x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
მილიონერი ქალი, რომელიც მხოლოდ შვრიის ფაფით იკვებებოდა და არასოდეს არ იბანდა, ანუ ყველაზე ძუნწი ადამიანი მსოფლიოში

ჰენრიეტა გრინი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ძუნწი ადამიანი მსოფლიოში და ეს მშრალი სტატისტიკა სულაც არაა: ქალი, რომელიც ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონს ამატებდა თავის კაპიტალს, სიგიჟემდე ეკონომიური იყო. ის ატარებდა თავის ერთადერთ, დიდი ხნის ხმარებისაგან გახუნებულ კაბას, რომელსაც არასოდეს არ რეცხავდა, მხოლოდ ურეცხავდა ბოლო ნაწილს, რომელიც მიწას ეხებოდა ხოლმე. შიგა თეთრეულს მხოლოდ მაშინ იცვლიდა, როცა ის მეტისმეტი ხმარებისაგან ცვდებოდა და იხეოდა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ გრინის სახლში ვერასოდეს ნახავდით სარეცხ ან დასაბან საპონს, რადგან ეს ქალბატონი არასოდეს არ ბანაობდა. რთული წარმოსადგენი არაა, რა "არომატს" აფრქვევდა ეს დაუბანელი მილიონერი, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ ის გამუდმებით ღეჭავდა ნედლ ხახვს, რომ ავად არ გამხდარიყო.


image


სხვათა შორის, თუ აფთიაქში ვიზიტი აუცილებელი იყო და პროვიზორი გრინს გამოუცხადებდა, რომ წამლის ფულის გარდა მას დამატებით უნდა გადაეხადა შუშის ორი ცენტი, რომელშიც წამალს ჩაუსხამდნენ, გაბრაზებული ჰენრიეტა ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა სახლში და იქედან საკუთარი ჭურჭლით ბრუნდებოდა, რომ სტერილურ შუშაში ზედმეტი ორი ცენტი არ გადაეხადა.

ასე იქცეოდა ის პროდუქტების შეძენის დროსაც: პურს ძველსა და გამომხმარს ყიდულობდა, რადგან იაფი იყო და ამ პურს საათობით ეძებდა პურების გროვაში თავისი წლობით დაუბანელი ხელებით (გაითვალისწინეთ, რომ მაშინ პურს არ ფუთავდნენ).


აღსანიშნავია, რომ ХХ საუკუნის დასაწყისისათვის ჰენრიეტა გრინის (1834-1916) ქონება 200 მილიონ დოლარს აღწევდა. დღევანდელი კურსის მიხედვით ეს რამოდენიმე მილიარდი დოლარია. ამ აურაცხელი სიმდიდრის პატრონი ქალბატონი სიხარბისა და სიძუნწის ისეთ მაგალითს იძლეოდა, რომ მის ნაცნობებს თმა ყალყზე უდგებოდათ. როცა ის გაზეთებში ბირჟის კურსს ნახავდა, ბავშვებს აგზავნიდა, რომ ეს გაზეთები ხელმეორედ გაეყიდათ, ხოლო ერთხელ, როცა ქალბატონმა ეტლში ორცენტიანი მონეტა დაკარგა, რამოდენიმე საათი ეძებდა მას, სანამ ბოლოს და ბოლოს, არ იპოვა. ის მუდამ შვრიის ფაფით იკვებებოდა, რომელსაც გაზის ეკონომიის მიზნით კი არ ხარშავდა, არამედ უბრალოდ ალბობდა ცივ წყალში, მაგრამ შვრია გარკვეული თანხა ღირდა, ხოლო გრინს არ სურდა საჭმელში თუნდაც რამოდენიმე ცენტი გადაეხადა, ამიტომ ის ათასნაირ ხერხს მიმართავდა: შევიდოდა რომელიმე იაფფასიან სასაუზმეში და შეკვეთილ კერძში ქვას ან ბუზს ჩააგდებდა ჩუმად, რათა მერე ხმაური აეტეხა და სადილის საფასური არ გადაეხადა.


