x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
რომელი სარეცხი ფხვნილია ყველაზე ტოქსიკური და ეფექტური - ექსპერტიზის შედეგები


რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ის სარეცხი საშუალებები, რომელსაც ოჯახში ვიყენებთ და რომელი სარეცხი საშუალება უფრო ეფექტურია? აქედან მეორე შეკითხვაზე ბევრი დაფიქრებულა, პირველზე კი, სამწუხაროდ, ხშირად არ ვფიქრობთ. ძირითადად არჩევანს ვაკეთებს რეკლამის, ნაცნობების და გამყიდველის რჩევით.

მსოფლიო მეცნიერული კლასიფიკაციით სარეცხი საშუალებები განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის ყველაზე საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს მათ შორის, რომლებიც საყოფაცხოვრებო მოხმარებაშია.
image
სარეცხი ფხვნილის ყველაზე საშიშ კომპონენტებს განეკუთვნება ფოსფატები და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (anionic surfactants), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, იმუნიტეტის დაქვეითება, უარყოფითად მოქმედებენ კანის უჯრედებზე, მაღალი კონცენტრაციით კი შეუძლიათ დააზიანონ ღვიძლი, თირკმლები, ფილტვები და ნერვული სისტემა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები შეიძლება დაგროვდეს ჩვენს ორგანიზმში.

ფხვნილში ფოსფატების არსებობა პირველ რიგში სახიფათოა გარემოსთვის, სადაც სარეცხი მანქანისგან გამომავალი წყალი ხვდება. ფოსფატები შეუქცევლად ანადგურებენ წყალსაცავების ეკოსისტემას. ამიტომ დღეს უკვე ბევრი ორგანიზაცია ცდილობს მიაღწიოს სარეცხი საშუალებების შემადგენლობაში მათი გამოყენების აკრძალვას. ამასთან, ფოსფატურ დანამატებს შეუძლიათ გააძლიერონ ანიონური ზედაპირულად აქტიური ელემენტების უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე, ხელი შეუწყონ მათ დაგროვებას ქსოვილის ბოჭკოებში, გააძლიერონ მათი შეღწევა კანის უჯრედებში და, ზოგიერთი მონაცემით, სისხლის თვისებების შეცვლაც კი გამოიწვიონ. ყველაზე კარგად ანიონურ ზედაპირულად აქტიურ ნივშიებებს იკავებს შალისა და ბამბის ქსოვილი, იმდენად, რომ თბილ წყალში 10-ჯერ გავლების შემდეგაც კი, ქიმიური ნივთიერებები ქსოვილის ბოჭკოებში მაინც რჩება.

იმისათვის, რათა გაერკვიათ, რამდენა საშიშია ჯანმრთელობისთვის კონკრეტული სარეცხი ფხვნილი, ექსპერტებმა განსაზღვრეს ტოქსიკურობის ინდექსი. ამისათვის ფხვნილს ხსნიან წყალში და მიღებულ ხსნარში ათავსებენ ცოცხალ უჯრედებს - ხარის სპერმატოზიოდებს. რაც უფრო ადრე დაიღუპება უჯრედები, მით მეტად მომწამვლელია ფხვნილი.
image

პორტალ "როსკონტროლის" ექსპერტებმა ამგვარი მეთოდით გამოიკვლიეს სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე პოპულარული სარეცხი ფხვნილები: «Tide», «Ariel», «Миф», «Persil Expert», «Пемос» და «Dosia». ტოქსიკურობის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აღმოაჩნდა სარეცხ ფხვნილებს "Пемос" და "Ariel", ე.ი. მათში ყველაზე მეტი რაოდენობით შედის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები.

ტოქსიკურობის ოდნავ უკეთესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა "Tidе"-სა და "Миф"-ს. ამ სარეცხი საშუალებების მწარმოებლებმა ეტიკეტზე მიუთითეს, რომ ფხვნილი გამოსადეგია ასევე საბავშვო თეთრეულის რეცხვისთვის. ექსპერტიზამ კი აჩვენა, რომ ისინი ძალიან ტოქსიკურია და ბავშვის ტანსაცმლისა და თეთრეულისთვის მათი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება!

მნიშვნელოვანია, თუ რა რაოდენობით მავნე ნივთიერება რჩება გარეცხვის შემდეგ თეთრეულსა და ტანსაცმელში. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარეცხვისა და 3-ჯერ გავლების შემდეგ ყველაზე მეტი ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება წყალში და, შესაბამისად, ტანსაცმელზეც, რჩება "Ariel"-ის გამოყენებისას. ყველაზე ნაკლები კი - "Dosia"-ს მოხმარებისას.
image

საარეცხ ფხვნილში არსებული მავნე კომპონენტებისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად, ექსპერტები გვირჩევენ სარეცხის მრავალგზის გავლებას. ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების დაცვა: არ შევეხოთ ფხვნილს ხელით, შევინახოთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე, მჭიდროდ დავახუროთ თავსახური და გახსნისას არ შევისუნთქოთ. ფხვნილის მტვრის შესუნთქვამ შეიძლება ფილტვების სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.


