x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
ოქროს წესი: როგორ შევარჩიოთ გემრიელი და საღი საზამთრო (+საზამთროს დიეტა)

image
საზამთრო ბევრისათვის საყვარელი ხილია, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. როგორ უნდა შევარჩიოთ გემრიელი და საღი საზამთრო? არსებობს რამდენიმე "ოქროს წესი", სპეციალისტები გვირჩევენ:

1. მოერიდეთ განსაკუთრებით მცირე ან დიდი ზომის საზამთროს შეძენას. საშუალო ზომის 7-დან 12 კილოგრამამდე წონის ნაყოფი საუკეთესო არჩევანი ყოფილა.

2. მწიფეა თუ არა ნაყოფი ამას ყუნწის მეშვეობით გავიგებთ. მშრალი ყუნწი სიმწიფის მანიშნებელია.

3. საზამთროს ქერქი აუცილებლად მყარი და მტკიცე იყოს, მისთვის დამახასიათებელი ზოლები კი მაქსიმალურად კონტრასტული.

4.ლაქა რომელიც საზამთროს ერთ გვერდზე აქვს და რომლითაც ნიადაგზე იდო ყვითელი ფერის უნდა იყოს, ამავე დროს ის არ უნდა იყოს ძალიან დიდი ზომის.

ალბათ არ იცოდით, რომ საზამთრო ადამიანს იცავს სისხლის ნაკლებობისაგან, სიმსივნური წარმონაქმნებისა და სკლეროზისაგან.

სეზონზე საზამთროს დიდი ოდენობით მიღება კი ორგანიზმს წმენდს წიდებისა და მარილებისაგან.image

ახლა კი გთავაზობთ დაპირებულ საზამთროს დიეტას. დღის მანძილზე მიირთვით მხოლოდ საზამთრო, მნიშვნელოვანია ნაყოფის ოდენობაც. გაყავით თქვენი წონა 10-ზე და ჭამეთ მხოლოდ იმდენი კილოგრამი საზამთრო. მაგ: თუ ხართ 70კგ დღის მანძილზე შეგიძლიათ მაქსიმუმ 7 კილოგრამი საზამთრო მიირთვათ. ამ დიეტის გაგრძელება 5 დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდირებული.

იმედია სასარგებლო რჩევები მიიღეთ! გისურვებთ წარმატებებს....image

0
1054
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1054
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0