოტენციურ ფაქტორებსაც - ასაკს, დასაქმებულობას, შემოსავალს, დეპრესიას და სხვ. Joelle Jobin -ის მიხედვით კი ყოველდღიურობაში ოპტიმისტი სტრესს უკეთ პასუხობს, რადგან იცის მისი რეგულირება, აქვს გამკლავების უკეთესი სტრატეგიები და სტრესის დროს საკმაოდ მოქნილად იქცევა, სიტუაციას პოზიტიური კუთხით უყურებს და პრობლემა შეიძლება ირონიითაც კი მიიღოს.
მნიშვნელოვანი გავლენა აღმოაჩნდა ოპტიმიზმს მენტალურ ჯანმრთელობაზეც. კერძოდ, ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, ნერვულ აშლილობებსა და სუიციდის ალბათობას. ეს უკანასკნელი ხშირადაა განპირობებული იმედის დაკარგვით, რაც ოპტიმიზმს არ ახასიათებს.
Giltay-ს კვლევის მიხედვით თუნდაც ერთი ფსიქოთერაპიული სეანსი პოზიტიურ აზროვნებასთან დაკავშირებით, დიდ ზეგავლენას მოახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. საოცარია, რომ ოპტიმიზმს თანაბრად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე მიუხედავად ადამიანების განსხვავებული ეკონომიური და სოციალური მდგომარეობისა.
და ბოლოს, არსებობს კითხვა: რა იწვევს ოპტიმიზმის ამგვარ გავლენას ჯანმრთელობაზე? როგორც აღმოჩნდა: 1.ოპტიმიზმი მჭიდრო კავშირშია ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელ ქცევებთან. ოპტიმისტები ეწევიან ცოტას, არიან ფიზიკურად აქტიურნი, იკვებებიან მეტი ხილითა და ბოსტნეულით. 2. ოპტიმისტებს აქვთ ფართო სოციალური წრე, რაც ეხმარებათ კრიზისის დროს სტრესის არიდებაში. 3.აქვთ სტრესის გამკლავების კარგი სტრატეგიები, პრობლემის წინაშე დგამენ ადეკვატურ, კონსტრუქციულ ნაბიჯებს.








0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო წერეთელი 1
ნინო წერეთელი 1
77