ჰენრიეტას სიძუნწე იმდენად ღრმად ჰქონდა გამჯდარი სულში, რომ მან საკუთარი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზეც კი გააკეთა ეკონომია, რაც საბრალო ბავშვებს მეტად ძვირი დაუჯდათ: მილიონერი ქალის შვილებს არამარტო აკლდათ კალორიული საჭმელი და ვიტამინები, არამედ გრინის უფროს ქალიშვილს სილვიას მხედველობაც კი დაუქვეითდა გამუდმებული შიმშილობის გამო, ხოლო ის, თუ როგორ მოექცა დედა 11 წელს ნედს, ნამდვილ ოჯახურ ტრაგედიად იქცა: ციგაზე სრიალის დროს ბიჭუნამ ფეხი მოიტეხა მუხლში. იმის მაგივრად, რომ საშინელი ტკივილით გაწამებული ბავშვი კარგ ჰოსპიტალში წაეყვანა, ძუნწმა ქალმა აქაც გადაწყვიტა ეკონომია გაეკეთებინა და ღია ჭრილობაზე ბინძურ ჩვრებშემოხვეული ბავშვი ღარიბების უფასო სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა, მაგრამ საავადმყოფოს ექიმებმა იცნეს ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალი და უარი უთხრეს ბავშვის მიღებაზე, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა.


საავადმყოფოდან უკან გამობრუნებულმა ჰენრიეტამ იმის მაგივრად, რომ ფეხგასიებული და ლამის უგონოდ მყოფი ერთადერთი ვაჟი სასწრაფოდ წაეყვანა ნორმალურ ჰოსპიტალში, ნამდვილი ძუნწის შესაფერისი საქციელი ჩაიდინა: სახლში დაბრუნდა და ნედის თვითმკურნალობას მიმართა, შედეგმაც დიდხანს არ დააყოვნა: ბავშვს განგრენა განუვითარდა და საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია. პროფესიონალური ამპუტაციისათვის კი უკვე მამამ იზრუნა (ჰენრიეტა ქმარს გაყრილი იყო), რომელმაც შემთხვევით გაიგო ბავშვის ავადმყოფობის ამბავი. რომ არა მამა, სავარუდოდ დედამისი ვერასოდეს ვერ გაიმეტებდა თანხას ექიმისათვის და ნედს დაღუპვა არ აცდებოდა. ამ საშინელმა შემთხვევამაც კი ვერ ასწავლა ჭკუა ქალს: იმისათვის, რომ ფეხის პროთეზი მიეღო, ნედს ჩვეულებრივი მოკვდავივით მოუწია რიგში ჩადგომა უფასო ხის ფეხის მისაღებად და მთელი წელიწადნახევარი ელოდა, როდის აღირსებდნენ კორპისაგან დამზადებულ იაფფასიან უხეშ პროთეზს, რომელზეც ის შემდეგ მთელი ცხოვრება დაჯახირობდა. ასე დაუმახინჯა მილიონერმა ქალმა ცხოვრება საკუთარ შვილს.


უყვარდა კი ვინმე გრინს ამ ქვეყანაზე?- დიახ, საკუთარი ძაღლი. "-ის კუდს აქიცინებს და მიყურებს მე ერთგული თვალებით არა იმის გამო, რომ მილიონერი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ვუყვარვარ", - გამუდმებით იმეორებდა ქალი, როცა მას ძაღლის მოშორებას ურჩევდნენ, რომელიც თვინიერი ხასიათით სულაც არ გამოირჩეოდა და დღე არ გავიდოდა, რომელიმე სტუმარი ან შინაური არ დაეკბინა.


ამ ქალი - ურჩხულის საშინელი ხასიათის გამო მხოლოდ მისი შვილები კი არ დაზარალდნენ, არმედ ნათესავებიც. ერთხელ ჰენრიეტას კუზინა ევროპაში სამოგზაუროდ გაეშურა მეუღლესთან ერთად. ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა შვილები ჰენრიეტასთვის დაეტოვებინათ. რვა წლის ბიჭუნა და ათიოდე წლის გოგონა წინასწარ ხტოდნენ სიხარულით, თუ რა ბედნიერ ორ თვეს გაატარებდნენ დეიდა ჰეტისთან-ასე ეძახოდნენ მას შინაურები. ბავშვები და მათი მშობლები მხოლოდ ერთ რამეში აღმოჩნდნენ მართალნი-ეს არდადეგები მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე დაამახსოვრდათ. როცა ორი თვის შემდეგ ჰეტის ბიძაშვილი მოგზაურობიდან დაბრუნდა, მან უბრალოდ ვერ იცნო თავის შვილები: მოუსვენარი და ონავარი, ლოყებღაჟღაჟა ბავშვების ნაცვლად მას დახვდა შიმშილისაგან გონებამიხდილი და ჩონჩხადქცეული ორი სომნანბული, რომლებიც ძლივს იდგნენ ფეხებზე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გარდა იმისა, რომ "უოლ-სტრიტელმა ალქაჯმა" ბავშვებს დღიური კვების ნორმა საგრძნობლად შეუმცირა, მან ისინი სამუშაოდ გაგზავნა უახლოეს სამრეცხაოში, სადაც პატარები, არც მეტი - არც ნაკლები, 14 საათი მუშაობდნენ აუტანელ სიცხესა და ნესტში. დეიდა ჰეტისთან გატარებული საშინელი დღეებისა და კატორღული შრომისაგან ბავშვები საშინელ დეპრესიაში ჩავარდნენ და წლების განმავლობაში არ ლაპარაკობდნენ.


