x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძალიან ფუმფულა ცომი, ნებისმიერი არატკბილი ღვეზელისთვის და ხაჭაპურისთვის დღეს


ცომი
როგორც სათაურში არის ნათქვამი, ეს ცომი ნებისმიერი ღვეზელისთვის გამოდგება.
მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაშ, ხაჭაპურის რეცეპტს გთავაზობთ.

მასალა:დროჟი


იმერული ყველი - 1 კგ.
რძე - 500 მლ.
კარაქი - 80 გრ.
მშრალი სწრაფადმოქმედი საფუარი - 2 ჩ. კ.
მარილი - 1 ს. კ.
კვერცხი - 1 ც. მთელი და 2 გული

ფქვილი - 600 გრ.
ვანილი

გულსართის მომზადება:

ხაჭაპურის გულსართზე ზრუნვა, ცხობის წინა
დღეს უნდა დაიწყოთ:
ემალირებულ ან მინის ჯამში ჩაჭერით ყველი 1-
1, 5 სმ-ს სისქეზე და დაასხით წყალი. ასე
გააჩერეთ ერთი ღამე. მეორე დღეს, ჯამიდან
წყალი გადაწურეთ, შემდეგ წყალი გადაავლეთ
ყველის ნაჭრებს და კარგად გაწურეთ. ამის შემდეგ, ხელით დაჭყლიტეთ და მთლიანი კვერცხი შეურიეთ.

ცომის მომზადება:

1. რძე აადუღეთ.
2. 50 მლ. რძე ცალკე ჭიქაში გადაიღეთ.
3. როდესაც რძე შეგრილდება, ისე რომ მასში კარაქი გადნეს და ცალკე გადაღებული რძე გაცივდება, დიდი რაოდენობით რძე პურისაცხობის ფორმაში ჩაასხით და კარაქი ჩააგდეთ, მცირე რაოდენობის რძეს კვერცხის გული შეურიეთ და ისიც ფორმაში ჩაასხით.
4. ჩაყარეთ მარილი.
5. ჩაყარეთ ფქვილი.
6. ფქვილში კოვზით პატარა ღრმული გააკეთეთ და დროჟი ჩაყარეთ.
7. პურის საცხობი დააყენეთ ცომის მოზელის რეჟიმზე.
(შენიშვნა: რეცეპტში მოცემული მასალით, ცომი, შეგიძლიათ, ხელითაც მოზილოთ.)
8. როდესაც ცომი მზად იქნება, გაყავით 4 ნაწილად და გუნდები გააკეთეთ. 4 ნაწილად
გაყავით გულსართიც.
9. ჩართეთ ღუმელი 250 °C.
10. თუნუქის ფურცელს ცხიმი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ.
11. ცომის თითოეული გუნდა ისე გააბრტყელეთ რომ მასში ჩადებული გულსართს
ცომი კარგად მოახვიოთ (ხინკალის მსგავსად) და თუნუქის ფურცელზე დადეთ, ისე რომ ნაოჭები ქვემოთ მოექცეს. ცოტა ხანი ასე გააჩერეთ.
12. ცომი რომ დარბილდება, ხელით გააბრტყელეთ, ზემოდან ვანილიანი,
რძენარევი კვერცხის გული გადაუსვით და ღუმელში შედგით გამოსაცხობად.

ხაჭაპური 10 წუთში მზად იქნება. ქურიდან გამოღების შემდეგ, შეგიძლიათ, ზემოდან კარაქი გადაუსვათ.


4
14182
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
14182
  
2019, 26 იანვარი, 17:56
მინდა დავაზუსტო,ცომში ერთი მთლიანი კვერცხი უნდაა.
2018, 22 ივნისი, 17:45
რა კარგია მადლობა
2015, 13 ივლისი, 19:49
მადლობა :)
2015, 13 ივლისი, 19:45
ზუსტად ახლა ვაცხობ ხაჭაპურებს..გეპატიჟებით :)
0 1 4