x
„შვიდკაცას“ საქველმოქმედო კონცერტი თელავში

image13 ივლისს, თელავის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გელა სამხარაულის ინიციატივითა და პატრონაჟით გაიმართა ანსამბლ „შვიდკაცას“ საქველმოქმედო კონცერტი „თბილისის მხარდასაჭერად“.
კონცერტი, 13 ივნისს, თბილისის სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჩატარდა. გენერალური სპონსორობა კახეთის მეღვინეთა გილდიამ გასწია. მეღვინეთა გილდიის საშუალებით საქველმოქმედო საღამო დამსწრეთათვის უფასო იყო, ხოლო ანსამბლმა „შვიდკაცამ“, რომელმაც 15 წლიანი შემოქმედებითი ისტორიის მანძილზე, ქალაქ თელავში კონცერტი პირველად გამართა, მთლიანი შემოსავალი სტიქიით დაზარალებულთა ფონდს შესწირა.
imageსაქველმოქმედო საღამოს მხარდაჭერები იყვნენ: დასასვენებელმა კომპლექსი

"ლოპოტა-რეზორტი", ქალაქ თელავის მერია და მერიის კულტურის სამსახური, თელავის

ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრი, სასტუმრო "ძველი თელავი", წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი. საქველმოქმედო აქციას შეუერთდა და ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა სასტუმრო „კახეთმა“ და კონცერტზე დამსწრე საზოგადოებამ. შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა სტიქიით დაზარალებულთა სახელმწიფო სახაზინო ანგარიშზე (300773271; ბ/კ TRESG22)

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0