x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც სინამდვილეში ყალბია
image
როგორ გავაკეთოთ ფული არაფრისგან: უბრალოდ ჰაერისგან, წყლისგან, ტყისგან ან თუნდაც წიგნისგან? ტურიზმის ზოგიერთი, ძალიან ცნობილი ობიექტი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი ლეგენდებისა და გულუბრყვილო ტურისტების წყალობით. ამ სტატიაში მოგიყვებით იმას, რასაც ტურისტული გიდები და გზამკვლევები არასოდეს გეტყვიან: ღირსშესანიშნაობები, რომლებიც როგორც მინიმუმ
სადავო და საეჭვოა, მაქსიმუმ კი - სიყალბე და მონაგონი. თუმცა ეს ხელს არ უშლით,
რომ მიიზიდონ მილიონობით ტურისტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.


1. კოლუმბის 6 სამშობლო
image

იტალიის ქალაქ გენუაში თქვენ აუცილებლად გაჩვენებენ სახლს, რომელშც პატარა ქრისტეფორე კოლუმბი ცხოვრობდა. თუმცა ალბათ არ გეტყვიან, რომ ეს სახლი XVII–XVIII საუკუნეებში აშენდა, კოლუმბი კი 1451 წელს დაიბადა. სულ მცირე შეუსაბამობაა, არა?

image
თუმცა ეს ყველაფერი არაა! მეზღვაურისა და ამერიკის აღმომჩენის სამშობლოდ ყოფნაზე ერთდროულად ესპანეთისა და იტალიის ექვს ქალაქს აქვს პრეტენზია და არანაირი სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს, რომ სწორედ გენუაში დაიბადა, თან სახლში, რომელიც ორიგინალიც კი არ არის და მხოლოდ რეკონსტრუქციას წარმოადგენს.

თავდაპირველი შენობა ფრანგებმა XVII საუკუნეში დაანგრიეს. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ მოინახულოთ კოლუმბის სახლი ესპანეთის ქალაქ ლას-პალმას-დე-გრან-კანარიაში, სადაც მდებარეობს ცნობილი მეზღვაურების მოგზაურობებისადმი მიძღვნილი მუზეუმი.

image

ამ სახლის შესახებ ის მაინც არის ცნობილი, რომ კოლუმბი იქ მართლა ცხორობდა გარკვეული დროით, 1492 წელს, როცა გაფუჭებული გემის შეკეთებას ელოდა. თუმცა ეს შენობაც არის არა ორიგინალი, არამედ გადაკეთებული 1777 წელს. ასე რომ, ამ შენობაზეც ვერ ვიტყვით, რომ მის კედლებს თავად ქრისტეფორე კოლუმბი ახსოვთ.



2. იესო ქრისტეს 5 საფლავი



image

იაპონიაში არის ქრისტიანებისთვის ძალიან უცნაური ადგილი: იესო ქრისტეს საფლავი. იგი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, დაბა სინგოში. საფლავზე ორი ჯვარია აღმართული: ერთი სიმბოლოა ჯვარცმული ქრისტესი, მეორე კი - მისი ძმის, ისუკირის.

იაპონელ ქრისტიანებს სწამთ, რომ იესო არ მომკვდარა და მის მაგივრად იერუსალიმში ეწამა მისითვის თავდადებული მისივე ძმა. თავად ღვთის შვილმა კი ბავშობა გაატარა ტოკიოს მახლობლად, შემდეგ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში, სადაც მოხდა კიდევ ბიბლიაში აღწერილი მოვლენები. ძმის ჯვარცმის შემდეგ იგი დაბრუნდა იაპონიაში ციმბირისა და ალიასკის გავლით, და იცოცხლა 106 წლის ასაკამდე, დაბა სინგოში.


image

მსოფლიოში არსებობს ქრისტეს კიდევ 4 "საფლავი": სამი იერუსალიმში და ერთიც ინდოეთის შტატ ქაშმირში.


