x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მზის სისტემა იცვლება
ჩვენ მზის სისტემა სტატიკური და უცვლელი გვგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. მხოლოდ

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მასში.

მეცნიერები უკვე სერიოზულად არიან შეშფოთებულები ყოველივე ამით და ცდილობენ

გაარკვიონ თუ რა მიზეზით ხდება გლობალური ცვლილებები მზის სისტემაში.


ასტროფიზიკოსებმა დააფიქსირეს, რომ მზის მაგნიტური ველის ინტენსივობა

თანდათანობით იზრდება. ათვლის წერტილად 1901 წელი აიღეს. აღმოჩნდა რომ, იმ

დროიდან დღემდე, მზის მაგნიტური ველის ინტენსივობა 230% გაიზარდა. ამის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ პოლარული ციალი, რომელიც ადრე მხოლოდ პოლუსებზე იყო, დრეს ისეთ რეგიონებშიც გვხვდება, რომლის მოსახლეობა, ასეთ მოვლენებს, ადრე, მხოლოდ ტელევიზორში ნახულობდა.

მზის მაგნიტური ველის გაზრდის ფონზე, დედამიწაზე იმატა გეომაგნიტური ქარიშხლების რაოდენობამ, რომლებიც ისეთი უსაფრთხო არ არის, როგორც ადრე ფიქრობდნენ. 20 წლის წინ ხალხი საერთოდ არ აქცევდა ყურადღება გეომაგნიტურ ქარიშხლებს და არც მეცნიერები საუბრობდნენ საჯაროდ ამ საკითხებზე. მაგრამ, დღევანდელმა მდგომარეობამ, თავისი კორექტივები შეიტანა ხალხის ინტერესთა სფეროში. დადგენილია რომ ასეთი ქარიშხლის შემდეგ მატულობს სიკვდილიანობის კოეფიციენტი მოსახლეობაში. განსაკუთრებით გულითა და ჰიპერტონიით დაავადებულ

ადამიანებს შორის. როგორც მეცნიერები ამბობენ, მსგავსი პრობლემები 20-15 წლის

წინ არ იყო და არც ამ საკითხების საჯაროდ განხილვის საჭიროება იყო.


ცვლილება მზის სისტემაში


ცვლილებები მიმდინარეობს მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც:


მერკურს ორივე პოლუსზე ყინულის ქუდები გაუჩნდა. კოსმოსური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება უცაბედად მოხდა.


ცვლილებები მზის სისტემაში




ვენერაზე, სულ რაღაც 40 წლის მანძილზე, 2500 %-ით გაიზარდა პოლარული ციალის

სიმკვეთრე. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, ამ პლანეტაზე ატმოსფეროს მოცულობის ზრდა, რომელიც პლანეტის მასშტაბით, გლობალურ ხასიათს ატარებს.

იუპიტერზე, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა, მის ირგვლივ მდებარე, პლაზმური ღრუბლების ნათების დონე.

სატურნზე ბოლო 30 წელის მანძილზე გაიზარდა ეკვატორული სარტყლიდან რენდგენული სხივების ნათების ინტენსივობა.

ურანზე, რომელიც ადრე მშვიდი ატმოსფეროთი მდგომარეობით გამოირჩეოდა, უეცრად

დაიწყო ღრუბლების აქტიური მოძრაობა.

ნეპტუნის ატმოსფეროს ნათება 40%-ით გაიზარდა.

პლუტონზე, თითქმის 40%-ით გაიზარდა ატმოსფერული წნევა.

მარსზე დაფიქსირდა გლობალური კლიმატური ცვლილებები. გახშირდა და გაძლიერდა

ქარიშხლები და პოლარულმა ყინულებმა დნობა დაიწყო.

დედამიწაზე კლიმატური პირობების გლობალური ცვლილების ფაქტს, უკვე აღარვინ უარყოფს. მეცნიერები ამ მოვლენასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. მათ შორის არის ვერსია, დედამიწის მაგნიტური ველის შესუსტების შესახებ.

მეცნიერები ასევე საგონებელში ჩააგდო, უკანასკნელ პერიოდში, მზის სისტემის

საზღვარზე, არსებული მანათობელი პლაზმის მოცულობის 1 000 %-ით გაზრდამ.