ქაფწარმოქმნა - სარეცხი ფხვნილის უსაფრთხოების ერთ-ერთი ირიბი მაჩვენებელია. ქაფის რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ანიონური ზედაპირულად აქტიური ელემენტების რაოდენობასთან - რაც მეტია ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, მით მეტი ქაფი წარმოიქმნება. ხოლო თუ ქაფი ძალიან ბევრის, რეცხვისას იგი შეიძლება სარეცხი მანქანიდან გამდმოვიდეს და რამდენიმეჯერ გავლების შემდეგაც კი დარჩეს თეთრეულსა თუ ტანსაცმელზე. სწორედ ამისათვის, ავტომატური სარეცხი მანქანებისთვის განკუთვნილ ფხვნილებში ამატებენ ქაფის ჩამხშობებს.

image
რეალურ პირობებში და ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინებით სარეცხი ფხვნილების ტექსტირებამ აჩვენა: "Ariel"-ით გარეცხვისას წარმოიქმნა იმდენი ქაფი, რომ მანქანიდან გადმოვიდა. ყველაზე ნაკლები რაოდენობით ქაფი წარმოქმნა "Пемос"-მა, დანარჩეებს კი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდათ. ერთადერთი ფხვნილი, რომელიც სრულად არ გაიხსნა არც თბილ წყალში, იყო "Миф"-ი. ესეც არ არის კარგი, რადგან თუ ფხვნილი ცუდად იხსნება, მისი ნაწილაკები შეიძლება დარჩეს სარეცხზე. იდეალური ფხვნილი სწრაფად და სრულად უნდა გაიხსნას წყალში, ქაფი კი მხოლოდ იმდენი უნდა ჰქონდეს, რაც აუცილებელია სარეცხის კარგად გარეცხვისთვის.

ყველა სარეცხი ფხვნილის მწარმოებელი ეტიკეტზე მიუთითებს, რომ სწორედ ის ფხვნილი იძლევა იდეალური რეცხვის გარანტიას და შესანიშნავად ამოჰყავს ლაქები.
ექსპერტებმა გამოსცადეს თითოეული ფხვნილი ისეთი ყველაზე გავრცელებული და ძნელად ამოსაყვანი ლაქების მოსაშორებლად, როგორაა ყავის, წითელი ღვინის, შოკოლადის, სოიოს სოუსიანი ხორცის, მწვანილის, ალუბლისა და ტუჩსაცხის ლაქები.

ყველაზე ძნელად ამ ამოცანას გაუმკლავდა "Ariel" და "Миф". "Ariel"-ს ყველაზე მეტად გაუჭირდა ხორცის კერძის, შოკოლადისა და ტუჩსაცხის ლაქების ამოყვანა. "Миф"-მა თითქმის საერთოდ ვერ მოაშორა შოკოლადისა და ალუბლის ლაქები. ყველაზე იაფი საშუალებაც კი, როგორიცაა "Пемос", სულ ოდნავ, მაგრამ მაინც უკეთ მოერია ამ დავალებას.

რეცხვის ხარისხში ლიდერობა მოიპოვა ორმა ფხვნილმა: «Persil» და «Dosia». ამასთან ერთად, მათი გამოყენებისას სარეცხზე ყველაზე ნაკლები ანიონური ზედაპირულად აქტიური ელემენტი რჩება. თუმცა ეს ფხვნილებიც ტოქსიკურია. რაც შეეხება ბავშვის ტანსაცმლისა და თეთრეულის რეცხვას, ამისათვის ტესტირებული არც ერთი სარეცხი ფხვნილი არ გამოდგება.



image

11
13759
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
13759
  
2016, 24 იანვარი, 16:28
LG სარეცხ ფხვნილებს თუ აწარმოებდა ვერ წარმოვიდგენდი. :)
2016, 24 იანვარი, 15:00
ყველაზე კარგია მსოფლიოში ცნობილი ბრენდის LG მიერ წარმოებული სარეცხი ფხვნილები, ეკოლოგიურად სუფთა, არ შეიცავს ფოსფატებს და ფოსფონატებს და რეცხავს ბრწყინვალედ. სამწუხაროდ საქართველოში არ იყიდება
2015, 15 ივლისი, 8:38
კი მგონი გუდვილში უნდა იყოს. მეგობარმა გამოიცერას საიდანღაც დაიმან მითხრა. ნატურალური შემადგენლობა აქვსო. ბავშვი ყავს ალერგიული და მაგით ურეცხავენ .
2015, 15 ივლისი, 8:19
არ გამიგონია ეგ...აბა დავძებნო. გუდვილში იქნება სავარაუდოდ.
2015, 15 ივლისი, 1:35
ecos-ია ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა, ქიმიურ ნაერთებს საერთოდ არ შეიცავს. ჩვენთან სად იყიდება არ ვიცი, შესაძლოა დიდ სუპერმარკეტებში იყოს.
2015, 14 ივლისი, 8:51
დიდი მადლობა, ჩემო კარგო :)
2015, 14 ივლისი, 1:15
დიახაც. დაგასწარი :D
2015, 13 ივლისი, 18:50
ეს უკვე გაზიარებულიაო
2015, 13 ივლისი, 15:50
"არიელი" საშინელ ალერგიას მაძლევს....ბოლო წლებია " მაქსიმას" ვიყენებ და კმაყოფილი ვარ :)
2015, 13 ივლისი, 14:46
მადლობა გენაცვალე :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10