3. სტოუნჰენჯი: XX საუკუნის ქმნილება?
image

გიდებისა და ექსკურსიამძღოლების მტკიცებით უძველესი ქვის ნაგებობა, ბრიტანული სტოუნჰენჯი, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი არქეოლოგიური ქმნილებაა.
image

მეცნიერები რეგულარულად აქვეყნებენ კვლევებს იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ააშენეს ეს გიგანტური მონუმენტები ადრეულმა ადამიანებმა.
image

მისი დანიშნულების შესახებ უამრავ ვერსია არსებობს: მას ხან დრუიდების სალოცავად მიიჩნევდნენ, ხან ასტრონომიურ კალენდრად, ხან სამარხად, ხან კი სულიერი მოღვაწეობისა და სამკურნალო ცენტრად.

image

თუმცა რატომღაც არც ერთ გზამკვლევში არ არის ფოტოები ამ ძეგლის მასშტაბური
რეკონსტრუქციისა, რომელიც XX საუკუნეში ჩატარდა.

ეს კადრები, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინტერნეტში და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ამტკიცებს, რომ სტოუნჰენდი, რბილად რომ ვთქვათ, ის აღარაა, რაც ადრე იყო.
image

1958 წელს მონუმენტი თითქმის მთლიანად იქნა დაშლილი და ხელახლა აწყობილი თანამედროვე ტექნიკისა და ბეტონის გამოყენებით.
image

არქეოლოგები იღებდნენ და თავის ნებაზე დებდნენ ჩამოყრილ ქვებს, ასე რომ, თანამედროვე სტოუნჰენჯს უკვე ძნელად თუ ვუწოდებთ დრუიდების ნამუშევარს.
image

დღეისთვის სახეზეა კარგად შესრულებული რეკონსტრუქცია, რომელიც გულუბრყვილო ტურისტების მისაზიდად მშვენივრად მუშაობს.


4. ლოჰ-ნესის ურჩხული
image

შოტლანდიის ტბა ლოჰ-ნესი ამგვარ პოპულარობას ვერასოდეს მიაღწევდა, რომ არა ლეგენდები მასში ბინადარი იდუმალი ურჩხულის შესახებ. მის სანახავად ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიან.
image

არარსებული ურჩხულის ბრენდის ქვეშ მთელი ინდუსტრია განვითარდა - სასტუმროებით, რესტორნებით, კატერებითა და ტურისტული ფირმებით, რომლებიც ტბის სახელს ატარებს.
image

და ვინ მოთვლის რამდენი სუვენირი იყიდება მითიური ნესის წყალობით!
image

თუმცა ლოჰ-ნესის ტბაზე ჩასულ ტურისტებს ხშირად უჩნდებათ გრძნობა, რომ მოატყუეს და იმედი გაუცრუეს, რადგან რაღაც ზღაპრულს ელოდნენ და ჩვეულებრივი ტბა და მოსაწყენი გარემო კი დახვდათ...და არანაირი კვალი იდუმალი ურჩხულისა.


5. რომეოსა და ჯულიეტას ქალაქი
image

ნეტა თუ ხვდებოდა უილიამ შექსპირი „რომეო და ჯულიეტას“ წერის დროს, რომ ამ ნაწარმოებით მთელ მსოფლიოს გააცნობდა და ტურისტულ ცენტრად აქცევდა იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვერონას?

image

მილიონობით ტურისტი სიამოვნებით ათვალიერებს რომეოსა და ჯულიეტას სახლს, სადაც მათ აჩვენებენ სწორედ იმ დაუვიწყარ აივანს, რომელზეც პიესის საკვანძო სცენა გაიმართა.
image

ტურისტულ პროგრამაში შედის ასევე ჯულიეტას საფლავის დათვალიერება, სადაც მნახველთა რიგები დგას უკვე რამდენიმე საუკუნეა.
image

და უკვე რამდენიმე საუკუნეა არ ან ვერ იხსენებენ იმ უბრალოდ ფაქტს, რომ ვერონაში რომეო და ჯულიეტა სინამდვილეში არც არასოდეს ყოფილან...

image

2
1919
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1919
  
2015, 13 ივლისი, 18:50
მე მეორესი "მჯერა":)) მადლობა.
2015, 13 ივლისი, 18:49
4-ის მჯერა :D (გავაზიარე)
0 1 2