რა ხდება? არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში მზის სისტემის პლანეტებზე

მიმდინარე გლობალური ცვლილებები? და რა იწვევს ამ ცვლილებებს?

ეს არის კითხვები, რომელზეც მეცნიერებს პასუხი არ აქვთ ან გახმოვანება არ უნდათ.

ისინი ყველაფერს მზის მაგნიტური ველის ინტენსივობის გაზრდას აბრალებენ.

მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც მეცნიერები არ აღიარებენ. ეს არის

პლანეტა ნიბირუს შესაძლო გავლენა მზის სისტემის პლანეტებზე.


ცვლილებები მზის სისტემაში


სახელი ნიბირუ ბაბილონურ თქმულებაში, “ენუმა ელიშში" არის ნახსენები, რომელშიც

მოთხრობილია ამბავი, სამყაროს შექმნის შესახებ. მზის სისტემის მე-12-ე პლანეტა

ნიბირუ, ასევე, ნახსენებია შუმერულ ტექსტებში, რომლის მიხედვითაც, ამ ციურ

სხეულს ფრთოსანი დისკის ფორმა აქვს. იმავე ტექსტების მიხედვით, პლანეტა მზის

სისტემაში 2014-დან 2035 წლამდე უნდა გამოჩნდეს.

ძველი ლეგენდების თანახმად, საიდუმლო პლანეტა (ნიბირუ, ძველ ჩანაწერებში X

სიმბოლოთი არის აღნიშნული) მზის სისტემაში, 3600 წელში ერთხელ ჩნდება. მის

ორბიტას წაგრძელებული ფორმა აქვს და ის მზის სისტემაში, მარსსა და იუპიტერს

შორის გადის. როდესაც ის მაქსიმალურად უახლოვდება დედამიწას, მისი

წარმომადგენლები ჩამოდიან დედამიწაზე და კონტაქტს ამყარებენ ადგილობრივ

მოსახლეობასთან.

თავდაპირველად, ამ პლანეტაზე ცხოვრების პირობები ძალიან ჰგავდა დედამიწის

ცხოვრების პირობებს. მაგრამ იქ იზრდებოდა მცენარეები, რომლებიც სიცოცხლეს

უხანგრძლივებდნენ ადამიანებს. შესაძლებელია ასეთი მცენარეები აქაც იყო, რადგან

ბიბლიის თანახმად, მაგ., ადამმა 930 წელი იცოცხლა, ნოემ - 950. მაგრამ,

დავუბრუნდეთ ისევ ნიბირუს. დაახლოებით 420 ათასი წლის წინ, ნიბირუზე

კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ პლანეტის ატმოსფერომ რღვევა დაიწყო.

გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ოქროს იონების ატმოსფეროში გაშვება იყო, ამ

ლითონის აორთქლების გზით (მსგავსი ტექნოლოგია, დღეს “შატლებში" გამოიყენება).

პლანეტის მმართველი, სახელად ალალუ, გაემგზავრა კოსმოსში, სხვა პლანეტებზე, ამ

კეთილშობილი ლითონის მოსაძიებლად და დედამიწა ყველაზე შესაფერისი “დონორი"

აღმოჩნდა. ამის შემდეგ, დაიწყო აქტიური კონტაქტი ნიბირუსა და დედამიწას შორის.


ცვლილებები მზის სისტემაში


შუმერული ჩანაწერების მიხედვით, მზის სისტემაში შემოსული პლანეტა ნიბირუ, უდიდეს გავლენას ახდენს სხვა პლანეტებზე. მას შეეძლო, ყველა სხვა პლანეტის ორბიტის გაკონტროლება. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ რაც ამჟამად მზის

სისტემაში ხდება, ნიბირუს ზეგავლენის ბრალი იყოს.


ცვლილებები მზის სისტემაში


ის ფაქტი, რომ გამქრალი ცივილიზაციების წარმომადგენლები კარგად ერკვეოდნენ

ასტრონომიაში, ეჭვს არ იწვევს და ამიტომ, “მოგზაური" პლანეტა, რომელიც ხშირად

არის ნახსენები ძველ ჩანაწერებში, უბრალოდ გამოგონილი ობიექტი არ უნდა იყოს.

2
2007
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2007
  
2015, 14 ივლისი, 0:03
მადლობა
2015, 13 ივლისი, 23:33
მომეწონა და გავაზიარე
0 1 2