x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508563
ცნობილი ადამიანები, რომელთა პლასტიკური ოპერაცია შეცდომა იყო

XXI საუკუნეში პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია საშუალებას იძლევა, რომ აღვიდგინოთ ძველებური სილამაზე, ან თუნდაც ნებისმიერი დეტალი შევცვალოთ ჩვენს გარეგნობაში, თუმცა ზოგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ და შესაძლოა კრახიც განვიცადოთ. წარმოგიდგენთ ათ ცნობილ ადამიანს, რომელთა ცვლილების ნახვის თანავე მიხვდებით, რომ მათი პლასტიკური ოპერაცია, უბრალოდ შეცდომა იყო.
ესპანელი ჰერცოგინია მარია
ამ მდიდარი ქალბატონის სრული სახელი ასე ჟღერს: არია დელ როსარიო კაეტანა ალფონსა ვიქტორია ეუხენია ფრანსისკა ფიტც-ჯეიმს სტიუარტ-ი-დე-სილვა. მან 87 წლის ასაკში უამრავი ოპერაცია გაიკეთა. ის ახალგაზრდობაში იმდენად ლამაზი იყო, რომ კრიტიკოსების თქმით მსახიობობას, ან სულაც მოდელობას მიაღწევდა, თუმცა 88 წლის ასაკში გარდაცვლილი ქალბატონი, ყველას მხოლოდ თავისი არაბუნებრივი და დამახინჯებული სახით დაამახსოვრდა. imageამანდა ლეპორი
ამანდა ლეპორი ცნობილი ამერიკელი მოდელი და მომღერალია. ახლა იგი 47 წლისაა. მას უამრავი ოპერაცია აქვს გაკეთებული. მაგ: სახის დაჭიმვა, მკერდის გადიდება, ბოტოქსი და სხვა. imageდონატელა ვერსაჩე
ცნობილი დიზაინერი დონატელა ვერსაჩე, რომელიც “Versace''-ს და “H&M''-ს უდგას სათავეში. დონატელამ კარიერის მოწყობასთან ერთად გარეგნულ მხარეზე ზრუნვაც გადაწყვიტა და უამრავი რთული და წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის - სახის დაჭიმვის, ბოტოქსისა და ტუჩის ინექციის.imageდერილ ჰანა
ამერიკელი კინომსახიობი დერილ ჰანაც ერთ-ერთია, რომლის გარეგნობამაც პლასტიკური ოპერაციის შემდეგ კრახი განიცადა. იგი პოპულარული გახდა ფილმიდან “მოკალი ბილი''. მან გაიკეთა სახის აწევა და ტუჩის ინექცია. imageმაიკლ ჯექსონი
პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი, შეიძლება ითქვას, რომ პლასტიკური ოპერაციების შედეგად სრულიად შეიცვალა. ყველაფერი დაიწყო 1979 წელს, როდესაც მაიკლი სცენაზე წაიქცა და ცხვირი გაიტეხა. ეს ინციდენტი იყო ბიძგი საკუთარი თავის სრულყოფილებისაკენ. პირველი ოპერაცია იყო იძულებითი და წარუმატებელი. მას მოყვა რიგით მეორე, რომლის შემდეგაცმაიკლის სახეზე უკვე შესამჩნევი იყო გარკვეული ცვლილებები. ბოლოს კი იგი ვიტილიგმა (დაავადება, რომელიც კანის პიგმენტაციას არღვევს) შეაწუხა, რამაც მისი გარეგნობის 100%-ანი დეგრადირება მოახდინა.imageმელანი გრიფიტი
მელანი გახლავთ ამერიკელი მსახიობი. არის მსახიობ ტიპი ჰედრენის შვილი და ანტონიო ბანდერასის ყოფილი მეუღლე. ფოტოდან გამომდინარე, მას მხოლოდ ბოტოქსი აქვს გაკეთებული, თუმცა არაბუნებრივობა მაინც იგრძნობა. imageმეგ რაიანი
მეგ რაიანი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ოქროს გლობუსის ნომინანტი ამერიკელი კინომსახიობია, რომელმაც მთავარი როლები შეასრულა 1990–ანი წლების რომანტიკულ კომედიებში: „როცა ჰარი შეხვდა სალის“, „უძინარნი სიეტლში“ და სხვ. როგორც ხედავთ სიბერის შემოპარვისთანავე მსახიობმა ვეღარ გაუძლო ცდუნებას და ძველებური სილამაზის დაბრუნება მოინდომა.imageჯოსელინ ვილდენშტეინი
ქალი, რომელიც 70-ან წლებში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლებოდა, დღესდღეობით პლასტიკური ოპერაციების აბსოლუტური რეკორდსმენია. 62 წლის ჯოსელინ ვილდენშტაინი, საბოლოოდ საშინელ შედეგამდე მივიდა და ლამაზი ქალბატონიდან, საშინელ “ურჩხულად'' იქცა.imageდოლი პარტონი
დოლი პრტონი პოპულარული ამერიკელი მსახიობია. თქვენც კარგად ხედავთ, თუ რა მძიმე შედეგამდე მიიყვანა სკალპელმა და ბოტოქსმა ქალბატონი დოლი.imageმიკი რურკი
ჰოლივუდის ვარსკვლავს წლებმა თავისი დაღი დაასვა მსახიობის გარეგნობას და ახლა, თითქმის არაფერია დარჩენილი იმ მომხიბვლელი მამაკაცისგან, რომელმაც თავგზა აუბნია კიმ ბესინჯერს ფილმში "ცხრა ნახევარი კვირა". არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მსახიობი პლასტიკურ ქირურგებს დახმარებისთვის მიმართავს. მაგრამ, ექიმები უძლურნი არიან დაუბრუნონ ვარსკვლავს სილამაზე. პირველი ქირურგიული ოპერაცია, რომელიც 2008 წელს ჩაუტარდა, წარუმატებლად დასრულდა. ოპერაციის შემდეგ რურკის სახემ დეფორმაცია განიცადა.image

3
2013
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2013
  
2015, 15 ივლისი, 1:17
გაიხარე!
2015, 14 ივლისი, 19:28
მაჯლაჯუნები, მაჯლაჯუნები :)
2015, 14 ივლისი, 17:20
დედა, რა საშინელებები არიან:( სტატია კი ძალიან კარგი :)
0 1 3