რაღა თქმა უნდა, ფინანსური სამყაროს დედოფალი გადასახადებზეც აკეთებდა ეკონომიას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. იმ დროს ამერიკის საგადასახადო სისტემა მოუწესრიგებელი და წინააღმდეგობრივი იყო. "ბირჟის დიასახლისი" აქაც ახერხებდა საგადასახადო აგენტებისათვის თავბრუს დახვევას და ზოგიერთი გადასახადისაგან თავის არიდებას, ამისათვის ის სხვადასხვა ბინას ქირაობდა ხოლმე სხვადასხვა სახელით. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის იყო იაფფასიანი საცხოვრებელი ოთახები ან მესამე დონის სასტუმროები. საკუთარი სახლი მას არასოდეს არ ჰქონია. ჰეტის არც ოფისი ჰქონია, ის მუშობდა ღარიბების თავშესაფრებში, ბანკებისა და საფონდო ბირჟების მოსაცდელებში, საბროკერი კანტორებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც მას ნებას რთავდნენ მელნითა და კალმისტრით, ზოგჯერ კი ტელეფონითაც ესარგებლა. აღსანიშნავია, რომ ამ ოფისებში ის არასოდეს არ ყოფილა არასასურველი სტუმარი, რადგან გრინი არამარტო მილიონებს ატრიალებდა, არამედ გამუდმებით ზრდიდა თავის კაპიტალს, ფლობდა რა განსაკუთრებულ ყნოსვას ბაზრის მოძრაობისა და ფასიანი ქაღლდების ბრუნვის შესახებ, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ აქციებსა და ფასიან ქაღალდებს ყიდულობდა და ყიდდა "ბირჟის დედოფალი", ყოველთვის აქტუალური იყო და ოქროს ფასი ჰქონდა.


1913 წელს აშშ-ის კონსტიტუციაში შეიტანეს შესწორება, რომელიც არაორაზროვნად ახდენდა გადასახადების გადახდის ერთიან რეგლამენტირებას. ამ კანონმა სერიოზული დარტყმა მაიყენა ბიზნესმენი ქალის ჯანმრთელობას. ჰენრიეტა გრინი 1916 წელს გარდაიცვალა აპოპლექსიური შეტევისაგან, როცა მერძევესთან რძის ფასის გამო მორიგი კამათი ჰქონდა. ნედმა, რომელსაც მთელი ცხოვრება ყურები ჰქინდა გამოჭედილი ეკონომიურობაზე და ყაირათიანობზე დედის მიერ წაკითხული ლექციებით, როგორც კი თავისუფლება იგრძნო, ჭაობში დაეშვა და მთელი თავისი ქონება სასმელსა და დროსტარებაში გაანიავა. სილვიამაც თავის სიცოცხლეშივე გაფლანგა მისი წილი სიმდიდრე, რომელიც მისივე ანდერძს მიხედვით ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა. აი, ასე უაზროდ და უშინაარსოდ დასრულდა ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალის ცხოვრების ისტორია.


4
1920
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1920
  
2015, 15 ივლისი, 18:31
კი, მეც გამიგია ეგ ამბავი..გობსეკები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან :(
2015, 15 ივლისი, 18:27
ამასთან შედარებით სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ხელგაშლილი ანგელოზი ყოფილა..და მაგაზე გამახსენდა......იტალიაში(მაგაზე სტატიაც დავწერე//ყველაზე უცნაურად გარდაცვლილი ადმაიანები)..გარდაიცვალა ქალი...შიმშილით! ღატაკ უბადრუკ ბინაში......და შემდეგ გაირკვა რომ ქალს თავის ანგარიშზე ჰქონდა 350 000 ევრო და 150 000 ევროს ძვირფასეულობა ბანკში შენახული
2015, 15 ივლისი, 18:21
ასეთებიც არსებობენ...
2015, 15 ივლისი, 18:10
კაი რა :D:D:D ასე როგორ შეიძლებაა :D:D:D
0 1 4