x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"გეტყვით, რატომ ტყუიან ძაძამია და ხარშილაძე" - ნინო ქადაგიძე

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეს განიხილავენ. დღეს დაკითხვაზე ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე - ჟვანია დაიკითხა. მან დეტალურად გაიხსენა 2005 წლის 2 თებერვლის ღამე, როდესაც გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილი იყო.


image

გთავაზობთ ნინო ქადაგიძის ჩვენებას: „ღამის 03:00 საათზე გამეღვიძა და ვნახე, რომ ზურა არ იყო სახლში. დავუწყე ძებნა, ჯერ მასთან დავრეკე, მერე დაცვასთან. ჯერ არც ერთი პასუხობდა. შემდეგ დაცვამ მიპასუხა და მითხრა ხუთ წუთში დაგალაპარაკებთო. მე გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რის გამოც მგონია, რომ კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია ტყუიან", - განაცხადა ქადაგიძემ.
ქადაგიძემ განაცხადა, რომ კობა ხარშილაძე ტყუის, როცა ამბობს, რომ შემთხვევის ღამეს ბინაში ფანჯრიდან შევიდა.
„ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ხარშილაძე ფანჯარაში ვერ გადაძვრებოდა. არც ფანჯრების ჩამტვრევა გახდებოდა საჭირო, რადგან არც ერთი ფანჯარა არ იკეტებოდა. იყო ფანჯარა, რომელიც ვაკუუმსაც კი ვერ ქმნიდა” - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
ამის შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატი ბექა ბასილაია დაინტერესდა, ესწრებოდა თუ არა ამ ექსპერიმენტს, რაზეც ქადაგიძემ თქვა, რომ არ ესწრებოდა. ბასილაიას კითხვაზე, თუ რატომ მოაწერა მაშინ ოქმს ხელი, ნინო ქადაგიძემ განაცხადა:
“არ ვიცი, რა ოქმზეა საუბარი, შესაძლოა, ექსპერიმენტის გარკვეულ ნაწილს დავესწარი, თუმცა კონკრეტულად არ მახსოვს, ხარშილაძე როგორ გადაძვრა ფანჯარაში. მე ვამბობ იმას, რომ ხარშილაძე ფიზიკურად ვერ გადაძვრებოდა იქ, სადაც ამბობს, რომ გადაძვრა“.

0
1450
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0